Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, მესხეთი, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

საყდრისის გამქრალი დოკუმენტების კვალდაკვალ

Posted by iberiana on March 3, 2015


11046483_10205239702688647_580736477228401742_n[1] საყდრისის გამქრალი დოკუმენტების კვალდაკვალ

საყდრისის ამბით დაინტერესებულ საზოგადოებას კარგად მოეხსენება, რომ 2013 წლის 5 ივლისს კულტურის მინისტრმა  ოდიშარიამ საყდრისს გაუუქმა 2006 წელს მინიჭებული ძეგლის სტატუსი. ამის  ერთერთი მიზეზი იყო კულტურის სამინისტროში და მეცნიერებათა აკადემიაში  ძეგლის მინიჭებისათვის საჭირო დოკუმენტაციის არარსებობა. მათი მტკიცებით საყდრისზე 2007 წელს დაიწყო გერმანულ-ქართული ექსპედიცია, და შესაბამისად 2006-წელს ირინე ღამბაშიძე ვერ ჩააბარებდა კულტურის სამინისტროში საჭირო ანგარიშებს.

საყდრისის გადარჩენის კომიტეტის წევრმა ბესო ბოგველმა, კულტურის სამინისტროდან “აორთქლებულ” დოკუმენტებს ვერა, მაგრამ მიაგნო ოფიციალურ გამოცემებს, საიდანაც დგინდება არქეოლოგ ირინე ღამბაშიძის  მტკიცება, რომ არსებობდა   2004-2005 წლების ანგარიშები:.

I. ქრონიკა. არქეოლოგიური კვლევის ცენტრი. 2005 წელი. გვ. 225, სადაც ვკითხულობთ:
“26 აპრილი-3 მაისი. ტრადიციული საანგარიშო სესია 2004 წელს ჩატარებული საველე-არქეოლოგიური კვლევა-ძიების შესახებ. მოხსენებები:… ირ. ღამბაშიძე, ა. ჰაუპტმანი (ბოხუმი) – ახლადგამოვლენილი ოქროს მოპოვების უძველესი კერა ქვემო ქართლში (ბოლნისი, სოფ. საყდრისი) და რადიოკარბონული თარიღების უახლესი მონაცემები.”

II. 2005 წ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ოთ. ლორთქიფანიძის არქეოლოგიის ცენტრის სამეცნიერო ჟურნალი “ძიებანი საქართველოს არქეოლოგიაში“, N17-18. გვ. 235.

“საყდრისში (ბოლნისის რაიონი) 2005 წაგვისტო-სექტემბერში განხორციელდა სამთო-არქეოლოიური საველე საძიებო სამუშაოები აკად. ოთ. ლორთქიფანიძის სახელობის არქეოლოგიური კვლევის ცენტრისა და გერმანიის ქ. ბოხუმის სამთო მუზეუმის ერთობლივი სამეცნიერო-სასწავლო პროექტით – “არქეომეტალურგია და სამთო არქეოლოგია საქართველოში” ფოლკსვაგენის ფონდის დაფინანსებით. საველე სამუშაოებს ხელმძღვანელობდა ი.მ.კ. ირ. ღამბაშიძე, ექსპედიციაში მონაწილეობას იღებდნენ გერმანული მხარიდან – პროფ. ანდრეას ჰაუპტმანი (პროექტის ხელმძღვანელი). სამთოარქეოლოგი პროფ. ტომას შტოლნერი, ქიმიკოსი დოქტორი მიხაელ პრანგე, ტოპოგრაფი  გერო შტეფენსი, მარბურგისა და ბოხუმის რურის უნივერსიტეტის სტუდენტები პეტერ ტომასი, ფრანკა შველნუსი, ტორსტენ რაბსილბერი, იუტა კოსსმაიერი, მარგრეტ და ფრენკ იენსები. სამთო არქეოლოგიური სამუშაოების შედეგად გამოვლენილია უძველესი ოქროს მადნის გამონამუშევარი. მაღაროებში მიპოვებული განათხარი მასალებისა და ნახშირის ნიმუშების რადიონახშირბადის დათარიღების საფუძველზე ძეგლი ძვ.წ. IV-III  ათასწლეულების მიჯნას ანუ მტკვარ-არაქსულ პერიოდს განეკუთვნება. ანალიზები შესრულდა ჰაიდელბერგის მეცნიერებათა აკადემიის მსოფლიო ფიზიკის ინსტიტუტის ლაბორატორიაში.”

ამრიგად, ანგარიშები და ყველა საჭირო დოკუმენტი არსებობდა, რის საფუძველზეც საყდრისს 2006 წლის 30 მარტს, მაშინდელი კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის ბრძანებით №3/133 ობიექტს მიენიჭა უძრავი ძეგლის სტატუსი.

2006 წლის 17 ივლისის, კულტურისა და ეკონომიკის მინისტრების ერთობლივი ბრძანების №3/225-N1-1/616 საფუძველზე ობიექტს დაუდგინდა არქეოლოგიური დაცვის ზონა.

2006 წლის 7 ნოემბერს, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით №665 ობიექტს მიენიჭა ეროვნული კატეგორია.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s