Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, მესხეთი, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

სოფო კილასონია – საყდრისი

Posted by iberiana on December 10, 2014


sofo-kilasoniaსოფო კილასონია – საყდრისი, საზოგადოებრივი მოძრაობა, დანაშაული…

საყდრისი-ყაჩაღიანის უძველეს ოქროს მაღაროს ეროვნული კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი 2006 წელს მიენიჭა. საბადოზე მომუშავე კერძო კომპანია სხვადასხვა დროს სხვადასხვა მექანიზმებით ცდილობდა, რომ სახელმწიფოს ძეგლის სტატუსი მოეხსნა. დასაყრდენიც ყველა ხელისუფლების დროს ჰყავდა. გვარებს რა ჩამოთვლის, ან რისთვის… თუმცა მცდელობები მცდელობებად რჩებოდა, რადგანაც საქართველოს კულტურის სამინისტროში არსებული მეცნიერთა არქეოლოგიური საბჭო, რომელსაც საქართველოს კულტურული მემკვიდორების შესახებ კანონის ძალით ენიჭებოდა იმ რეკომენდაციების გაცემა, რომლის საფუძველზეც საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრს შეეძლო ნებისმიერი ძეგლებითვის სტატუსის მოხსნა და მინიჭება, კერძო კომპანიის მოთხოვნას არ თანხმდებოდა.

“არემჯი გოლდი” მზად იყო 2 მილიონი გადაეხადა იმ კვლევისთვის, რომელიც დაასაბუთებდა ძეგლის “უმნიშვნელობას” და გამოიწვევდა სტატუსის მოხსნას. ამ ტიპის შეთავაზება მან საქართველოს ეროვნული მუზეუმის არქეოლოგიურ ცენტრს კიდეც შესთავაზა, რაზეც უარი მიიღო. მეცნიერების სურვილი თუნდაც რომ ყოფილიყო, ეროვნული მუზეუმი უფლებამოსილი არ იყო სტატუსი შეეცვალა. საბედნიეროდ საქართველოში კულტურულ მემკვიდორებას იცავს კანონი კულტურული მემკვიდრეობის შესახებ (რომელში შესატანი ცვლილებებიც ამ მთავრობამ უკვე მოამზადა და ჯერჯერობით ვერ ბედავს განხორციელებას), სადაც ნათლად წერია, რომ კულტურის მინისტრს ძეგლისთვის სტატუსის მინიჭება ან მოხსნა შეუძლია მხოლოდ და მხოლოდ სამინისტროში არსებული არქეოლოგიური საბჭოს რეკომენდაციის საფუძველზე. კანონშჲ ისიც არის აღნიშნული თუ რომელი სპეციალიზაციის მეცნიერ-მკვლევარები უნდა შედიოდნენ საბჭოში. როცა “არემჯი გოლდის” ხელმძღვანელობა გაერკვა ამ საკითხებში, “მუშაობა” და “თანამშრომლობა” საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსთან განაახლეს და უკვე მინისტრ გ. ოდიშარიას მიერ სამინისტროში არსებული არქეოლოგიური საბჭოს გადაწყვეტილებები იგნორირებული გახდა, მეტიც, საბჭო დაშალა და მინისტრმა 2013 წელს ძეგლს სტატუსი მოუხსნა….

სრულად: https://iberiana.wordpress.com/iberiana/sakdrisi/#40

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s