Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, მესხეთი, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

დარიალის ხეობა

Posted by iberiana on May 18, 2014


17 მაისს დარიალის ხეობაში ზვავი ჩამოწვა 

 158026[1]დარიალის ხეობაში,  სადაც მთის მასა მოწყდა, მაშველები მუშაობენ. როგორც “ინტერპრესნიუსს” მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორმა,  ნუგზარ ყიფიანმა განუცხადა,  შემთხვევის ადგილზე მობილიზებული არიან  სამაშველო სამსახური, საპატრულო პოლიციისა და სამედიცინო დახმარების ბრიგადები. სამაშველო ბრიგადები გაემგზავრა თბილისიდანაც.
მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორის ინფორმაციით, დარიალის ხეობაში მთის მასა საქართველო-რუსეთის საზღვართან ახლოს, მშენებარე ჰესის მიმდებარე ტერიტორიაზე მოწყდა.
ამასთან, არაოფიციალურად ვრცელდება ინფორმაცია მსხვერპლის შესახებ, რაც ჯერ დადასტურებული არ არის.

http://www.interpressnews.ge

***

2012-12-11

რა მიზეზით ითხოვდა ყაზბეგის რაიონის მოსახლეობა ” დარიალ-ჰესის” მშენებლობის შეჩერებას?

ავტორი: მანანა გელაშვილი, ვიდეო გიორგი ნარიმანიძის

ყაზბეგის რაიონის მოსახლეობა ” დარიალ-ჰესის” მშენებლობის შეჩერებას ითხოვს.  ადგილობრივი  მკვიდრების განმარტებით, მშენებლობის პროექტი მოსახლეობისთვის მიუღებელია, რადგან ის ბუნების კლიმატსა და მდინარე თერგს საფრთხეს უქმნის – ხეობა თავისი სივიწროვით და სპეციფიკით გამორჩეულია და მდინარის კალაპოტის შეცვლას ვერ აიტანს.   როგორც გეოლოგი იაგო კაზალიკაშვილი განმარტავს, სპეციალისტებმა პროექტის შედგენისას არ გაითვალისწინეს ადგილობრივი   რელიეფი და ლანდშაფტი, რის გამოც პროექტი ვერ გაამართლებს. ,,ინფო9“ მშენებლობის მწარმოებელ კომპანია ,,დარიალ ენერჯი“-ს დირექტორს -ლაშა იორდანიშვილს დაუკავშირდა, რომელმაც განმარტა, რომ  პროექტი ყველა წესის დაცვით შედგა და ჰესის მშენებლობა ხეობისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს.

ვიდეო იხილეთ ბმულზე:

http://info9.ge/?l=G&m=1000&id=10926

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s