Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, მესხეთი, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

ნინო ჭელიძე – ჯანდაცვის სამინისტროს

Posted by iberiana on August 21, 2014


Nino-chelidzeნინო ჭელიძე – ჯანდაცვის სამინისტროს

,,მედიკამენტების თემას რომ მივუბრუნდეთ, ევროპის ბევრ ქვეყანაში სულ უფრო მცირდება იმ წამლების რაოდენობა, რომლების ყიდვაც თავისუფლად შეიძლება. და მაშინაც კი, როდესაც თავისუფალ გაყიდვაშია, პაციენტი ამჯობინებს, რომ ექიმის რჩევით შეიძინოს პრეპარატი,”…

-აბსურდზე კიდევ ერთ აბსურდს ნუ უმატებთ კოლეგებო! როცა თავად ამბობთ, რომ ორგანიზმს უმუშავდება რეზისტენტობა, ცოტა უხერხული ხომ არ არის ,,ერთწლიან რეცეპტებზე ,,საუბარი? თქვენ მოგყავთ ევროპული პრაქტიკის მაგალითები, მე კი, ევროპაში მცხოვრები და მომუშავე ქართველი ექიმი გეუბნებით ქართულ ენაზე: არც ერთმა ჩემმა პაციენტმა არ იცის რა ღირს აფთიაქში წამალი პარაცეტამოლის გარდა, არც ერთმა ჩემმა პაციენტმა არ იცის რა ღირს ექიმთან ვიზიტი, არც ამბოლატორიულად და არც სტაციონარში, არც ერთმა ჩემმა პაციენტმა არ იცის რა ღირს ოპერაცია, რა სახისაც არ უნდა იყოს ის, არც ერთი ჩემი პაციენტის ოჯახის ექიმის სამუშაო ადგილი არ მდებარეობს მოქალაქის საცხოვრებელი ადგილიდან ხუთას მეტრზე შორს, არც ერთ ჩემს პაციენტს არ სჭირდება განმეორებითი რეცეპტისთვის ექიმთან სირბილი, ის უკავშირდება ტელეფონით სპეციალისტს ან ოჯახის ექიმს და ექიმი ავტომატურად აგზავნის რეცეპტს აფთიაქში, იქ მიდის პაციენტი და იღებს წამალს!…

ვინ გირევთ ტვინს ბატონო დავით, ის მაინც გვითხარით, თუ არა და გვიხმეთ და ჩვენ, ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში მომუშავე ქართველი ექიმები აგიწყობთ საათივით დაზღვევის საქმესაც და წამლების მაფიის პრევენციასაც ჩვენვე მივხედავთ თქვენი ხელმძღვანელობით! რატომ გვიკეტავთ კარებს? ვის ეშინია ასე ჩვენი? ჩვენ კონკურენტები არა ვართ, კოლეგები ვართ და მზად ვართ ჩვენი გამოცდილება ჩვენს ხალხს გავუზიაროთ! სიცრუეს და ხალხის მოტყუებას კი უკაცრავად, თვალს ვერ დავუხუჭავ!

ჰააგა. 16 აგვისტო, 2014

სრულად: http://iberiana2.wordpress.com/segm/jandacva/#5

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s