Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, მესხეთი, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

საყდრისის კომიტეტის განცხადება

Posted by iberiana on June 20, 2015


18006_841541875928274_8433122802201098984_n[1]საყდრისის დაცვის საზოგადოებრივი კომიტეტის განცხადება

საყდრისის დაცვის კომიტეტი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს თბილისის ტრაგედიის დროს ადამიანების დაღუპვის გამო და უსამძიმრებს მათ ოჯახებსა და მთელ საქართველოს.
ვერეს ხეობაში განვითარებული სტიქიის გამანადგურებელმა მოქმედებამ ცხადჰყო, რომ ბუნებაში ადამიანის გაუაზრებელმა და უხეშმა ჩარევამ შეიძლება კატასტროფულ შედეგებამდე მიგვიყვანოს.
იმედს ვიტოვებთ, მოსალოდნელი ახალი საფრთხეების თავიდან აცილების მიზნით, სანამ არ ჩატარდება შესაბამისი ექსპერტებისა და მეცნიერების კვალიფიციური კვლევა იმ მშენებლობებზე და ლიცენზიებზე, რომლებზეც საზოგადოებაში დავა მიმდინარეობდა (RMG Gold-ს ლიცენზია ფერადი ლითონების ღია კარიერული წესით მოპოვებაზე და ოქროს ციანირებაზე, სვანეთში, რაჭაში, აჭარასა და დარიალის ხეობაში ჰესების მშენებლობაზე და ა.შ. ) , ხელისუფლება დროებით შეაჩერებს ნებართვების მოქმედებას, ხოლო სტიქიის გამომწვევ მიზეზებსა და დამანგრეველი შედეგების შესახებ იმსჯელებენ შესაბამისი კვალიფიკაციის ექსპერტები და დადებენ ობიექტურ დასკვნას.

19.06,2015

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s