Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, მესხეთი, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

პოლიტიკური პარტიების განცხადება საყდრისთან დაკავშირებით

Posted by iberiana on April 8, 2015


პოლიტიკური პარტიების ლიდერების საერთო განცხადება საყდრისთან დაკავშირებით

08.04.2015
დღეს საქართველო იმყოფება განვითარების ძალიან მნიშვნელოვან ეტაპზე. ერთის მხრივ იგი მიისწრაფვის ცივილური მსოფლიოსკენ, მისი ღირებულებებისკენ, ხოლო მეორე მხრივ, თავისი ქმედებებით ამ ღირებულებებს და ფასეულობებს ანადგურებს.

ძალიან ხშირად საქართველოში სახელმწიფო მნიშვნელობის საკითხების გადაწყვეტისას  ყურადღება არ ექცევა ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს და არ ხდება საკითხისადმი სახელმწიფოებრივი აზროვნებით მიდგომა, რაც იწვევს საფუძვლიან ეჭვს, რომ ხელისუფლებისთვის მთავარია არა ეროვნული, არამედ პირადი ინტერესები, იკვეთება კორუფციული სქემების ნიშნებიც, ხდება კერძო კომპანიების ლობირება, უხეშად ირღვევა კონსტიტუცია საზოგადოების სრული დუმილის ფონზე!

საკითხის ამგვარ გადაწყვეტას ეწირება ეროვნული ფასეულობები: თბილისის იერსახე და ლანდშაფტი, არქეოლოგიური და ბუნების  ძეგლები, საქართველოს ეკოლოგია, მოსახლეობის ჯანმრთელობა და კიდევ ბევრი რამ, რაც ჩვენი ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ  მნიშვნელოვანია. ასეთი პოლიტიკის შედეგი და ლოგიკური გაგრძელებაა საყდრისის განადგურებაც.

საყდრისის დანგრევა ესაა დანაშაული ერის წინაშე. მთავრობას არ აქვს უფლება მოუსპოს საკუთარ ერს ისტორიული და კულტურული მეხსიერება. ხელისუფლება უნდა უზრუნველყოფდეს კანონის უზენაესობის პრინციპსაც!

საქართველოს სამოქალაქო საზოგადოება, პოლიტიკური პარტიები და საზოგადოებრივი ორგანიზაციები მივმართავთ ხელისუფლებას და მოვითხოვთ:

  • დაცულ იქნას სასამართლოს უზენაესობა და საქართველოს კონსტიტუცია!
  • განხორციელდეს შესაბამისი ღონისძიებები, რათა დაუყოვნებლივ შეწყდეს მსოფლიო მნიშვნელობის ძეგლის განადგურება!
  • დაუშვან არქეოლოგები საყდრისზე!
  • გამოძიებულ იქნას საყდრისის ნგრევის კანონიერება! შეწყდეს გარემოს დაბინძურება და ჩატარდეს ეკო აუდიტი! შეიქმნას საპარლამენტო საგამოძიებო კომისია საყდრისის შესახებ!

განცხადებას ხელს აწერს: ნინო გოგუაძე-თავისუფალი დემოკრატები;  გრგოლ ჯოჯუა-ქრისტიან-დემოკრატიული პარტია; ზაზა მგალობლიშვილი-სახალხო პარტია; მანანა ნაჭყებია-ახალი მემარჯვენეები; ზურაბ ღონღაძე-ეროვნულ-დემოკრატიული პარტია; პაატა ჩოხელი-ლეიბორისტული პარტია;  კობა მახაური-ქრისტიან-დემოკრატები;  ალექსანდრე შალამბერიძე-თვისუფალი საქართველო; ზურაბ ხარატიშვილი-სამოქალაქო ალიანსი-თვისუფლება;   ჯონდი ბაღათურია-ქართული დასი;  სერგო რატიანი-ნაციონალური მოძრაობა;  ლეილა ცომაია-ზვიად განმათვისუფლებელის პარტია:  იგორ ჩხეიძე-ეროვნული ხელისუფლების; დიმიტრი ლორთქიფანიძე ბურჯანაძე დემოკრატები.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: