Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, მესხეთი, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

მამა გაბრიელი

Posted by iberiana on January 7, 2014


d8a247e421cf[1]“ჩემს საფლავზე ნახევარი საქართველო მოვა”

კახაბერ კენკიშვილი: თითქმის ოცდახუთი წელი გავიდა მამა გაბრიელის გარდაცვალებიდან. მას მერე ბევრი ითქვა და დაიწერა ამ წმინდა ბერზე. თითქოს რა უნდა ითქვას ახალი? მაგრამ, როცა ამ სტატიას ვამზადებდი, ბევრი ისეთი მარგალიტი “აღმოვაჩინე” მასზე დაწერილ მოგონებებსა თუ საკუთარ მეხსიერებაში, მიხარია, მათ შესახებ რომ უნდა მოგითხროთ.

სიმდაბლე
ენით აუწერელი სიმდაბლე ჰქონდა ბერ გაბრიელს. როცა საცხოვრებლად სამთავროს დედათა მონასტერში გადავიდა, სენაკად ხის ძველი საქათმე აირჩია.”აქ გაბრიელ ბერმა უნდა იცხოვროს და არავინ გაბედოს შესვლაო,”- გამოუცხადა დედებს. მორჩილებმა ჩუმად დაასუფთავეს საქათმე, სადაც ზამთარში ორპირი ქარი უბერავდა და საშინლად ყინავდა, მაგრამ ეს არ აღელვებდა.”ნუ დარდობ, – უთხრა თავის მორჩილს, – მე არც სიცივე მაწუხებს და არც სიცხეს ვგრძნობო.”მას არც კაცთა ქება ურღვევდა სიმშვიდეს და არც მათმიერი ძაგება. მაშინ როცა გონებანაკლული ადამიანები ქვებს ესროდნენ და “ჩიე-ჩიეს” ეძახდნენ, მშვიდად ეტყოდა ხოლმე, -”ხო, ჩიე-ჩიე ვარო” და დაიწყებდა ბალახის ჭამას…

სრულად: https://iberiana.wordpress.com/iberiana/mama-gabrieli/

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s