Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, მესხეთი, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

“ოცნებების სასაკლაო”

Posted by iberiana on October 7, 2016


“ოცნებების სასაკლაო” – მეტეხის ხიდზე მომხდარი დანაშაულის მოწმეები დუმილს არღვევენ

სოციალურ ქსელში გავრცელდა ეკა წამალაშვილის ჟურნალისტური კვლევა-ფილმი “ოცნებების სასაკლაო”, რომელიც 1992 წლის 6 იანვარს მომხდარი ერთი ტრაგიკული ეპიზოდის შესახებ გვიყვება. ამ კონკრეტულ ამბავს 14 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.

“1992 წლის იანვარში, თბილისში, კრიმინალები დემოკრატიულად არჩეულ ხელისუფლებას ამხობდნენ. 6 იანვარს, გამთენიისას, პრეზიდენტმა გამსახურდიამ პარლამენტის ალყაშემორტმული შენობის დატოვება გადაწყვიტა. იმ ტრაგიკულ დილას პრეზიდენტს და მის კოლონას რამდენიმე ადგილას გაუხსნეს ცეცხლი. უმძიმესი იყო პრეზიდენტის კოლონაში შემავალი ავტობუსის დაცხრილვის ფაქტი მეტეხის ხიდზე. იქ მოკლულების შესახებ ცნობები დამალეს. ადამიანთა მცირე ჯგუფი თბილისის საავადმყოფოებსა და მორგებში ცდილობდა დაჭრილებისა და მოკლულების მიგნებას” – მოგვითხორობს ეკა წამალაშვილი ფილმში.

როგორც ეკა წამალაშვილმა INFONET-ს უთხრა, სწორედ იმ ტრაგიკულ დილას გადაუმოწმებელი ინფორმაციით, 1992 წლის 6 იანვარს მეტეხის ხიდზე მოკლულებში იყვნენ: 36 წლის თამაზ კაკულია, 43 წლის კოტე კურდღელია, 25 წლის ემზარ ლომთაძე, 32 წლის სერგი ინასარიძე, 40 წლის ნოდარ პაპიაშვილი, გელა გელაშვილი, ვახტანგ თორდია, ვალიკო ყავლაშვილი და კიდევ 4 უცნობი პირი.

გავიდა ლამის 25 წელი, ეკა წამალაშვილს ფილმში „ოცნებების სასაკლაო“ მეტეხის ხიდზე დახვრეტილი ავტობუსის მძღოლი, მისი მგზავრები და პრეზიდენტის კოლონის გამცილებელი – საჯაროდ პირველად ყვებიან ყველაფერს..

თუ გაინტერესებთ ვინ ესროლა ავტობუსს, რომლითაც დეპუტატები და ზვიად გამსახურდიას სხვა მომხრეები თბილისს ტოვებდნენ, უყურეთ ამ ძალიან საინტერესო ფილმს, რომლის წარდგენასაც ავტორის განმარტებით დავასრულებთ:

„ამ ფილმით მე მინდოდა ჩემი წილი ბოდიში მეთქვა 1992 წლის 6 იანვარს მეტეხის ხიდზე დახვრეტილი ავტობუსის სოხუმელი მძღოლისთვის იური გაგუასთვის, 24 ნატყვიარს რომ ატარებს, ერთი ფილტვით რომ დარჩა და არც ერთი ხელისუფლებისგან დახმარება არ მიუღია! უზენაესი საბჭოს დეპუტატებისთვის, ასევე სოხუმელებისთვის : რეზო კემულარიასთვის და ვლადიმერ მირცხულავასთვის, მათთან ერთად ნემო ბურჭულაძისთვის და სხვებისთვის… იქ მოკლულ თამაზ კაკულიასთვის (ისიც სოხუმიდან იყო), სერგი ინასარიძისთვის და სხვებისთვის. იქ დაჭრილებისთვის, იმ დახვრეტილი ავტობუსის გამცილებლისა და დამცველისთვის, პრეზიდენტ გამსახურდიას კომენდანტ გოჩა ბახიასთვის (ასევე სოხუმიდან) და კიდევ ბევრისთვის…

ბოდიში, რომ არ მოვიკითხეთ და დავივიწყეთ დიდი დანაშაული, რომლის მსხვერპლიც ყველა ვართ. პირველ რიგში და განსაკუთრებით კი თქვენ.

ბოდიში, რომ ჩვენ ვუშვებთ ამის ჩამდენებმა “ღირსებაზე” და “სამართლიანობაზე” გველაპარაკონ და “ჰეროკრატია” გვიჩვენონ.“

http://infonet.ge/?lang=geo&read=2105

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s