Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, მესხეთი, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

რეპლიკა პრემიერ ღარიბაშვილს

Posted by iberiana on June 15, 2015


ჩვენი რეკლიკა პრემიერ ღარიბაშვილს

garivashvili

13-14 ივნისს მდინარე ვერეს ხეობაში მომხდარი  სტიქიური კატასტროფის შესახებ პრემიერმა ღარიბაშვილმა განაცხადა შემდეგი:

რაც შეეხება იმ ბრალდებებს და ექსპერტებისა და სპეციალისტების შეფასებებს, რომლებიც ამბობენ, რომ ეს შესაძლოა იყოს წინა ხელისუფლების მიერ არასწორად განხორციელებული პროექტის ბრალი. მე სრულიად შემთხვევით ერთი საათის წინ მოვისმინე ინფორმაცია ჩემი პრესსამსახურიდან, ვნახე ვიდეო, ერთ-ერთი ექსპერტი ჯერ კიდევ 2012 წლის ივნისში საუბრობდა სწორედ ამ პრობლემაზე… მისი შეფასებით, შესაძლოა ადიდებულმა ვერემ მთლიანად ჩაიტანოს გმირთა მოედანი მტკვარში. და ჩვენ გუშინ რაც ვიხილეთ, რეალურად ეს იყო… ეს ადამიანი საუბრობს სწორედ იმ პროექტზე, რომელიც განხორციელდა სწორედ ვერეს ხეობაში, იმაზე, რომ არასწორი გათვლებით, არასწორი პროექტით მოხდა ამ გზის გაყვანა. თუმცა, მე არ ვარ სპეციალისტი და მირჩევნია ექსპერტებს ვკითხოთ აზრი ამის თაობაზე… საჭიროა უფრო ღრმა ანალიზის გაკეთება, უკვე დავავალე სპეციალურ ჯგუფს, რომ სასწრაფოდ დაიწყონ მუშაობა გამომწვევ მიზეზებზე, თუ რამ განაპირობა ეს ყველაფერი და ამის შემდეგ დავგეგმოთ საჭირო ღონისძიებები.

ჩვენი რეპლიკა:

ბატონო პრემიერო ღარიბაშვილო, თქვენც გეუბნებიან ექსპერტები ხუდონჰესის აშენება სახიფათოაო; დევდორაკზეც გაფრხილებდნენ:
იპოდრომს ნუ ჩეხავთო მაგასაც გეუბნებიან, ასათიანის 10-ში ცათამბრჯენებს ნუ აშენებთო, მაგასაც!
საყდრისი უძველესი ოქროს მაღაროაო მაგასაც გეუბნებოდნენ ჩვენი და უცხოელი მეცნიერები. გეხვეწებოდნენ, შევუნარჩუნოთ მომავალ თაობებსო;
იმასაც გეუბნებიან, ოქროს წარმობა ბარბაროსული მეთოდებით ანადგურებს გარემოს, ნიადაგს, წყალ, და ბოლნისისა და მარნეულის რაიონებში მოწეული ბოსტნეულით მთელი საქართველოს მოსახლეობას წამლავთ!
რატომ თქვენ არ გესმით სპეციალისტების??? ან ხალხის???

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s