Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, მესხეთი, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

ნაციონალიზმი და “ქსენოფობია”

Posted by iberiana on October 3, 2016


ნაციონალიზმი და “ქსენოფობია”

  • ქართული ეთნოსი არსებობს.
  • ქართული სახელმწიფო შექმნილი და დღემდე მოტანილია, უმეტესწილად და თითქმის ექსკლუზიურად, ქართული ეთნოსის მიერ.
  • საქართველო ქართული ეთნოსის სამშობლო და უმთავრესი სასიცოცხლო სივრცეა.
  • ადგილობრივი ბაზარი, მსგავსად ტერიტორიისა, ასევე ქართული ეთნოსის სასიცოცხლო არეალია.
  • ქართული სახელმწიფოს, როგორც ინსტიტუტის, ფუნქციაა ქართული ეთნოსის გადარჩენისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა, მისი ეთნო-ფსიქიკისა და კულტურისთვის შესაფერის ფორმებში, ღირსებისა და თავისუფლების დაცვით.

14469561_120734568389077_6775682014519618905_n1

ბევრს ჰგონია, რომ ქართული “ქსენოფობია” ირაციონალურია, უსაფუძვლოა, უმიზეზოა, თავისთავადია და არსაიდან მოდის. რეალურად კი, მიზეზები ძალზედ ცალსახა და მკაფიოა და მდგომარეობს შემდეგში: დღევანდელი ქართული სახელმწიფო ვერ და არ უზრუნველყოფს თავის უპირველეს ფუნქციასა და მოვალეობას – დაიცვას საკუთარი მოსახლეობის კოლექტიური სასიცოცხლო სივრცე: იმ ფონზე, როდესაც მეზობელი თურქეთი მიზანმიმართულად და გაუჩერებლად ცდილობს საქართველოს ტერიტორიაზე თავისი გავლენის გაძლიერებასა და, მინიმუმ, აჭარის მიტაცებას, ამ ეტაპზე, დემოგრაფიული და ეკონომიკური ექსპანსიის გზით, ეს სახელმწიფო წარმოადგენს ქართული ეთნოსისთვის მზარდ, სერიოზულ და, ერთი შეხედვით, შეუჩერებელ ეგზისტენციალურ საფრთხეს. ამის მაგალითია, აჭარის თურქეთიზაცია, იქ უნებართვო სკოლის გახსნა და ქართული სახელმწიფოს ნელ-თბილი, კაპიტულანტური პასუხი, თურქი ნაციონალისტების – “რუხი მგლების” ტაშ-ფანდური სარფში, სადაც ისინი გაიძახდნენ, თურქული მიწა თურქებსო, აფხაზეთის სეპარატისტულ-ტერორისტული მთავრობის გაუჩერებელი და პერიოდული ვიზიტები და შეხვედრები თურქეთში, აფხაზური კულტურის დღეები თურქეთში, არალეგალური საზღვაო მიმოსვლა თურქეთსა და არაკონტროლირებად აფხაზეთს შორის, საქართველოს სახელმწიფოს გვერდის ავლით, მეჩეთების აგების ლობირება და ფინანსირება ისლამის იმპერიული მიზნებისთვის მოსაძლიერებლად, მათ შორის, აზიზიეს მეჩეთის გახმაურებული საქმე წარსულში, ქართული წირვა-ლოცვის აკრძალულობისა და ქართული ეკლესია-მონასტრების გადმოუცემლობის ფონზე. აღარაფერს ვამბობ, მიტაცებულ ტერიტორიებზე, რომლებიც ჩვენი საკუთრებაა; თურქეთის პირდაპირ და ღიად გაცხადებული ამბიციები იმპერიული სივრცის აღდგენისა და აჭარისადმი განსაკუთრებული ინტერესის შესახებ, რის წინააღმდეგაც ქართული სახელმწიფო სრულიად უძლური და იმპოტენტია, და წაყრუება-დაყოლის პასიურ პოლიტიკას ატარებს. მეორეს მხრივ, სახელმწიფო ვერ და არ უზრუნველყოფს ინდივიდის ღირსებას და დაცულობას საკუთარ ტერიტორიაზე, რაც ვლინდება ქართველების აშკარა და უხეშ ეთნიკურ დისკრიმინაციაში რიგ უცხოურ დაწესებულებებში შეშვება-არშეშვების გადაწყვეტილების მიღებისას, ქართველების ცემის, დაჭრისა თუ შეურაცხყოფის არაერთ დაუსჯელ ფაქტში. აქაც, სახელმწიფო სრულიად უმოქმედოა, იმპოტენტია და მომხდურებთან კოლაბორაციონისტობს და მათ ხელს აფარებს.

სრულად: https://iberiana2.wordpress.com/segm/qsenofobia/

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s