Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, მესხეთი, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

საყდრისის გადარჩენის კომიტეტის განცხადება

Posted by iberiana on April 4, 2015


11130005_10202903746469268_3227541_n[1]

03.04.2015

უპასუხისმგებლო, ანტისახელმწიფოებრივი დივერსია,” – ასე შეაფასა პრემიერ-მინისტრმა ბოლნისში საყდრისის საბადოს ირგვლივ განვითარებული მოვლენები.

პრემიერი ამ საკითხით სამართალდამცველების დაინტერესებას ითხოვს.

„მე ვიცი, რომ დიდი პრობლემა შეექმნა ბოლნისში RMG კომპანიას, სადაც მუშაობს 3 ათასი ოჯახი. მთელი ბოლნისის რაიონი დამოკიდებულია ამ კომპანიის მუშაობაზე. ეს არის ყოვლად უპასუხისმგებლო დამოკიდებულება და მე ვიტყოდი, ანტისახელმწიფოებრივი, ჩვენი მოქალაქეების წინააღმდეგ მიმართული ქმედება. რაც მოხდა ბოლნისის საწარმოსთან მიმართებით, ეს არის პირდაპირი დივერსია და ამით უნდა დაინტერესდნენ სამართალდამცველი ორგანოები,” – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

http://rustavi2.com/ka/news/13247

***

საყდრისის გადარჩენის საზოგადოებრივი კომიტეტის განცხადება

პრემიერ ღარიბაშვილის განცხადებასთან დაკავშირებით

გუშინ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სამართალდამცავებს საყდრისის მცველების დივერსიული საქმიანობით დაინტერესებისკენ მოუწოდა.

ჩვენ თავად უკვე ერთი წელია ვითხოვთ, საყდრისთან დაკავშირებული უამრავი დანაშაულებრივი ფაქტის გამოძიებას.

ჩვენი აზრით დივერსია, რომელიც განხორციელდა საყდრისის აფეთქებით წამოადგენს ქართული სახელმწიოფოებრიობის წინააღმდეგ მიმართულ ვანდალურ აქტს.

დივერსია არის:

  1. უფასოდ გაცემული ლიცენზია სპილენძისა და ოქროს მოპოვებაზე, ღირებულებით 50-60 მლნ ლარი
  2. უკონტროლოდ გატანილი ოქრო, სპილენძი და კიდევ 9 იშვიათი ლითონი, რომელთა რაოდენობა აღრიცხულია სახელმწიფოს მარაგებში, ღირებულებით რამდენიმე ასეული მლნ. ლარი;
  3. მთელი საქართველოს მაშტაბით ეკოლოგიური კატასტროფის კერის შექმნა და მოსახლეობის გენოციდი, რაც ეკონომიკური ციფრებით გამოიხატება ასეული მილიონი ლარით, რომელიც ონკოდაავადებების სამკურნალოდ იხარჯება;
  4. აღარაფერს ვამბობთ იმ ზიანზე, რაც მიადგა ჩვენს საერთაშორისო პრესტიჟს, საყდრისის აფეთქებამ საქართველო დააყენა მსოფლიოში ცნობილი ვანდალების: თალიბანების და სხვა ბოროტმოქმედების გვერდით და ა.შ.

ჩვენ აქამდეც არაერთი წერილი მიგვიწერია პრემიერის, პარლამენტის თავმჯდომარის, და სხვა მაღალი თანამდებობის პირებისთვის ამ საკითხების მეცნიერებთან ერთად განსახილველად, ამიტომ ვღებულობთ ამ გამოწვევას და იმედი გვაქვს საყდრისთან დაკავშირებით გამოძიებულ იქნება ყველა ეს საკითხი.

მოვუწოდებთ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს, რათა საჯაროდ იქნას განხილული ამ დივერსიების ყველა ასპექტი, ხოლო პრემიერ-მინისტრს მოვუწოდებთ საყდრისის მცველებისადმი წამოყენებული ბრალდებების დაუსაბუთებლობის შემთხვევაში მოიხადოს ბოდიში.

