Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, მესხეთი, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

დახმარება თურქეთიდან

Posted by iberiana on June 26, 2015


10626417_998393820178911_3879133341303402696_o[1]თურქეთში მოქმედი საერთაშორისო ჰუმანიტარული დახმარების ფონდი,  წყალდიდობით დაზარალებულებს დახმარების ხელს უწვდის

თურქეთში მოქმედი საერთაშორისო ჰუმანიტარული დახმარების ფონდი, სტამბოლის ქართული კულტურის სახლთან თანამშრომლობით, საქართველოში, თბილისში წყალდიდობით დაზარალებულებს დახმარების ხელს უწვდის. წყალდიდობით დაზარალებულებს გაეგზავნებათ ათასი ყუთი ჰიგიენური დანიშნულების საგნები (1X5.8 kg) და ცხრაასი ყუთი საკვები პროდუქტი (1X21 kg). აღნიშნული ჰუმანიტარული დახმარებით დატვირთული სატვირთო მანქანა თურქეთიდან ხვალ, 27 ივნისს, ყველა საჭირო ნებართვის მიღების შემდეგ შემოვა საქართველოში. ფონდის წარმომადგენლები მოჰყვებიან ტვირთს და თბილისის მერიასთან ერთობლივად გადასცემენ  მას დაზარალებულებს.

უღრმეს მადლობას მოვახსენებთ საერთაშორისო ჰუმანიტარული დახმარების ფონდის გამგეობას, ასევე, მადლობას ვუხდით, ქართული კულტურის სახლის სახელით, ჩვენს თანამემამულეს ზექი ოსმანოღლუს ფონდთან ნაყოფიერი თანამშრომლობისათვის.

ამას გარდა, ქართული კულტურის სახლისა და თურქეთის ქართველობის სხვა ორგანიზაციების (ქართული ხელოვნების სახლი, ქართული კულტურის ცენტრი, ბეიქოზის ბათუმელ ქართველთა კულტურის საზოგადოება და დუზჯეს ქართული კულტურის საზოგადოება) ერთობლივი ძალისხმევით, შეგროვდა ჰუმანიტარული დახმარება, რომლითაც დატვირთული ერთი სატვირთო ავტომანქანა ხვალ გამოემართება საქართველოსკენ.

თბილისში მომხდარი წყალდიდობის პირველივე დღიდან ინეგოლის კავკასიური ფოლკლორისა და კულტურის საზოგადოებამ დაზარალებულთათვის დახმარების შეგროვება დაიწყო. ინეგოლის საზოგადოების მიერ გამოგზავნილი დახმარება უკვე ჩავიდა თბილისში.

ინეგოლის საზოგადოებისა და სტამბოლიდან გამოგზავნილი ჰუმანიტარული დახმარებების გადაზიდვას აწარმოებს შემსეტტინ იემის (გიორგი ირემაძე) გადამზიდავი ფირმა უნიპაკი, ასევე ულაშ კოლჩაკის გადამზიდავი ფირმა დემირკოლი. ქართული კულტურის სახლმა მიღებული ჰუმანიტარული დახმარება თაშდელენის საწყობში ჩაიბარა.

სტამბოლის ქართული კულტურის სახლი მადლობას უხდის აღნიშნულ პირებს გულისხმიერებისა და მხარდაჭერისთვის.

მშვიდობასა და ჯანმრთელობას გისურვებთ.

ქართული კულტურის სახლი

26 ივნისი, 2015

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s