Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, მესხეთი, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

ჩვენ გვჭირდება ზომიერი და ჯანსაღი ნაციონალიზმი!

Posted by iberiana on September 28, 2016


%e1%83%aa%e1%83%9d%e1%83%a2%e1%83%9c%e1%83%94-%e1%83%92%e1%83%90%e1%83%9b%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%ae%e1%83%a3%e1%83%a0%e1%83%93%e1%83%98%e1%83%90ცოტნე გამსახურდია – დიახაც, ჩვენ გვჭირდება ზომიერი და ჯანსაღი ნაციონალიზმი!

28 სექტემბერი, 2016

გუშინ მომხდარი აქციის და ნაციონალიზმის ხელაღებით გმობას სანამ დავიწყებდეთ, მოდით, მის მიზეზებზეც ვილაპარაკოთ. პრაქტიკულად ბოლო ორი ათეული წელია ქართველი (არ მაქვს საუბარი ერთ მუჭა სუბიექტებზე) და ზოგადად – საქართველოს მოქალაქე, ყველაზე უუფლებო და დაუცველია ამ ქვეყანაში. ეს რადიკალური და მიუღებელი გამოვლინება სწორედ იმ დაგროვილი პროტესტის გრძნობის შედეგია, რაც სხვადასხვა ხელისუფლების დანაშაულებრივმა უგნურებამ და ღალატმა მოიტანა.

გავიხსენოთ სულ ახალი ისტორია თურქების მიერ აჭარაში სკოლის უნებართვოდ აშენების შესახებ… ჯერ კიდევ სააკაშვილმა ერთი ხელის მოსმით ათასობით რადიკალურად განწყობილ თურქს მიანიჭა მოქალაქეობა, ხოლო თურქეთის დღევანდელი ხელისუფლება დაუფარავად აცხადებდა ბათუმის, აჭარის თურქეთის წიაღში მშვიდობიანად დაბრუნების შესახებ!

გაურკვეველი წარმოშობის კაპიტალის, ხშირად – რუსულის, ხელშია საქართველოს ენერგოსისტემა, მდინარეები ზედ აგებული ჰესებით. სააკაშვილმა 1500(!) ჰექტარი ტერიტორია სვანეთში ერთ დოლარად გადასცა გაურკვეველ, ოფშორულ ინვესტორს და დღესაც კახა კალაძის კლანი სასათბურე პირობებს უქმნის მას მიუხედავად ხელშეკრულების პირობების მრავალგზის დარღვევისა!

საქართველოს მდინარეები ფაქტობრივად გაყიდულია: – ჰესის აშენება, მით უფრო იმ ზომით და სტანდარტით, როგორც აქ ხდება, სწორედ მდინარის ხელში ჩაგდებას ნიშნავს! უახლოეს მომავალში ცხენისწყლის და რიონის ირანში გადაგდებაც იგეგმება, რაზეც ირანის ელჩმა უკვე ღიად ისაუბრა. იყიდება ყველაფერი: მიწა, წყალი, ობიექტები, ადამიანები. იყიდება რეალურად დათვლილი ეკონომიკური სარგებლის გარეშე, მუქთად, ჩუმად, ხალხის ზურგსუკან, ყოველგვარი ადგილობრივი და საერთაშორისო ნორმების და სტანდარტების დარღვევით. იხ. მაგალითად, ორჰუსის კონვენცია…

დაინტერესდით რა ხდება ტყიბულში, ზესტაფონში, ჭიათურაში, კასპში. რა გაუსაძლის პირობებში უწევს მოსახლეობას მუშაობა და ცხოვრება მოწამლულ გარემოში. რეალურად ნებისმიერ ადგილას, სადაც კი მუშაობს წარმოება ამ ქვეყანაში, ადგილობრივი მოსახლეობა ყველაზე უუფლებო და უუნაროა, ხოლო ხელისუფლება – ყოველთვის უცხოელი ინვესტორის მხარესაა. ამ ყველაფრის შემდეგ ნაციონალიზმი გიკვირთ?

დიახაც, ჩვენ გვჭირდება ზომიერი და ჯანსაღი ნაციონალიზმი! გვჭირდება საქართველოს ყველა მოქალაქის დაცვა და არა მონათმფლობელური “მდიდარი უცხოელების კულტი”, რომელნიც ხან იარაღით და ხან – ფულით, გვაცლიან საარსებო სივრცეს.

არადა, გააგრძელეთ ჭერში ბუზების თვლა და წუწუნი – “რა გვეშველება…”

 ***

ჩემი აზრით, ქართული ნაციონალიზმი მხოლოდ მათ უშლის ხელს, ვისაც ამ ქვეყნის დაცლა და შემდეგ ჩვენი ტერიტორიების ერთმანეთში გადანაწილება უნდა! სწორედ ასეთებმა აქციეს ჩვენ ერონულ იდენტობაზე ლაპარაკი ანაქრონიზმად, მიუღებლად. შეგიძლიათ არ დაიჯეროთ შეთქმულების თეორიების, უბრალოდ გადახედეთ ჩვენი დიდი მეზობლების გაცხადებულ პოლიტიკას.

ნაციონალიზმი საქართველოს ყველა მოქალაქის ინტერესს უნდა ემსახურებოდეს, ყოველგვარი ფაშისტური მდგენელის გარეშე! ყველა მოქალაქის, გარდა მათი, ვინც ამ ქვეყნის დაშლას ისახავს მიზნად. ასევე აუცილებელია გავითვალისწინოთ და დავაკავშიროთ ჩვენი მონათესავე კავკასიელი ხალხების ინტერესები: ხომ არავის უკვირს, მაგალითად, თურქეთისა და აზერბაიჯანის ახლო, ნათესაური ურთიერთობა?

ზვიად გამსახურდია:

ნაციონალიზმი” და “ნაციზმი” არ არის იდენტური ცნებები. ნაციონალიზმი ნაციის თვითმყოფადობისა და განვითარებისათვის ზრუნვაა, იგი არ უარყოფს სხვა ერების სიყვარულს, მათთან თანამშრომლობას და კეთილმეზობლობას, ნაციზმი კი შოვინიზმის უკიდურესი ფორმაა, ეს არის საკუთარი ნაციის ფეტიშიზაცია, სხვა ერებისადმი სიძულვილი, ერთი ერის მხრივ სხვა ერებზე ბატონობისკენ, მათი მოსპობისკენ სწრაფვა.

ნაციზმი და შოვინიზმი მხოლოდ დიდ ერებს ახასისათებს, რომელთაც აქვთ ექსპანსიისკენ დიდი მიდრეკილება. მცირე ერის ნაციონალიზმი კი არავის უქმნის საფრთხეს, იგი იცავს მარტოოდენ საკუთარ არსებობას და თვითმყოფადობას.”

ცოტნე გამსახურდია

29 სექტემბერი, 2016

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s