04.04.2015

***

maia-sakhokiaმაია სახოკია

ფანტასტიურად თავხედური და პირადად ჩემთვის გამაოგნებელი, მოულოდნელი დემაგოგიით, ღარიბაშვილი კაზრეთის მოწამლულ-ჩაგრული მოსახლეობის რაღაც არარსებული 3000 ოჯახით, ვინც თურმე მონსტრ არემჯის ”გაუბედნიერებია”, ხოტბას ასხამს საყდრისის განადგურებას, აფეთქებას, ნგრევას! ამ ერთადერთი დემაგოგიური, გაცვეთილი გაღლეტილი ”არგუმენტით” პრემიერი სამწუხაროდ და სამგლოვიაროდ, დივერსანტებად ნათლავს საყდრისის დამცველებს კი არა მარტო, (ჯერ რა ტერმინოლოგიაა!) არამედ ჩვენს იმედს, უახლეს სასამართლოს, და იმ მოსამართლეებს, ვინც კანონიერად საყდრისის სასარგებლო დასკვნებს აკეთებენ! უფრო მეტიც: პრემიერი ემუქრება მათ აშკარად და დაუფარავად! იხილეთ მისი ტერმინოლოგია, თმები ყალყზე დგება!

ბატონი ღარიბაშვილი და ოცნებაც მთლიანად, ალბათ, დიქტატურისკენ მიექანება! ვაიპრემიერის ბოლო განცხადებებით მან ხაზი გადაუსვა ყოველივე კარგს, რაცკი მართლა გაუკეთებია ამ მთავრობას. საყდრისი ისედაც ფარავს ყველაფერს, და განცხადებებით საბოლოოდ გამოტანილია ღარიბაშვილის და მთელი ოცნებების განაჩენი! პირადად ჩემთვის, როგორც ერთი მოქალაქისთვის ეს ასეა: ჩემს თვალში მან/მათ განაჩენი გამოუტანეს თავისთავს!

პრემიერი დაემუქარა ახლადარჩეულ ჩვენს საიმედო ნინო გვენეტაძეს! ვნახოთ, რას იზამს ეს ქალბატონი, რა გზას დაადგება და რა პასუხს გასცემენ ის და თავისუფალი მოსამართლეები ასეთი დაუფარავი მუქარისთვის და ზეწოლისთვის! მაგრამ ყველა შემთხვევაში, განაჩენი გამოტანილია და ჯვარია დასმული. არემჯის ფერებას და ახლადამოსუნთქულ სასამართლოს გადაყვებიან ივანიშვილ-ღარიბაშვილის ვაიმმართველები, რაც ცხადია სამწუხაროა და არა გასახარელი.

მთელმა მსოფლიომ გაიგო უკვე, რომ ოქროზე მეტად საყდრისში მათ აინტერესებთ სტრონციუმი! აგრეთვე კადმიუმი და თეზიუმი! ამაზე კრინტს არ ძრავს პრემიერი და ნაცქოცარხები! ამ დროს კი ბოხუმში საყდრისის ვირტუალური მუზეუმი ეწყობა, სადაც მერე ვივლით ვირტუალური ჩვენი ძეგლის სანახავად! აი ამას ჰქვია უბედურებაც და სირცხვილიც. ნეტა გადაყვნენ მაგ სტრონციუმს ყველანი.

ჯერჯერობით კი მოვუწოდებ ნინო გვენეტაძეს და მოსამართლეებს, დაიცვან ქართული სასამართლოს და თავისი ღირსება და ჯეროვანი პასუხი გასცენ ვაიპრემიერის უტიფარ მუქარა-შეურაცხყოფებს, ცილისწამებებს, იარლიყების მიკერებას და განცხადებებს! ახლა გამოჩნდება რამდენად გაიზარდა ჩვენი სასამართლო.

5.04.2015

Advertisements

2 Responses to “საყდრისის გადარჩენის კომიტეტის განცხადება”

  1. განცხადებას რტომღაც აკლია ერთ ერთი მთავარი მოთხოვნა RMG-ის წარმომავლობის შესწავლა, მისი საყდრისში შემოყვანის პროცესის გამოძიება და RMG-ის რეალური მფლობელი ქართული მხარის ვინაობის და გვარების დადგენის მოთხოვნა…

    Like

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s