Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, მესხეთი, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

ტყვია ქართულ სუნელებში

Posted by iberiana on ივლისი 2, 2017


IMG_7025_5957e7b063268[1]ნიუ-იორკის ჯანდაცვის დეპარტამენტი: ქართულ სუნელებში ტყვიის საგანგაშო დოზა აღმოჩენილია 2017 წელსაც

როგორც ნიუ-იორკის ჯანდაცვის დეპარტამენტი On.ge-სთვის გამოგზავნილ წერილში წერს, ისინი საფრთხის შესახებ რეგულარულად აფრთხილებენ ქართული სუნელების პოტენციურ მომხმარებლებს.

უწყების ინფორმაციით, ისინი უკვე წლებია ამოწმებენ საქართველოში წარმოებულ, სხვადასხვა სახის სუნელს ტყვიის შემცველობაზე და დარღვევებს რეგულარულად პოულობენ. მათ შორის, “საგანგაშო ოდენობის” ტყვია აღმოჩნდა 2017 წელს შემოწმებულ სუნელებშიც. თუმცა, წერილში არ წერია, კონკრეტულად რომელი ბრენდის, ან რა სახით დაფასოებული სუნელებია შემოწმებული და საფრთხის შემცველი. ამის დაზუსტებას ჯანდაცვის დეპარტამენტი უახლოესი დღეებისთვის დაგვპირდა.

ნიუ-იორკის ჯანდაცვის დეპარტამენტის ცნობით, მათ მიერ ერთ-ერთ ნიმუშში აღმოჩენილი ტყვიის საგანგაშო ოდენობა იყო 27 000 ppm (27 000 ერთეული მილიონზე) მაშინ, როცა, მაგალითად, ტკბილეულში ტყვიის დასაშვები, უსაფრთხო ზღვარია 0,1 ppm.

ნიუ-იორკის ჯანდაცვის დეპარტამენტი გარკვევით ამბობს, რომ მათი გაფრთხილება, ქართულ სუნელებში ტყვიის შემცველობაზე, ახლაც ძალაშია. თუმცა, მათ საქართველოს გენერალური საკონსულო ნიუ-იორკში ამის შესახებ ჯერ კიდევ 2011 და 2015 წლებში გააფრთხილეს და ინფორმაცია შემდგომი გამოძიებისთვის გაუგზავნეს ქართულ მხარეს. მათივე თქმით, 2015 წელს გამოქვეყნებული გაფრთხილება კი საქართველოს საკონსულოსთან თანამშრომლობით შეიქმნა, რათა გაეფრთხილებინათ ქართული სუნელების პოტენციური მომხმარებლები…

სურსათის ეროვნული სააგენტოს პასუხი:

“სურსათის ეროვნული სააგენტო სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ ქართულ სუნელზე დღეს არანაირი შეზღუდვა არ მოქმედებს. სააგენტო მუდმივად აწარმოებს მონიტორინგს და ლაბორატორიულ კვლევას.

დღეს ქართულმა მედიასაშუალებებმა გაავრცელეს ნიუ-იორკის ჯანდაცვის დეპარტამენტის განცხადება ქართული წარმოების სანელებლებში ტყვიის მაღალი შემცველობის შესახებ, რაც არის 2015 წლის ინფორმაცია და არავითარი საერთო არ აქვს დღევანდელ რეალობასთან”.

On.ge გააგრძელებს აღნიშნულ საკითხზე მუშაობას და ყველა შესაძლო გზით შეეცდება მოიპოვოს დეტალური ინფორმაცია იმის შესახებ, თუ კონკრეტულად რა სახეობის სუნელს ამოწმებს სურსათის ეროვნული სააგენტო მძიმე მეტალების შემცველობაზე, როგორია შემოწმების სიხშირე და შედეგები, ასევე, ბოლოს როდის ჩატარდა მსგავსი შემოწმება

https://on.ge

***

%e1%83%aa%e1%83%9d%e1%83%a2%e1%83%9c%e1%83%94-%e1%83%92%e1%83%90%e1%83%9b%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%ae%e1%83%a3%e1%83%a0%e1%83%93%e1%83%98%e1%83%90

ცოტნე გამსახურდია

“ბავშვობიდან, არასდროს, არავის პირადი შური არ მქონია…

მშურდა და მშურს უცხოელების, მათი ქვეყნების, საზოგადოების განათლებულობის, განვითარების, ორგანიზებულობის, წესრიგის, პატიოსნების… მშურს ამერიკელების: აღმოაჩინეს ტყვია ქართველი ბავშვების სისხლში, განგაში ატეხეს, მივიდნენ მათ სახლებში, ყველაფერი შეამოწმეს და მიაკვლიეს მოწამლვის წყაროს. არ დაეზარათ, არ დაენანათ რესურსი ერის ჯანმრთელობისათვის! სისტემა საათივით აწყობილია!

… სახეში აფარებ ამ დოკუმენტებს, მოსალოდნელ ზიანს და საფრთხეს, საქართველოს ხელისუფლების დანაშაულებრივ უმოქმედობას, სიბრიყვეს, კორუფციას და მაინც გეუბნებიან – არაო! განა შეიძლება ასე ყოველ ნაბიჯზე ერი თვითგანადგურებისკენ ისწრაფოდეს?!…

“თქვენ გესმით რა ხდება?! საერთოდ დაგრჩათ ტვინში ნეირონები?! ამერიკის ხელისუფლება აფრთხილებს საქართველოს სახელისუფლებო სტრუქტურებს საშინელი საფრთხის, საწამლავის შესახებ ჩვენს პროდუქტებში და ჩვენ ამას გვიმალავენ!

ვინ აგებს ამაზე პასუხს?! ვინ ჩაატარა მოკვლევა ან გამოძიება? ვინ გამოიკვლია უხარისხო საწვავის შემოტანის საკითხი, ან ბიძინეს მეგობრების “არემჯი გოლდი” რომ ნახევარ სამხრეთ საქართველოს ველ-მინდვრებს და მდინარეებს წამლავს? სხვა კომპანიებზე და კატასტროფულ ეკოლოგიურ ვითარებაზე აღარ ვამბობ: აქ ხომ ბიზნესი და ხელისუფლება ერთ მაფიოზურ ქსელშია შეზრდილი!

როდემდე ავიტანოთ ეს ყველაფერი?!”

წერს ცოტნე გამსახურდია სოციალურ ქსელში

02.07.2017

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s