Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, მესხეთი, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

გამოხმაურებები ღარიბაშვილის განცხადებასთან დაკავშირებით

Posted by iberiana on April 5, 2015


გამოხმაურებები პრემიერ ღარიბაშვილის მიერ 3 აპრილს საყდრისის გადარჩენის საზოგადოებრივი კომიტეტის მიმართ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით

***
“ირაკლი ღარიბაშვილი ტერორისტია,” – ნინო გოგუაძე

03-04-2015

nino_goguadze“ირაკლი ღარიბაშვილი ტერორისტია,” – ეს განცხადება თავისუფალი დემოკრატების წევრმა დეპუტატმა ნინო გოგუაძემ საყდრისის საკითხზე საუბრისას გააკეთა.

გოგუაძეს მიაჩნია, რომ პრემიერ-მინისტრმა საქართველოს და მსოფლიოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის აფეთქებას შეუწყო ხელი და ჩაიდინა უდიდესი დანაშაული.

“სხვის დივერსიაზე ლარპარაკობს ადამიანი, რომელიც თავად არის ეჭვმიტანილი ტერორისტულ აქტში. ამ მთავრობამ და პრემიერ-მინისტრმა ჩაიდინეს ტერორისტული აქტი მსოფლიო კულტურის წინაშე. ის არ აძლევს საშუალებას უმრავლესობის წევრ დეპუტატებს, შექმნან საგამოძიებო კომისია,” – აცხადებს დეპუტატი ნინო გოგუაძე.

http://rustavi2.com/ka/news/13253

***

სოსო ცისკარიშვილი: ვისაც კულტურულ მემკვიდრეობას დოლარი ურჩევნია, ქართულ საზოგადოებაში მყარი საყრდენი ვერ ექნება

2015-04-03

1510ciskarishvili2[1]„ვისაც კულტურულ მემკვიდრეობას დოლარი ურჩევნია, მას დიდხანს ვერ ექნება მყარი საყრდენი ქართულ საზოგადოებაში“, – ასე ეხმაურება ექსპერტი სოსო ცისკარიშვილი კომპანია „RMG Gold” –თან დაკავშრებით პრემიერ–მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას.

როგორც ცისკარიშვილი „ექსპრესნიუსთან“ საუბარში ამბობს, პრემიერი თუ საყდრისთან დაკავშირებით სამართლიანობის დარღვევაზე საუბრობს, გამართულ დისკუსიაში მონაწილეობა უნდა მიეღო.

თუმცა, მისივე შეფასებით, ღარიბაშვილს ამ თემის ირგვლივ დისკუსიაში „წარმატების მიღწევა“ გაუჭირდებოდა.

„ამ საკითხში ვერ დავეთანხმები პრემიერ–მინისტრს. მართალ ადამიანს ძალიან მარტივად შეუძლია საკუთარი სიმართლის დადგენა. მაგრამ თუ სამართლიანობის დარღვევაზე აგებს თავის ფრაზეოლოგიას, მაშინ კეთილი უნდა ინებოს და მიიღოს მონაწილეობა იმ დისკუსიაში, რომელიც დიდი ხნის მანძილზე მიმდინარეობს ქვეყანაში. ნათქვამია, ასჯერ გაზომე, ერთხელ გასჭერიო. მაგრამ როდესაც ერთი დღის განმავლობაში ქვეყანაში ტრიალდება ოფიციალური გადაწყვეტილებების კორიანტელი და სასამართლოსგან დაუკითხვაად… აბუჩად იგდებს მის გადაწყვეტილებას, ცხადია ქვეყანას, მის სახელმწიფოებრიობას, შეკოწიწებულ დემოკრატიას ბევრად მეტი ზიანი ექნება. გამომდინარე იქიდან, რომ იმ ტერიტორიის ძალიან მცირე მონაკვეთზეა საუბარი, სადაც შესაძლოა, ამ კომპანიამ იმოქმედოს, რატომღაც მაინცდამაინც იმ მცირე ტერიტორიაზე აქვთ მიტანილი იერიში, რომელიც მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტებისა და მათი სპეციალისტების რწმუნებით, რეალურ ისტორიულ, კულტურულ სიმდიდრეს წარმოადგენს და არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნისთვის. ვისაც დოლარი ურჩევნია კულტურულ მემკვიდრეობას, მას დიდხანს ვერ ექნება მყარი საყრდენი ქართულ საზოგადოებაში“, – აღნიშნა ცისკარიშვილმა.

