Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, მესხეთი, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

კეჭოუკა – იაპონელების რისხვა

Posted by iberiana on January 3, 2014


kechouka1-copy-2[1]რაჭველი მეპურის უცნაური თავგადასავალი

სადაურსა სად წაიყვანო, ნათქვამია და სპირიდონ (კეჭოუკა) გოცირიძესაც ასე დამართნია. 1905 წელს, ბედის უკუღმართობით იაპონელებთან მოხვედრილ რაჭველ მეპურეს ორი, იმ  დროისთვის ცნობილი ძიუდოისტი თვალის დახამხამებაში გაუკრავს ტატამზე. ამ ამბავს შესწრებია რუსულ გარნიზონში სამბოს დამამკვიდრებელი ანატოლი ხარლამპიევი და აღფრთოვანებულს მემუარებში ჩაუწერია: “მე გახლდით პორტ-არტურში, სადაც ქართველი მოჭიდავის ჩატარებული საოცარი ილეთები ვნახე”.

ხარლამპიევის მემუარებში ერთი პატარა აბზაცით გადმოცემულ სპირიდონის თავგადასავალს საქართველოში ძებნას არავინ დაუწყებდა, რომ არა  ერთი შემთხვევა: ჩემს კოლეგას, მიხეილ ლაბაძეს, რამდენიმე წლის წინ ბებია გახდომია ავად და საავადმყოფოში დაუწვენიათ. მოსიყვარულე შვილიშვილი თურმე ყოველდღე აკითხავდა მოხუცს. ერთ დღესაც მიხეილს უთქვამს, წავედი ახლა, კარატეზე მაგვიანდებაო. ეგ კარატე რაღააო, – უკითხავს ბებიას და შვილიშვილსაც ორიოდე სიტყვით განუმარტავს, იაპონური საბრძოლო ხელოვნებააო. იაპონიის ხსენებაზე გვერდით საწოლიდან მოხუცს წამოუწევია თავი:  “რაო, იაპონიაო? ბოშო, ეგ იაპონელი მებრძოლები ჩემმა ძამია კეჭოუკამ რაჭული ჭიდაობით ცხვირ-პირით გააკრა მიწას და პირები დააფჩენიაო”, და ქალბატონ ანეტას წვრილად უამბია სპირიდონ გოცირიძის ამბავი…

სრულად: https://iberiana.wordpress.com/iberiana/geosurnames/spiridon-gotsiridze/

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s