Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, მესხეთი, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

ჰ.პარცინგერის წერილი ოდიშარიას

Posted by iberiana on November 11, 2014


პრუსიის კულტურული მემკვიდრეობის ფონდის პრეზიდენტ პროფ. დოქტ. ჰერმან პარცინგერის წერილი მირიანე ოდიშარიას. 14 აგვისტო 2013 წ.

მე, როგორც გერმანიის უდიდესი კულტურის ინსტიტუტის ხელმძღვანელმა, გადავწყვიტე, გამომეხატა ჩემი შეშფოთება საყდრისში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით. ჩენს ხელთ არსებული ინფორმაციით, საყდრისის მაღაროს, 2006 წლამდე, იცავდა საქართველოს კანონი მემკვიდრეობის შესახებ. ჩემთვის გაუგებარი და სამარცხვინოა, რომ ამ მნიშვნელოვან ძეგლს დღეს სტატუსი აღარ აქვს. კომისიის ანგარიშის ოქმში (N03/08.2013.28.05) ბოლო დროს სამეცნიერო კვლევის შედეგები არ არის სათანადო წესით განხილული. გარდა ამისა, კომისიას კვლევაში რეალურად ჩართული მეცნიერებისგან არ მოუთხოვია მათი ანალიტიკური და სამეცნიერო დასკვნების დოკუმენტაცია. ეს ეწინააღმდეგება ნებისმიერი სამეცნიერი პროცესის წარმოების სტანდარტებს. გამომდინარე იქიდან, რომ საქართველომ მოახდინა ვალეტას კონვერციის რატიფიკაცია, რაც მიზნად ისახავს მისი მოძრავი და უძრავი კულტურული მემკვიდრეობის დაცვას, ქვეყნის ბუნებისა და კულტურის ძეგლებთან ფრთხილი მოპყრობა, აუცილებლად უნდა შედიოდეს სახელმწიფო ინტერესებში.

საყდრისი მსოფლიოს უძველესი ოქროს მაღაროა და შესაბამისად წარმოადგენს არა მარტო საქართველოს, არამედ მთელი კაცობრიობის მემკვიდრეობის უნიკალურ ძეგლს. იგი არ უნდა შეეწიროს უბრალო ეკონომიკურ ინტერესებს. საქართველო ძირითადად ცნობილია მისი არაჩვეულებრივი ბუნებითა და გამორჩეული კულტურული მემკვიდრეობით. ნუ დააყენებთ კითხვის ნიშნის ქვეშ ამ პოტენციალს, რომელმაც დიდი როლი შეიძლება ითამაშოს თქვენი ქვეყნის ახალი მომავლის მშენებლობაში. საქართველოს რეპუტაცია მნიშნელოვნად დაზარალდება მსოფლიოში ცნობილი ასეთი პრესტიჟული ძეგლის განადგურების შემთხვევაში, რომელიც მდებარეობს არხულოს ნეოლითურ ძეგლსა და დმანისის გამორჩეულ პალეოლითურ ძეგლს შორის არსებულ მნიშვნელოვან არქეოლოგიურ ბილიკზე…

სრულად: https://iberiana.wordpress.com/iberiana/sakdrisi/#2-1

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s