Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, მესხეთი, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

საყდრისის გადარჩენის საზოგადოებრივი კომიტეტის მიმართვა ხელნაწერთა ეროვნული ცენტრისადმი

Posted by iberiana on May 8, 2015


11188204_685437471560502_2828468156329324986_n[1]საყდრისის გადარჩენის საზოგადოებრივი კომიტეტის მიმართვა ხელნაწერთა ეროვნული ცენტრისადმი

დღეს ხელისუფლება და მისი ერთ-ერთი შემადგენელი კომპონენტი განათლების სამინისტრო აშკარად ებრძვის მეცნიერებას, ისტორიას, აქტიურად და პასიურად – მხარს არ უჭერს იმ დარგებს, რომლებიც ქართული სახელმწიფოსთვის, მისი იდენტიფიკაციისთვის უმნიშვნელოვანესი და უნიკალურია.

როგორც ცნობილია, საქართველოს ისტორია გაცილებით ძველია, ვიდრე ამას ასწავლიან სკოლებსა და თუ უმაღლეს სასწავლებლებში. ამის შესწავლისთვის კი არაფერი კეთდება, ეს მიმართულებები არ ფინანსდება, ხოლო ის, რაც ამას ადასტურებს ნადგურდება – საყდრისი, ბერი კლდეები, ბევრი სხვა და ეხლა ამას ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრთან ბრძოლაც დაემატა.

ჩვენ გვსურს ვიცხოვროთ ისეთ ქვეყანაში, სადაც ყოველი ადამიანის შრომა დაფასებული იქნება, განსაკუთრებით დაფასებული იქნება მეცნიერება, რომელიც ქვეყნის ამოუწურავ რესურსს და სიამაყეს წარმოადგენს. ჩვენ გვსურს ქვეყანა, სადაც ადამიანი და მისი უფლებები უპირატესი ამოსავალი წერტილი იქნება. სამწუხაროდ, ზუსტად ეს იყო დღევანდელი ხელისუფლების მოსვლის დაპირება, რომელიც ისევე, როგორც ბევრი დანარჩენი დაპირება მხოლოდ ხმის მისაცემი სატყუარა გახდა.

ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დღეს მიმდინარე მოვლენები, სამწუხაროდ, ერთადერთი და იშვიათი შემთხვევა არ არის – ეს არის დღევანდელი ხელისუფლების პოლიტიკის ნაწილი, რომელიც ჩვენ, საყდრისის გადარჩენის საზოგადოებრივმა კომიტეტმა ნათლად დავინახეთ საყდრისის – მსოფლიოში უძველესი ოქროს მაღაროს განადგურების მაგალითზე.

საყდრისის გადარჩენის საზოგადოებრივი კომიტეტი გიცხადებთ სრულ მხარდაჭერას ამ უთანასწორო ბრძოლაში, რომელშიც ჩვენ უკვე დიდი ხანია ვიმყოფებით! იმედია შევძლებთ საზოგადოების გამოფხიზლებას მისი ისტორიის, კულტურის და თვითმყოფადობის დასაცავად!

2015 წლის მაისი

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s