Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, მესხეთი, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

მამულიშვილთა საყურადღებოდ!

Posted by iberiana on March 10, 2015


ზვიადიეროვნულ-პატრიოტთა, ანუ ჩვენი სამშობლო საქართველოს ჭეშმარიტ მამულიშვილთა საყურადღებოდ!

facebook-ზე შექმნილია გვერდი “სახლი ბეიკერ-სტრიტზე”, რომელსაც პროფილად უდევს პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას ფოტო ყალბი ციტატით – “ყველაზე უკანასკნელი რუსი სუკის ჯაშუში მირჩევნია ყველაზე დემოკრატ ამერიკელს!” და ზვიადის ყალბი ხელმოწერით. ეს მკრეხელური ფოტო-მონტაჟი ეკუთვნის კანადაში მცხოვრებ წმ. ილია მართლის საზოგადოების ყოფილ წევრს დაჩი ჩაჩანიძეს, რომელიც ფეისზე “დაჩი ქართველი”-ს ფსევდონიმითაა შემოსული, ხან კი “ირაკლი ქართველიშვილის”  სახელითაც, ხოლო ამჯერად კი, პარალელურად, შეუქმნია გვერდი სახელწოდებით “სახლი ბეიკერ-სტრიტზე”! ფოტო ინტერნეტში გავრცელდა 2013 წელს, მე მაშინვე გავიზიარე ფოტო ჩემი კრიტიკული პოსტით და დავიწყე ძიება ამ ყალბი წარწერის ავტორისა, რაზედაც გამომეხმაურა დაჩი:
“ლეილა, ეს ჩემი გაკეთებული სურათია.
რა არ მოგეწონათ, ან ტყვილი რა ნახეთ მანდ?!”
მე მოვთხოვე მას წაეშალა ეს ყალბწარწერიანი ფოტო, მაგრამ მან ჩემი სამართლიანი მოთხოვნა არ აღასრულა, რის გამოც ჩემი გაზეთით ვამხილე იგი (პასუხი დაჩი ქართველისადმი იხ. გაზ. “განმათავისუფლებელი“ N35, გვ. 19, 2013 წელი  https://iberiana2.files.wordpress.com/2013/03/n35.pdf) და გავაუქმე მასთან ვირტუალური მეგობრობაც.

dachi_chachanidze

დაჩი ქართველი (ჩაჩანიძე)

დაჩი ქართველი (ჩაჩანიძე), რომელიც გვარ-სახელით, დაბადების თარიღითა და ჰაბიტუსითაც ინიღბება, როგორც სპეცსამსახურების ყველა საიდუმლო პირი, ემიგრირებულია კანადაში და დიდი ალბათობით თანამშრომლობს რუსეთის კგბ-სთან. იგი თითქმის ყოველ წელს თავისუფლად ჩამოდის საქართველოში, სავარაუდოდ, სპეცდავალებებით და კონტაქტობს რუსული ორიენტაციის პოლიტიკურ ძალებთან. 2013 წლის საპარლამენტო არჩევნებში იგი კონსულტანტად მივლენილი იყო ფსევდო-“თავისუფალი საქართველოს” ლიდერ კახა კუკავასთან, რომელმაც ჯაშუშური საქმიანობის ეჭვით, მოგვიანობით შეწყვიტა მასთან თანამშრომლობა.
ამჯერად დაჩი ქართველი მჭიდროდ თანამშრომლობს ყოფილ საპრეზიდენტო კანდიდატთან და პოლიტიკური ორგანიზაცია “ქართული იდეა”-ს ლიდერ ლევან ჩაჩუასთან, რომელიც ტელეკომპანია “კავკასიაში” ამ ტელეკომპანიის ხელმძღვანელობის მხრიდან განხორციელებული პროვოკაციის შედეგად 4-წლიან პატიმრობაში იყო.

ეროვნულ მოძრაობასა და ზვიად გამსახურდიას ეროვნულ ხელისუფლებაშიც 90-იან წლებში მრავალი კგბ აგენტი იქნა ჩანერგილი, რომელთა ღია თუ ფარული შეთქმულების შედეგია დღევანდელი საქართველო ტოტალური კატასტროფული მდგომარეობით

დაჩი ქართველისა და მისი გვერდის “სახლი ბეიკერ-სტრიტზე”, ჩემი სამეგობრო წრიდან, ბევრი საერთო მეგობარი აღმოვაჩინე…
ფრთხილად, მეგობრებო!!!

ლეილა ცომაია

Advertisements

One Response to “მამულიშვილთა საყურადღებოდ!”

  1. Leila Tshomaia said

    გვერდი “სახლი ბეიკერ-სტრიტზე” -მ, ჩვენი აქტიური პროტესტის შემდგომ ბატონი ზვიადის ეს მკრეხელურწარწერიანი ფოტო მალევე მოხსნა თავისი პროფილიდან და მის ნაცვლად ფილმ “ჯარისკაცის მამიდან” სერგო ზაქარიაძის ფოტო დააყენა. პირად მიმოწერაში მე მას მოვთხოვე ყველა საიტიდან წაშალოს ფოტო და აღარასოდეს ისპეკულიროს ზვიადის სახელით!

    Like

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s