Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, მესხეთი, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „ენა და ტერიტორია 2“

Posted by iberiana on August 30, 2015


e95b9eebbde30739e5fce9fa21ee38f4_14876[1] საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „ენა და ტერიტორია 2“

მიმდინარე წლის 30 აგვისტოდან 4 სექტემბრის ჩათვლით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ტარდება საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია ენა და ტერიტორია 2.
კონფერენციის თანაორგანიზატორია ქალაქ სედბერის ლორანსიენის უნივერსიტეტი (ონტარიო, კანადა), სადაც 2010 წლის აგვისტოში ჩატარდა პირველი კონფერენცია. კანადაში ჩატარებულ კონფერენციასა და იქ გამართულ დისკუსიებში სამმა ქართველმა მეცნიერმაც მიიღო მონაწილეობა. მრავალი კითხვა დაისვა ოკუპირებული ტერიტორიებისა და იქ არსებული ენობრივი ვითარების შესახებ. კონფერენციის დასასრულს გადაწყდა მეორე საერთაშორისო კონფერენცია ენისა და ტერიტორიის პრობლემებთან დაკავშირებით ჩატარებულიყო საქართველოში, რათა უცხოელ მეცნიერებთან და სპეციალისტებთან ერთად, ქართველ მეცნიერებსაც ჰქონოდათ ამ საკითხებზე მსჯელობის საშუალება.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართულ კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებს 105 მეცნიერი, პროფესორი, მკვლევარი მსოფლიოს 28 ქვეყნიდან. მათ შორის 44 ქართველი და 61 უცხოელი – საფრანგეთიდან, კანადიდან, ამერიკიდან, იტალიიდან, შვეიცარიიდან, ბელგიიდან, პოლონეთიდან, სომხეთიდან, მოლდოვადან, ვიეტნამიდან, ირანიდან, ლიბანიდან, აფრიკის 11 ქვეყნიდან.

კონფერენციის მსვლელობის დროს გაიმართება კანადელი მეცნიერის, კონფლიქტების სპეციალისტის, ენდრიუ ანდერსენის (Andrew Andersen), წიგნის – Abkhazia and Sochi: the Roots of the Conflict 1918-1921 (Toronto, Asteroid Publishers, 2014) – პრეზენტაცია. ენდრიუ ანდერსენი იქნება მომხსენებელი ერთ-ერთ პლენარულ სესიაზეც.

კონფერენციის სამუშაო ენებია ქართული, ფრანგული და ინგლისური.
წარმოდგენილი მოხსენებების შეფასება მოხდება ანონიმურად ორი ექსპერტის მიერ, შერჩეული მოხსენებები სტატიების სახით გამოქვეყნდება, სავარაუდოდ, სამ ტომად მონოგრაფიულ სერიაში ფრანგულ და ინგლისურ ენებზე და გავრცელდება მსოფლიოს საუნივერსიტეტო და ეროვნულ ბიბლიოთეკებში, სამეცნიერო-კვლევით ცენტრებში.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s