Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, მესხეთი, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

ეროვნულ ბანკს ჰყიდიან

Posted by iberiana on მარტი 1, 2015


Tea_Lakirbaiaთეა ლაკირბაია – ეროვნულ ბანკს ჰყიდიან

ჩემო კარგო სამშობლო…
წავიკითხე: ხელისუფლება ჰყიდის ქართველი ხალხის კუთვნილ, სხვადასხვა შენობას, რომელთა შორის ერთ-ერთია საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი შენობა… ვინაიდან ბანკები დახურული დაწესებულებებია, ადამიანთა ძალიან მცირე ნაწილია ჩახედული მათ თავისებურებებში… მე ცხოვრებამ ბედად მარგუნა და ამაყი ვარ, რომ ვმუშაობდი სახელმწიფო ბანკში ხელმძღვანელ თანამდებობაზე. ამას იმიტომ მოგახსენებთ, რომ მინდა დავამტკიცო, შიგნიდან ვიცნობ ამ შენობას და გაგაცნობთ მის უნიკალურობას…

შენობის მთავარი ნაწილი აშენებულია ორი საუკუნის წინ. აქ უმუშავია ილია ჭავჭავაძეს, აქვე დგას მისი სამუშაო მაგიდა (ამჟამად მუზეუმში…). შენობას აქვს უნიკალური საცავი, რომლის ანალოგი, ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებიდან, მხოლოდ ლატვიაშია (რიგაში). ჩვენთან ინახებოდა საბჭოთა კავშირის ქონების უდიდესი ნაწილი (ამ საცავის მაღალი სანდოობის გამო), მათ შორის რუსეთის მეფის, ნიკოლოზის დროს გამოშვებული ბაჯაღლო ოქროს მონეტები, რომელსაც კუბური მეტრებით ვითვლიდით (დაფასოებას თავისი წესები ჰქონდა). საცავს, ატომური ბომბი თუ არ გამოიყენეს, ვერაფერი ააფეთქებს. მისი შიდა ნაწილი დამზადებულია იტალიაში და აწყობილი – გერმანიაში, მსოფლიოს ქურდები რომ მოგროვდეს და სამივე გასაღები მისცენ, კარებს ვერ გააღებენ, მას ისეთი საიდუმლო აქვს (მე ოთხი წელი მებარა ერთი გასაღები). გარდა ამისა, მთავარ დარბაზში ჰკიდია (ეკიდა) ერთ ტონამდე წონის, ამერიკის ნაჩუქარი, 200 წელზე მეტი ხნოვანების ბროლის ჭაღი. მთავარი შენობა გადახურულია ერთიანი სახურავით, რომლის შეკეთება (ალბათ არასოდეს დასჭირვებია შეკეთება, მე მისი შეკეთების საჭიროება არ მინახავს), ან ჩამოღება (?!) შესაძლებელია მხოლოდ შვეულმფრენზე გამობმით, რომ ერთიანად ასწიონ… ეს შენობა მდებარეობს ლეონოძის 3 ნომერში (ყოფილი კიროვის ქუჩა #3/5). მთავარი შენობის უკანა მხარე, რომელიც ეზოშია განფენილი საკმაოდ დიდ ტერიტორიაზე, მიშენებულია საბჭოთა კავშირის დროს და ის უნიკალურობით არ გამოირჩევა…

ასეთია ამ შენობის მოკლე დახასიათება… მე ძალიან მიკვირს, ვინ უნდა იყიდოს და გამოიყენოს ასეთი შენობა? ან იციან მისი შიდა მოწყობის თავისებურებები? უცხოელები თავიანთ საგანძურს, ალბათ, აქ არ ჩამოიტანენ შესანახად, ადგილობრივი თუ შეიძენს და ბანკი არ იქნება, ვერც გამოიყენებს, დანგრევა შენობის ფასზე მეტი დაუჯდება…
არ ვიცი, მისი გაყიდვისა და შემოსული თანხის გახარჯვის შემდეგ, რა დაგვრჩება უფრო ღირებული, ან თუნდაც მისი ტოლფარდი?!.

მე გული მიკვდება…
ჩემო კარგო სამშობლოვ, შენ?!.

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s