Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, მესხეთი, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

რეფერენდუმის 25-ე წლისთავი

Posted by iberiana on March 31, 2016


zviad_gamsakhurdia[1]

დღეს 31 მარტია. საქართველოს დამოუკიდებლობაზე ჩატარებული რეფერენდუმის 25-ე წლისთავი და იმავდროულად ზვიად გამსახურდიას დაბადების დღე.

ამ დღეს ადამიანები თავისუფალი და მრავალპარტიული არჩევნების შემდეგ კიდევ ერთხელ გახდნენ სახელმწიფოს აღმშენებლობის თანამონაწილენი. ეს რა არის, დაამთხვია თარიღები? შეიძლება იკითხოს მავანმა. ალბათ ისევე არა, როგორც მერაბ კოსტავას დაბადება 26 მაისს დაემთხვა – ხოლო ადამიანს მართლაც არავინ კითხავს როდის სურს დაბადება. არა, და იმიტომ რომ იმ მომენტში თითოეული დღე დასწრებაზე იყო და კალენდარს მნიშვნელობა ქონდა. დამოუკიდებლობის აღდგენის ზეიმი ორი წლის წინანდელ 9 აპრილს უნდა გაენათლებინა – განსაცდელის პირისპირ ეროვნული ერთიანობის და სიმტკიცის დემონსტრირების დღეს.

დროც აღარ ითმენდა – რაც ჩქარა დამოუკიდებლობის გამოცხადება, მით მალე საერთაშორისო აღიარება, იმ ეტაპზე წყალივით საჭირო. ამავე დროს მოწინააღმდეგე შინ თუ გარეთ გამალებით გეგმავდა დესტრუქციულ ნაბიჯებს. გვყავდა გულანთებულ პატრიოტთა მთელი არმია, სამოქალაქო საზოგადოება არ გვყავდა, ან საიდან უნდა გვყოლოდა, 70-წლოვანი არათავისუფლების შემდეგ?

და როგორც აღმოჩნდა, ჩვენ ვიყავით ახლადფეხადგმული ქვეყანა ნამდვილი ძალოვნების და მომზადებული სამხედროების გარეშე. და კიდეც რომ გვყოლოდა ასეთი შეიარაღებული ძალები, მათთვისაც უძნელესი იქნებოდა იმ მომენტის გადალახვა, რომ მათ წინაშე იარაღით ხელში ისევ “ქართველები” იდგებოდნენ: ანტისახელმწიფოებრივები, ალოგიკურები, ბრიყვები, მაგრამ ასეთები და მორჩა. ქართული სახელმწიფოს ტრაგედიაც ამაში იყო, თავდაპირველი ტრიუმფის შემდეგ.

ქარიშხლიანი შენი წარსული
აღსდგება, რომ კვლავ გაიღოს ხმები.
იცხოვრებ ქვეყნად, მაშინაც, როცა
სხეულით ქვეყნად აღარ იქნები! …
(გალაკტიონი)

კონსტანტინე გამსახურდია

2016 წლის 31 მარტი

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s