Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, მესხეთი, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

ჯამბულ გამცემლიძის წერილი მიხეილ სააკაშვილს

Posted by iberiana on August 11, 2014


ჯამბულ გამცემლიძის წერილი მიხეილ სააკაშვილს

giorgi-gamtsemlidze

გიორგი გამცემლიძე

“- ექვსი წელი და სამი თვე გავიდა, რაც ჩემი გიო აღარ არი ამ ქვეყნად, ეს შენმა ტრიბუნიდან მუშტის ქნევამ და საიდუმლოდ გაცემულმა ბრძანებამ განაპირობა, მანამდეც და მის მერეც ვერ დაიოკე გიჟური ჟინი და ერთმანეთის მიყოლებით აუვსე მიქელას ,,ბეღელი,, ახალგაზდებით.

გიფიქრია ამაზეე? რომ მათაც ყავდათ შვილები, ჩემ გიოს სამი შვილი დარჩა, პატარა ბიჭი შენი პატარა შვილის ტოლია, ჩემი საბა დღესაც ელოდება მამას,მობილური არა აქვსოო, კითხულობს, რატომ არ რეკავსო.

მეც ასე შევხაროდი ჩემ შვილებს და ჩემი პატარა მოაკვლევინე შე გარეწარო შენ გაწვრთნილ ,,მონადირე,, პატრულს, გიფიქრიაა, რომ საბას მამა ენატრება და მე შვილი, მაგრამ შენ მხოლოდ იმაზე ფიქრობდი მუდამ, როგორ გაგემწარებინა ადამიანები, რატომ ესროლეთ ბუტა რობაქიძეს და ერთადერთი შვილი მოუკალით მის მშობლებს, რატომ მოაკვლევინე სანდრო გირგვლიანი წამებით და დედამისიც რატომ გაუშვით ამ ქვეყნიდან გამწარებული, რატომ ესროლეთ ზურა ვაზაგაშვილს, რომელსაც ასზე მეტი ტყვია მოარტყით და მერე საკონტროლო გასროლით კიდევ დაიკმაყოფილე შენი გიჟი ხუშტურები, რა დაგიშავა გია კრიალაშვილმა, კარგად,რომ იბრძოდა აფხაზეთში ის ვერ აიტანეე, გურამ შარაძე იმიტომ ამძიმებდა დედამიწას, რომ საქართველო უყვარდა და არც ეს აპატიე, კიდევ რადენი ჩმოთვლა მიძნელდება უკვე ხელი მიკანკალებს ამას, რომ ვწერ.

ამის მერე მე უნდა ვირწმუნო, რომ შენ მამაშვილური გრძნობა გაგაჩნიაა? არა მიშა, შენ არც შენი შვილები არ გიყვარს, თუ არა ასე არ გაიმეტებდი სხვის შვილებს და საკუთარს კი ცოდვიანის შვილის ,,იარლიყს,, არ მიაკერებდი, ჯერ ციხე გელოდება და მერე მიქელასთან კუპრი დუღს შენთვის, ჯოჯოხეთი გარანტირებული გაქვს, ცუდია, რომ იქ ვერ მოხვდები სადაც ჩვენი შვილები არიან, რატოომ? ამაზე შენ იფიქრე, თუმცა დრო ბევრი გექნება ფიქრისათვის, თუ მოახერხე როგორმე…….

ჩვენ შევხვდებით ერთმანეთს მიშა შენ სასამართლო პროცესზე, იქ ბევრი ჩემისთანა დედა და მამა მოვა, დაინახავ შვილ მონატრებულ და შენგან სიცოცხლე გამწარებული ადამიანის თვალებს………….”

http://iberiana2.wordpress.com/georgia/saakashvili/#5

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s