Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, მესხეთი, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

„საყდრისი-ყაჩაღიანი – ნგრევა კანონის სახელით“

Posted by iberiana on August 25, 2015


images_cms-image-000037960[1]

„საყდრისი-ყაჩაღიანი – ნგრევა კანონის სახელით“ – საიას ახალი კვლევა

საყდრისი-ყაჩაღიანის შემთხვევამ ნათლად და ცალსახად აჩვენა, რომ საეჭვო გარემოებებში, კანონმდებლობის მოთხოვნების გვერდის ავლით, შეიძლება მიღებული იყოს ისეთი გადაწყვეტილებები, რომლებიც, ეკონომიკური თუ სხვა ბუნდოვანი საინვესტიციო ინტერესების სახელით, საფრთხეს შეუქმნის კულტურული მემკვიდრეობის დაცვას, შენარჩუნებას და მომავალი თაობებისათვის გადაცემას, – ამის შესახებ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის კვლევაში „საყდრისი-ყაჩაღიანი – ნგრევა კანონის სახელით“ არის ნათქვამი.

საია-ში აღნიშნავენ, რომ კვლევის შედეგად მთელი რიგი მნიშვნელოვანი საკითხები გამოიკვეთა – 2014 წლის 12 დეკემბერს, ერთი დღის განმავლობაში, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ საყდრისი-ყაჩაღიანის უძველეს ოქროს მაღაროსთან დაკავშირებით, ჯამში 17 ისეთი მოქმედება განახორციელეს და 4 ისეთი გადაწყვეტილება მიიღეს, რომ შედეგად, 2014 წლის 13 დეკემბერს შპს „RMG-GОLD“-მა საყდრისი-ყაჩაღიანის არქეოლოგიური ობიექტი ააფეთქა.

კვლევაში აღნიშნულია, რომ 2014 წლის 13 დეკემბერს, „RMG-GОLD-ს“ საყდრისი #1 ყაჩაღიანის უბანზე აფეთქებისთვის არ გააჩნდა სამრეწველო დანიშნულების ფეთქებადი მასალების გამოყენების ნებართვა…

https://iberiana2.wordpress.com/georgia/sakdrisi/saia/

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s