Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, მესხეთი, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

9 აპრილიდან 9 აპრილამდე

Posted by iberiana on აპრილი 8, 2017


9 აპრი;ი

კონსტანტინე გამსახურდია – ჩვენს თვალწინ არნახული სისწრაფით ჩაიქროლა ისტორიამ 9 აპრილიდან 9 აპრილამდე

1989 წლის 9 აპრილი: ღამე, რომელმაც შეცვალა არამხოლოდ საქართველოს, არამედ გარკვეულწილად აღმოსავლეთ ევროპის ისტორიაც;
ღამე, როდესაც წარმოუდგენელი იყო უხეში, საზარელი ძალის წინაშე შიში, კუდის ამოძუება, საკუთარ პოზიციაზე უარის თქმა;
ღამე, როდესაც მოხდა უპრცედენტო დარბევა, რადგან მსოფლიოს ალბათ არ ახსოვს, მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ მომწამლავი გაზი გამოეყენებინოთ;
ღამე, როდესაც რუსთაველზე ჩაქრა შუქი და სანთლებიღა ეჭირათ მომიტინგეებს, ხოლო სულში ცოცხლდებოდა იოანეს სახარების სიტყვების განწყობა – “ნათელი იგი ბნელსა შინა სჩანს და ბნელი იგი მას ვერ ეწია;”
ღამე, როდესაც მერაბ კოსტავას ცნობილი სიტყვა ითქვა გადამწყვეტ მომენტში, დღესაც რომ ისეთივე ზემოქმედება აქვთ, როგორც მაშინ.

1991 წლის 9 აპრილი, დამოუკიდებლობის გამოცხადება ახალ რეფერენდუმის შედეგებზე და 1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის აქტზე დაყრდნობით; დროზე ადრე შეკვეცილი “გარდამავალი პერიოდი”, გამოცხადებული ნახევარი წლით ადრე, და ამას თავისი მიზეზები ქონდა: ეს იყო აგრესიული დამოკიდებულება კრემლისა ჩვენი პარლამენტის პრაქტიკულად ყველა დადგენილებაზე, დაუსრულებელი მუქარა, ასევე 17 მარტის გაყალბებული “რეფერენდუმი” სსრკ-ს შენარჩუნებაზე.

და ისევ ქვა, მთავრობის სასახლესთან, სანთლები, დაღუპულთა ხსოვნისთვის.

დამოუკიდებლობის გამოცხადება 9 აპრილს გავდა დავით აღმაშენებლის მისვლას ანისის აღებისას თურქთაგან მოკლული დედოფლის საფლავთან სიტყვებით “გიხაროდენ დედოფალო, რამეთუ ღმერთმა იხსნა შენი ტაძარი უსჯულოთაგან” – სამჯერ ჩასძახა თურმე.

ზვიად გამსახურდიას მიერ დამოუკიდებლობის აქტის წარდგენა იყო ფაუსტის სიტყვები: “შეჩერდი წამო, რა შვენიერი ხარ!”

ეს კიდევ მომაგონებდა დაჭრილი დიდოსტატი არსაკიძის ბიბლიური წარმომავლობის სიტყვებს, თითქმის დასრულებული სვეტიცხოვლის დანახვისას: “იქმენინ ნათელი”.

და ბოლოს, როგორ გამომაფხიზლებლად ჟღერდა სახალხო ეიფორიის ფონზე – კარგია ზეიმი, ოღონდ ნუ დაგვავიწყდება, რომ ნამდვილი ბრძოლა ახლა იწყებაო.

დიახ, ეს იყო 9 აპრილიდან 9 აპრილამდე.

კონსტანტინე გამსახურდია

8 აპრილი, 2017

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s