Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, მესხეთი, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

თბილისის აეროპორტი

Posted by iberiana on July 2, 2015


image005[1]დედაქალაქის საკრებულოს გადაწყვეტილებით თბილისის საერთაშორისო აეროპორტი შოთა რუსთაველის სახელობის იქნება

 შოთა რუსთველს საქართველოში არ აკლია უკვდავყოფა. მის სახელს ატარებს უამრავი კულტურულ-სამეცნიერო დაწესებულება:

  1. შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი
  2. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი
  3. შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურისინსტიტუტი
  4. შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი
  5. შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნული პრემია
  6. საქართველოს რუსთაველის საზოგადოება
  7. და საქვეყნოდ ცნობილი შოთა რუსთაველის სახელმწიფო აკადემიური თეატრი

გარდა ამისა, საქართველოს სატახტო ქალაქის მთავარი ძარღვი არის რუსთაველის გამზირი.

საქართველოს ყოველი ქალაქის, რაიონის თუ დაბის სეფექუჩა არის რუსთაველის სახელობის…

ისმის კითხვა: არსებობს თუ არა აუცილებლობა და საჭიროება ქვეყნის უმთავრესს აეროპორტს ეწოდოს გენიალური ქართველი პოეტის სახელი, რომელიც ცხოვრობდა რვა საუკუნის წინ?
ლოგიკურია – არა!

ახლა გავიგე, რომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტს ხელისუფლებამ მიანიჭა შოთა რუსთველის სახელი…
მიდი და გააპროტესტე ეს….
რუსთაველის წინააღმდეგ მიდისო…

ვიმეორებ, შოთა რუსთველს, საბედნიეროდ, საქართველოში არ აკლია უკვდავყოფა! მის სახელს ატარებს უამრავი კულტურულ-სამეცნიერო დაწესებულება…

აეროპორტი, თვითმფრინავი ვერ ჯდება შოთასთან მიმართებაში…

საერთაშორისო პრაქტიკის მიხედვით მსგავს აეროპორტებს ენიჭებათ ძირითადად და უმთავრესად სახელმწიფო და საზოგადო მიღვაწეების, ეროვნული გმირების თუ ქვეყნის სამსახურში დამაშვრალ ამაგდართა სახელები…

საფრანგეთის დიდი პოეტის ბოდლერის სახელი არ უწოდებიათ პარიზის აეროპორტისთვის, მას საფრანგეთის პრეზიდენტის შარლ დე გოლის სახელი დაარქვეს…

ამერიკაში როლანდ რეიგანის, ჯონ ფივჯერალდ კენედის, ფორდის, ჯორჯ ბუშის სახელობის თვითმფრინავთა ნავთსაყუდელებია…
კანადაში ჩერჩილის, რობერტ სტენფილდის…
პრაღაში ჰაველის და არა კაფკასი ან კარელ ჩაპეკის, თუნდაც იან ჰუსის…

დიდ ბრიტანეთში არის რობინ ჰუდის აეროპორტი და არა შექსპირის…

სტამბოლში არის ათათურქის სახელობის აეროპორტი….

ინდოეთში, დელიში არის ინდირა განდის საერთაშორისო აეროპორტი და არა რაბინდრანათ თაგორის ან რადიარდ კიპლინგის სახელობის საერთაშორისო აეროპორტები.

ისრაელში ბენ გურიონის აეროპორტი…

ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს….

ასე რომ დღეს არ არსებობს აუცილებლობა აეროპორტისთვის შოთა რუსთაველის სახელის მინიჭებისა….

მაშ რა ხდება ჩვენთან?!

ერთი კაცის ჯიბის “ხელისუფლების” ეს გადაწყვეტილება კი არის ნათელი დასტური ამ კასტის დამოკიდებულებისა ჩვენი ახლო წარსულისადმი, საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობისადმი…

ცალსახა და ნათელია, რომ ქვეყანას მართავს კასტა, რომლისთვისაც თავისუფლების, სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის იდეები, ფასეულობები ჩირადაც არ ღირს და საქართველო მათთვის წარმოადგენს სოფლის მეცხოველეობის ფერმას, რომელშიც მწველავებიც თვითონ არიან და მწყემსებიც და უმოწყალოდ წველიან უბედურ საქართველოს…

ამიტომ, თავისუფლების, დამოუკიდებლობის იდეას, საქართველოს დამოუკიდებლობის მესაძირკვლის სახელს გამიზნულად უპირისპირებენ შოთა რუსთველს, რომლის სახელი და ხატება ზვიად გამსახურდიას ოქროს ასოებით ჰქონდა ამოტვიფრული გულის ფიცარზე…
გაიღვიძე ქართველო ერო, გაიღვიძე!

ზიგმუნდ ვოლთეთერი

 1 ივლისი, 2015 წ.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s