Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, მესხეთი, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

გურამ მარხულია – ანარქიზმი სომხურად

Posted by iberiana on April 21, 2015


Guram Markhuliaგურამ მარხულია – ანარქიზმის ფილოსოფია და ანარქიზმი სომხურად

სომეხმა ანარქსიტებმა თავიანთი ფართოდ გავრცელებული პროპაგანდისტული აქტიურობის შედეგად მე-XIX-ე საუკუნის დასასრულს ოსმანთა იმპერიის ხელისუფალთა ყურადღება მიიპყრეს. საერთაშორისო არენაზე სომეხთა შორის ალექსანდრ ათაბეკიანი იყო მეტ-ნაკლებად ცნობილი, რომელსაც საერთაშორისო ანარქისტულ მოძრაობასთან ჰქონდა კავშირი. ჯერ კიდევ ჟენევაში სწავლის პერიოდში ის დაუახლოვდა გამოჩენილ ანარქისტ პ. კრაპოტკინს, ე. რეკლიუს და ჟ. გრავს. მას განსაკუთრებული მეგობრობა აკავშირებდა კრაპოტკინთან, ფაქტობრივად ის იყო კრაპოტკინის გვერდით გარდაცვალების ჟამს და მონაწილეობას იღებდა მოსკოვის ქუჩებში გამართულ სამგლოვიარო ცერემონიაში. ათაბეკიანმა სომხურ ენაზე თარგმნა რამდენიმე ანარქსიტული ნაშრომი და გამოსცემდა და ავრცელებდა ანარქისტულ ჟურნალს სახელწოდებით „თანამეგობრობა“ (ამაინკი), რომელიც ასევე სპარსულ ენაზეც გამოდიოდა. ათაბეკიანს სერიოზული მცედლობა ჰქონდა ეხეირა შუა აღმოსავლეთში შექმნილი პოლიტიკური სიტუაციისადმი ანარქსიტული მიდგომით. ყველა მის შრომაში ნათლად შეიმჩნევა სომხებზე ოტამანთა იმპერიის ბატონობისა და მთლიანად რეგიონზე ევროპული გავლენის მიუღებლობა. დროთა განმავლობაში მსგავსი იდეების მთავარი გამომხატველი სომხური რევოლუციური ფედერაცია (დაშნაკცუტუნი) გახდა, რომელიც ანარქისტებისა და ნაციონალისტების კოალიციას წარმოადგენდა. სხვა საქმიანობასთან ერთად ორგანიზაცია გამოსცემდა და მთელ სომხეთში ავრცელებდა სხადასხვა ანარქისტულ ბროშურებს. ანარქსიტული იდეალები პოპულარული გახდა დასავლეთის ქვეყნებში ემიგრირებულ სომხებს შორის, რასაც ზოგიერთი ანარქსიტული ჟურნალი მოწმობს. მაგალითად იმ დროს აშშ-ში სომხურ ენაზე გამომავალი ჟურნალი. დაშნაკცუტუნისა და ანარქსიტების გზები ერთმანეთს დაემთხვა. ისინი შეიქმნენ „ნაციონალური“ ბურჟუაზიის წინააღმდეგ და საქმე სომეხ ანარქსიტებსა და ოსმანთა იმპერიას შორის სისხლისმღვრელ დაპირისპირებამდე მივიდა…

სრულად: https://iberiana2.wordpress.com/armenia/g-markhulia/

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s