Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, მესხეთი, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

ტაო-კლარჯეთში უცნობი წარწერა აღმოაჩინეს

Posted by iberiana on ივლისი 20, 2017


a68916b[1]

“ის არაერთ საიდუმლოს მოჰფენს ნათელს”

ტაო-კლარჯეთში უცნობი წარწერა აღმოაჩინეს

1500481297_tao[1]

საქართველოს კულტურისა და ტურისტული რესურსების კვლევის ცენტრის ინფორმაციით, თურქეთის ტერიტორიაზე, სოფელ მერენესში, ისტორიულ ტაო-კლარჯეთში, უცნობ ასომთავრულ წარწერას მიაკვლიეს.

წარწერა სოფელში, წყლის არხის გაყვანის დროს, მიწაში 11 ივლისს იპოვეს. აქვე დასტურდება ეკლესიის ფრაგმენტები. შემორჩენილი ნაშთებიდან ჩანს, რომ ეკლესია ძალზე მასშტაბური იყო. ადგილობრივი მოსახლის სახლში ჩატანებულია ჯვრის ორნამენტიანი ქვა.

ასომთავრული წარწერის ტექსტი მნიშვნელოვან ინფორმაციას შეიცავს ამ რეგიონისა და აქ მოღვაწე პირების შესახებ. წარწერის პირველი ნაწილი გვაუწყებს, რომ 954 წლის 25 იანვარს გარდაიცვალა აშოტ კურაპალატი, ტაო-კლარჯეთის ქართველთა სამეფოს ერთ-ერთი ხელმწიფე, ბაგრატიონთა სახლის ტაოს შტოს წარმომადგენელი, ოპიზის მონასტრის სახელგანთქმულ ქტიტორულ რელიეფზე გამოსახული ისტორიული პირი – აშოტ II კურაპალატი, რომლის შესახებაც ცნობები რამდენიმე ქართულ წერილობით წყაროში მოიპოვება.

 სუმბატ დავითის-ძის „ცხოვრება და უწყება ბაგრატონიანთა“ გვამცნობს, რომ კურაპალატი აშოტ II 954 წელს უშვილოდ მიიცვალა: „გარდაიცვალა აშოტ კურაპალატი, ძე ადარნასე ქართველთა მეფისა, ქრონიკონსა რ~ო~დ (174+780=954 წ.), და არა ესუა შვილი“.

წარწერის წაკითხვა და ისტორიულ-პალეგრაფიული ანალიზი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორმა, ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორმა თემო ჯოჯუამ ჩაატარა.

მერენესის მე-10 საუკუნის ასომთავრული წარწერის კვლევა გაგრძელდება და მეცნიერთა ვარაუდით, იგი ტაო-კლარჯეთის ისტორიის არაერთ სადავო თუ ბუნდოვან საკითხს მოჰფენს ნათელს. 

 
წარწერის ტექსტი:

„[გ(ა)რდ(აი)ც]ვალა აშ{ო}ტ | [კ(უ)რ(ა)პ(ა)ლ(ა)]ტი ქრ{ო}ნ{ი}კ{ო}ნსა | [რ]ჲიდ (174+780=954 წ.), თ(უეს)ა ი{ა}ნვ{ა}|რსა კე (25). ღ(მერთმა)ნ დ(ი)დ(ე)ბ(უ)ლ ყ|ვ{ე}ნ ს(უ)ლი მ(ა)თი. აღ(ე)შ(ე)ნა [წ(მიდა)ჲ] | ეკლ{ე}სი{ა}ჲ ჴ{ე}ლითა მ{ი}ქ{აე}ლ{ი}ს{ი}თ[ა], | ღ{უე}რკ{ე}ლ{ი}ს{ი}თა და თ{ო}მ{ა}სითა, | [-]რთვს{ი}თა (?), [-]მ[-]თრს{ი}თა (?), [ა(მე)ნ] (?)“.

17.07.2017

http://www.presa.ge/new/?m=society&AID=57490

 

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s