Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, მესხეთი, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

გიგანტური ჰესები

Posted by iberiana on November 3, 2013


გია თვალავაძე -“გიგანტური ჰესები – კეთილდღეობა თუ უბედურება”

giganturi__[1]ბოლო პერიოდში დიდ დისკუსიას იწვევს ხუდონჰესის მშენებლობის დილემად ქცეული თემა. საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ენერგეტიკის სამინისტროს თანამდებობის პირები და ექსპერტების გარკვეული ჯგუფი თავიანთ გამოსვლებში გვარწმუნებენ ხუდონჰესის დაკონსერვებული მშენებლობის განახლების აუცილებლობაში, რასაც საქართველოს ენერგეტიკისა და ზოგადად ეკონომიკის განვითარებისთვის აუცილებელ პირობად მიიჩნევენ.

აღნიშნული წერილის მიზანია მედიასივრცეში არსებული მასალების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე გარკვეული დასკვნების გაკეთების საშუალება მივიღოთ, რათა უფრო უკეთ განვსაჯოთ გიგანტური ჰესების მშენებლობა საქართველოსთვის სიკეთის მომტანია, თუ უბედურების. ამის შემდგომ, ქვეყნისთვის ამ მნიშვნელოვან საკითხში გათვითცნობიერებულმა საზოგადოებამ არავის არ უნდა დააშვებინოს ის საბედისწერო შეცდომა, რომელიც გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს საქართველოს. აკი, თავად ბიძინა ივანიშვილი ამბობს, რომ მთავრობა საზოგადოების ინტერესებს უნდა ემსახურებოდეს და არა პირიქით.

ენერგოდამოუკიდებლობა რომ სახელმწიფოს სუვერენიტეტის დაცვის ერთ-ერთი აუცილებელი ელემენტია და ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაც მის გარეშე შეუძლებეელია, ეს აქსიომატური ჭეშმარიტებაა და ამაზე არ ვდაობთ, მაგრამ ელექტროენერგიით ქვეყნის უზრუნველსაყოფად აუცილებელია თუ არა გიგანტური ჰესების მშენებლობა, აქ კი ისმის კითხვები და ამ კითხვებს პასუხის გაცემა სჭირდება. სწორი პასუხი კი აღნიშნულ სფეროში ღრმად ჩახედვის გარეშე ვერ მოიძებნება…

სრულად: https://iberiana.wordpress.com/iberiana/gia-tvalavadze/

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s