მან აქვე დასძინა, რომ პრემიერ–მინისტრი არა მხოლოდ აღმასრულებელი ხელისუფლებას, არამედ საკანონმდებლო ორგანოსაც ხელმძღვანელობს.

რადგან, ცისკარიშვილის თქმით, პარლამენტში საყდრისთან დაკავშრებით დროებითი საგამოძიებო კომისია ჯერ კიდევ არ არის შექმნილი.

„ეს მინიშნება კიდევ ერთხელ გვარწმუნებს, რომ პრემიერ–მინისტრი არა მხოლოდ აღმასრულებელი ხელისუფლების, არამედ საკანონმდებლო ხელისუფლების, უმრავლესობის აზრთა გამრიგეც გახლავთ და ადვილად გამოსაცნობია ის განწყობები და პირში ჩავარდნილი ენა, როცა ამ საკითხის გარშემო დადუმებულია საპარლამენტო უმრავლესობა, ერთხელ მიღებულ გადაწყვეტილებაზე უარს ამბობს და კომისიის შექმნას არ აპირებს“, – განაცხადა სოსო ცისკარიშვილმა.

ცნობისთვის, დღეს, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ მთელი ბონლისის რაიონი „RMG Gold“–ის მუშაობაზეა დამოკიდებული, რადგან ამ კომპანიას 3000 ოჯახი ჰყავს დასაქმებული. ხოლო, ის რაც ბოლნისის საწარმოსთან მიმართებაში მოხდა, ამით სამართალდამცავი ორგანოები უნდა დაინტერესდნენ.
http://epn.ge/?id=4191

***

,,გარეწარი ხარ!!!… ღმერთმა არ ქნას, ამხანაგო ბორია… თორემ…!“

2015-04-04

1428159958274641[1]გარეწრები ხართ ყველა, ვინც ამ მარაზმზე დუმხართ! – საყდრისის მცველთა მისამართით პრემიერ-მინისტრის განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმაურება ქართველი ემიგრანტი და საქართველო საფრანგეთის თანამშრომლობის გენერალური ასამბლეის აღმასრულებელი დირექტორი ნუგზარ სულაშვილი.
,,გარეწარი ხარ, როდესაც ანგრევ საყდრისს და ამ ნანგრევებში მოყლილ ასიათასობით ადამიანის სულს, მათ ტკივილს და განცდას დივერსანტობას უწოდებ!!!

გარეწარი ხარ, როდესაც საკუთარ სამშობლოს ართმევ კულტურულ მემკვიდრეობას პირადი კეთილდღეობისთვის!!!

და გარეწარი ხარ იმიტომ, რომ საკუთარ ცხოვრებას ნულების მიმატებით ზრდი და ამრავლებ!!!

გარეწრები ხართ ყველა, ვინც დღეს ამ მარაზმზე დუმხართ მხოლოდ იმიტომ, რომ ეს ნაგავი ხელისუფლება თქვენი გონებრივი პოტენციალის ნაყოფია და ჯიუტად ქედს არ იხრით საკუთარ სიბრიყვესათან!!!

საყდრისს უამრავი ჩემი მეგობერი იცავდა, როგორც ოპოზიციის ასევე ამ ხელისუფლების მხარდამჭერი და ღმერთმა არ ქნას ამხანოგო ბორია, რომელიმე მათაგანზე სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყოთ, თორე პირობას გაძლევ საკუთარ სიხსლს შემოგაფურთხებ თვალებში!!!“ – წერს სულაშვილი.

