Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, მესხეთი, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

ზვიად განმათავისუფლებლის პარტიიის განცხადება

Posted by iberiana on May 23, 2015


ზვიად განმათავისუფლებლის პარტიიის

საგანგებო განცხადება

 მიმდინარე, 2015 წლის 7 მაისს ინტერნეტსაიტზე  “პოლიტიკური ფორუმი” (https://politikuriforumi.wordpress.com) დაიდო სრულიად უცნობი უზენაესი საბჭოს  მაჟორიტარი  დეპუტატის (ლენტეხიდან) ბერდია გუგავას სკანდალური  ინტერვიუ 1991 წლის 9 აპრილის დამოუკიდებლობის აქტის დედნის  ადგილსამყოფელის შესახებ, რომელიც ოფიციალურად დღემდე დაკარგულად ითვლებოდა, ხოლო არაოფიციალურად კი ერში  არსებობდა იმედები, რომ დამოუკიდებლობის აქტის დედანიც,  მანანა არჩვაძისათვის  1994 წელს რუსეთის კგბ მიერ გროზნოში ჩამორთმეულ სხვა მრავალ დოკუმენტებთან ერთად,   მოსკოვის კგბ არქივში ინახებოდა. ბერდია გუგავას ინტერვიუდან კი ვგებულობთ, რომ  დამოუკიდებლობის აქტი, რომელიც  მას სახლში  კედელზე ეკიდა, ასლი ეგონა და დედანი კი აღმოჩნდა, ხოლო  თუ ვინ გადასცა მას ეს ისტორიული აქტი, არ ახსოვს! ვიღაც უკეთურებს მისთვის აქტის სოლიდური თანხის საფასურად გაყიდვაც კი შეუთავაზებიათ (ერთი მილიონი).

  საბოლოოდ, დეპუტატ ბერდია გუგავას, თავისი მოძღვრის მღვდელ კონსტანტინე გიორგაძის  რჩევითა და თანხლებით, დამოუკიდებლობის აქტის დედანი 2006 წელს საქართველოს პატრიარქ ილია მეორისათვის ჩაუბარებია.

   დეპუტატ გუგავას საჯარო ინტერვიუს უმალ მოჰყვა მანანა არჩვაძე-გამსახურდიას მწვავე პასუხი და რეაქცია, რომელმაც თავის მოხრეთა ჯგუფით საპატრიარქოსთან გამართა ხმაურიანი  მიტინგი და მოითხოვა დამოუკიდებლობის აქტის მათთვის გადაცემა, წინააღმდეგ შემთხვევაში საპატრიარქოსთან პერმანენტული საპროტესტო აქციებითა და სასამართლოთი იმუქრება.

  ზვიად განმათავისუფლებლის პარტიას მიაჩნია, რომ  აღმოჩენილ დამოუკიდებლობის აქტს უნდა ჩაუტარდეს სრული (კალიგრაფიულიც) კვალიფიციური ექსპერტიზა  და დედნად აღიარება-დადასტურების შემთხვევაში, პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას  1990-93 წლების  ხელისუფლების სამართალმემკვიდრე ახალი ლეგიტიმური ეროვნული  ხელისუფლების არჩევამდე,  შესანახად გადატანილ უნდა იქნას საქართველოს სახელმწიფო (საბჭოთა ოკუპაციის) მუზეუმში მუზეუმის ხელმძღვანელ პასუხისმგებელ პირებსა და ეროვნული ხელისუფლების უზენაესი საბჭოს ლეგიტიმურ  წარმომადგენლობას შორის  შესაბამისი წერილობითი პირობებითა და ოფიციალური აქტების დადასტურებით, რაც  გაშუქებულ უნდა იქნას ტელევიზიებით! 

 ამასთანავე, მიგვაჩნია რომ, პოროკურატურამ უნდა დაიწყოს გამოძიება დამოუკიდებლობის აქტის დეკემბერ-იანვრის სამხედრო-კრიმინალური  სახელმწიფო გადატრიალების ვითარებაში სავარაუდო მოპარვის ფაქტზეც.

 2015 წლის 15 მაისი.

პარტიის თავმჯდომარე      ლეილა ცომაია

პარტიის პოლიტიკური მდივანი        ალექსანდრე სანდუხაძე

http://ganmatavisuflebeli.webs.com/gancxadebebi.htm

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s