Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, მესხეთი, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

ემიგრანტების მიმართვა საყდრისის დასაცავად

Posted by iberiana on April 14, 2014


sakdrisi_457d2[1]გადავარჩინოთ წარსული, ამით გადავარჩენთ მომავალს!

თანამემამულენო!

„წარსული მკვიდრი საძირკველია აწმყოსი, როგორც აწმყო მომავლისა“, წმიდა ილია მართალის ამ სიტყვების მნიშვნელობა სისხლხორცეულად ჰქონდათ შეგნებული ქართული დისიდენტური და ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის პატრიარქებს ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას.

ისინი მთელი ცხოვრება იღწვოდნენ ჩვენ ერის კულტურული საგანძურის თუ მშობლიური ფლორისა და ფაუნის გადასარჩენად. მთელს თავის ძალისხმევას ამ საქმეს ახმარდნენ.

გახსოვთ, ალბათ, ეროვნული მოძრაობის აღმავლობის გარიჟრაჟი სწორედ ქართული ქრისტიანული კულტურის უბრწყინვალესი ძეგლის – დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის გადარჩენის გამოსვლებით დაიწყო.

ქართული ეროვნული მოძრაობა ყოველთვის იდგა მშობლიური დედაბუნების სადარაჯოზე. გასული საუკუნის 80-იან წლებში ეროვნული მოძრაობა წინ აღუდგა საქართველოს ფლორისა და ფაუნის გამანადგურებელ გიგანტურ პროექტებს, რომლის განხორციელებასაც დამპყრობელი ცდილობდა ჩვენს მამულში, იქნებოდა ეს გიგანტური ჰიდროელექტრო სადგურები თუ ტრანსკავკასიის რკინიგზა.

ჩვენი სამშობლოს თავზე დღესაც წისქვილის ბორბალი ტრიალებს!

ქართველი ხალხის მოძულეებს, თავიანთი ინტერესების განსახორციელებლად განზრახული აქვთ კვლავ უკუღმა დააბრუნონ ჩარხი, ააგონ გარემოს დამაქცევარი უზარმაზარი ჰიდროელექტრო სადგურები და ამით მოაგროვონ ოქრო-ვერცხლი.

საქართველოს ტერიტორიაზე აღმოჩენილი საყდრისის ოქროს უნიკალური საბადო, რომელსაც ანალოგი არ გააჩნია დედამიწის ზურგზე, ეწირება ასევე შინაური თუ გადამთიელი ავაზაკების პირად ინტერესებს.

დღეს უნდა დაირეკოს დედოზარი!

დღეს ქუდზე კაცი უნდა გამოვიდეს და არ უნდა დაანებოს საქართველოს მტრებს, ათასი ჯურის თაღლითს თავიანთი მიზნების განხორციელება!

წარსულის განადგურებით ვანადგურებთ ჩვენსავე მომავალს!

გარემოს იავარქმნით მიწის პირისაგან აღიგვება დედამიწის ედემი – საქართველო!

ვუერთდებით თქვენს სამართლიან მოთხოვნებს! გვიგულეთ თქვენს გვერდით!

უფალი შეგეწით ამ მამულიშვილურ საქმეში!

ქართველი ემიგრანტების სახელით:

ეთერი მუხურაძე

ნესტანი თუთბერიძე

დავით სანდუხაძე

დალი მიჩიკაშვილი

ლაშა ქადეიშვილი

ალექსანდრე სანდუხაძე

https://iberiana.wordpress.com/iberiana/sakdrisi/

 

 

 

 

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s