Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, მესხეთი, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

მიმართვა დეპუტატებს

Posted by iberiana on March 3, 2015


sakdrisi-parlamentiსაყდრისის გადარჩენის საზოგადოებრივი კომიტეტის მიმართვა

საქართველოს პარლამენტის დეპუტატებს

 

დეპუტატებო,

„საყდრისის გადარჩენის საზოგადოებრივმა კომიტეტმა“ 2015 წ. 26 იანვარს მოგაწოდათ ამომწურავი ინფორმაცია საყდრისის – მსოფლიოში აღიარებული ოქროს უძველესი მაღაროს შესახებ (მასალა გადმოგეგზავნათ პარლამენტის საიტზე მითითებულ თქვენს ელექტრონულ მისამართებზე). ხოლო, „ ქართული ოცნებისა“ და „მრეწველების“ ფრაქციების წევრებს 2015 წ. 16 თებერვალს დამატებით დაურიგდათ მიმართვა, სადაც კიდევ ერთხელ შევახსენებთ, რომ პატივი სცენ პარლამენტის გადაწყვეტილებას საყდრისის თაობაზე საგამოძიებო კომისიის შექმნის მიზანშეწონილობას და დასამტკიცებლად წარმოადგინონ კანდიდატები.

საყდრისის უძველესი ოქროსმომპოვებელი მაღაროს აფეთქებითა და მიზანმიმართული ნგრევით, რომელიც დღესაც მიმდინარეობს, საქართველოს მთავრობამ უხეშად დაარღვია არა მარტო საქართველოს მორალური და ისტორიული, არამედ ზოგადსაკაცობრიო ღირებულებები. შეილახა საქართველოს, როგორც კულტურული და ცივილიზებული ქვეყნის პრესტიჟი მსოფლიოში და, რაც კიდევ უფრო მძიმე დანაშაულია, დაირღვა საქართველოს ძირითადი კანონი, საქართველოს კონსტიტუციის ყველა დებულება, რომელიც იცავს საქართველოს კულტურულ მემკვიდრეობას, კერძოდ, საქართველოს კონსტიტუციის 34 მუხლის 1 და მე-2 პუნქტი, 37 მუხლის მე- 3 და მე- 4 პუნქტები. საყდრისის განადგურებით წაიშლება ჩვენს მიწაზე არსებული უძველესი ცივილიზაციის კვალი, ადგილობრივი მოსახლეობა კი დაკარგავს სიცოცხლისუნარიანი ეკონომიკური განვითარების უდიდეს რესურსს, საქართველოში მოისპობა კულტურული და სამეცნიერო ტურიზმის განვითარების უმნიშვნელოვანესი შესაძლებლობა, დიდი საფრთხის წინაშეა საქართველოს პრესტიჟი, ის გადაიქცევა ქვეყნად, რომელიც თალიბების, ისლამური სახელმწიფოსა და სხვა ექსტრემისტულ–ტერორისტული ბანდების მსგავსად საკუთარ ტერიტორიაზე ანადგურებს მსოფლიო მნიშვნელობის კულტურულ მემკვიდრეობას, ამ ქმედებით საქართველო არღვევს ყველა უმნიშვნელოვანეს საერთაშორისო შეთანხმებას კულტურის დარგში, ირღვევა ორჰუსის კონვენციის მე-6 მუხლი, ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია (1948), ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ უფლებათა საერთაშორისო პაქტი (1966) და სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა საერთაშორისო პაქტი (1966), 1972 წლის კონვენცია მსოფლიო ბუნებრივი და კულტუურლი მემკვიდრეობის დაცვის შესახებ.