წყარო

***

ახალი დიქტატურა მოვიდა?!

5.04.2015

maia-sakhokiaფანტასტიურად თავხედური და პირადად ჩემთვის გამაოგნებელი, მოულოდნელი დემაგოგიით, ღარიბაშვილი კაზრეთის მოწამლულ-ჩაგრული მოსახლეობის რაღაც არარსებული 3000 ოჯახით, ვინც თურმე მონსტრ არემჯის ”გაუბედნიერებია”, ხოტბას ასხამს საყდრისის განადგურებას, აფეთქებას, ნგრევას! ამ ერთადერთი დემაგოგიური, გაცვეთილი ”არგუმენტით” პრემიერი, სამწუხაროდ და სამგლოვიაროდ, დივერსანტებად ნათლავს არა მარტო საყდრისის დამცველებს, არამედ ჩვენს იმედს, უახლეს სასამართლოს, და იმ მოსამართლეებს, ვინც კანონიერად საყდრისის სასარგებლო დასკვნებს აკეთებენ! უფრო მეტიც: პრემიერი ემუქრება მათ აშკარად და დაუფარავად! იხილეთ მისი ტერმინოლოგია, თმები ყალყზე დგება!

ბატონი ღარიბაშვილი და ოცნებაც მთლიანად, ალბათ, დიქტატურისკენ მიექანება! ვაიპრემიერის ბოლო განცხადებებით მან ხაზი გადაუსვა ყოველივე კარგს, რაცკი მართლა გაუკეთებია ამ მთავრობას. საყდრისი ისედაც ფარავს ყველაფერს, და განცხადებებით საბოლოოდ გამოტანილია ღარიბაშვილის და მთელი ოცნებების განაჩენი! პირადად ჩემთვის, როგორც ერთი მოქალაქისთვის ეს ასეა: ჩემს თვალში მან/მათ განაჩენი გამოუტანეს თავისთავს!

პრემიერი დაემუქარა ახლადარჩეულ ჩვენს საიმედო ნინო გვენეტაძეს! ვნახოთ, რას იზამს ეს ქალბატონი, რა გზას დაადგება და რა პასუხს გასცემენ ის და თავისუფალი მოსამართლეები ასეთი დაუფარავი მუქარისთვის და ზეწოლისთვის! მაგრამ ყველა შემთხვევაში, განაჩენი გამოტანილია და ჯვარია დასმული. არემჯის ფერებას და ახლადამოსუნთქულ სასამართლოს გადაყვებიან ივანიშვილ-ღარიბაშვილის ვაიმმართველები, რაც ცხადია სამწუხაროა და არა გასახარელი.

მთელმა მსოფლიომ გაიგო უკვე, რომ ოქროზე მეტად საყდრისში მათ აინტერესებთ სტრონციუმი! აგრეთვე კადმიუმი და თეზიუმი! ამაზე კრინტს არ ძრავს პრემიერი და ნაცქოცარხები! ამ დროს კი ბოხუმში საყდრისის ვირტუალური მუზეუმი ეწყობა, სადაც მერე ვივლით ვირტუალური ჩვენი ძეგლის სანახავად! აი ამას ჰქვია უბედურებაც და სირცხვილიც. ნეტა გადაყვნენ მაგ სტრონციუმს ყველანი.

ჯერჯერობით კი მოვუწოდებ ნინო გვენეტაძეს და მოსამართლეებს, დაიცვან ქართული სასამართლოს და თავისი ღირსება და ჯეროვანი პასუხი გასცენ ვაიპრემიერის უტიფარ მუქარა-შეურაცხყოფებს, ცილისწამებებს, იარლიყების მიკერებას და განცხადებებს! ახლა გამოჩნდება რამდენად გაიზარდა ჩვენი სასამართლო.

მაია სახოკია 

აღმოსავლეთმცოდნე

https://iberiana2.wordpress.com/georgia/sakdrisi/

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s