პასუხისმგებლობა საყდრისის განადგურების გამო, ადრე თუ გვიან, უპირველეს ყოვლისა დაეკისრება არა მხოლოდ იმ ჩინოვნიკებს და მეცნიერებს, რომელთა ხელშეწყობით მოიხსნა ძეგლის სტატუსი და მოხდა მისი ნგრევა, არამედ თქვენც, დეპუტატებს, რომლებიც ქმედებით ან უმოქმედობით ეწინააღმდეგებით საყდრისზე ნგრევა-აფეთქებითი სამუშაოების შეჩერებას და საგამოძიებო კომისიის შექმნას. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოვითხოვთ, უზრუნველყოთ დემოკრატიის ძირითადი პრინციპის – კონსტიტუციით გარანტირებული ძირითადი უფლებებისა და სახელმწიფო კანონების უზენაესობის პრინციპის დაცვა. იმედი გვაქვს, რომ თქვენ, საქართველოს პარლამენტის წევრები, ღირსეულად შეასრულებთ თქვენს მოვალეობას და აქტიურად დაუჭერთ მხარს საყდრისის დასაცავად მიმართულ ღონისძიებებს.

2015 წლის 2 მარტს სასამართლოს მიერ დადგენილ იქნა საყდრისისთვის ძეგლის სტატუსის მოხსნის უკანონობა, ამავე დროს გრძელდება საყდრისის ნგრევა, კულტურის სამინისტრო კი მხარს უჭერს ამ უკანონო ქმედებას.

მსოფლიო მნიშვნელობის უნიკალური კულტურული ძეგლის – საყდრისის შენარჩუნებისათვის ასეთ გადამწყვეტ მომენტში განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნა, რისთვისაც ყოველი თქვენთაგანის ხმა ძალზედ ღირებულია. გადაწყვეტილების მისაღებად საჭიროა 76 ხმა. ჩვენს მიერ პარლამენტარებთან ჩატარებული წინასწარი კონსულტაციებიდან გამომდინარე გაირკვა, რომ ეს რაოდენობა თავისუფლად გროვდება, მაგრამ ამისთვის საჭიროა, ყოველი მომხრე პარლამენტარის დასწრება და მხარდაჭერა.

იმედი გვაქვს, რომ ყოველი თქვენგანი იმოქმედებთ ამ გადაწყვეტილების მნიშვნელობიდან გამომდინარე და ხმას მისცემთ პარლამენტის საგამოძიებო კომისიის წევრების წარდგენა-დამტკიცებას.

პატივისცემით,
საყდრისის გადარჩენის საზოგადოებრივი კომიტეტი

2.03.2015 წ.

One Response to “მიმართვა დეპუტატებს”

  1. guliko said

    სახვეწარიც არ გაგვიხდა……..
    ეს ის ხალხი არ არის, რომეიც თავს გვაწონებდა ქართველურობით, პატრიოტიზმით და მომზადებულობით ქვეყნის მართვისა და გადარჩენისა უცხო ტომთა და მტერტაგან…..!!!
    ეხლა კი რა გამოდის – თურმე გაგებაში არ არიან , რა არის კულტურული ძეგლი…რატომ აღიმაღლა ხმა საზოგადოებამ…
    ინტერესსაც არ იჩენენ, თვითონ საკუთარი ინიციატივით გაარკვიონ ხალხში მღელვარების გამომწვევი მიზეზი……!!!
    სახვეწარიც გაგვიხადეს -იქნებ შექმნან კომისია და…………………………..

    ეს ხელისუფლება გადაყვება საყდრისს………….!!!
    საყდრისი ?!!! – ჩემია, შენია, ჩვენია, ჩემი და შენი წინაპრების. ჩემი და შენი შთამომავლობისაა უკუნითი უკუნისადმე … !!!
    ქ ა რ თ ვ ე ლ ე ბ ი ს, საქარტველოს ისტორიის, მისი დიდების და გამორჩეულობის ნიშანსვეტია.!!!|
    ვინ ხარ შენ ??? შ ე ე ნ !!!
    ვინ მოგცა უფლება ერის , ქვეყნის საკუთრება შენი ნებით განკარგო…..!!!

    Like

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s