Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, სამცხე, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

ინდოელები კახეთში, კახელები კი “მახეში”

Posted by iberiana on ივლისი 26, 2017


ნიკოლოზ კენჭოშვილი – ინდოელები კახეთში – კახელები “მახეში”

ალ ჯაზირა – ინდური “შემოსევა” ქართულ მიწებზე

 

ინდოელები ქიზიყს შეესიენ!

2225.07.2017

თათა მურაჩაშვილი

ენ პი ეი) ის, რაც კახელების თავს ამჟამად ხდება, წესით მთელი საქართველოს საწუხარია. მართალია, ისინი ყველაფერს ხელისუფლებას, ქვეყანაში შექმნილ ეკონომიკურ სიდუხჭირეს, უმუშევრობას, გლეხის შრომის დაუფასებლობას აბრალებენ, მაგრამ მათაც არანაკლები წვლილი მიუძღვით იმ ყურით გაუგონარ ამბებში, რაც ქიზიყში, კონკრეტულად კი სიღნაღის რაიონში ხდება. ჩვენი რესპოდენტის ვინაობას, მისივე თხოვნით ინკოგნიტოდ ვტოვებთ.

რესპოდენტი: _ სიღნაღის რაიონი, ეს ულამაზესი კუთხე, რომლის “სავიზიტო ბარათიც” ალაზნის ველია, უცხოელებმა დაიპყრეს. ,,ქართველთა მარშებს“ თბილისში რომ აწყობენ, საქართველო მარტო დედაქალაქია? აქეთაც გამოიხედონ რა ხდება, ჩალმიანების შემოსევა გვაქვს.
_ ვინ არიან ჩალმიანები?

_ წნორში, ბოლო წლებში უამრავი ინდოელი დასახლდა. მხოლოდ რუსებზე რომ ვლაპარაკობთ და აქციებს ვუმართავთ საზღვართან, ამათაც ,,მცოცავი ოკუპაციით“ დავიპყრეს. ჯერ რამდენიმე ინდოელი ჩამოვიდა და წნორში იყიდა ბინა, მერე სხვები ჩამოიყვანეს და ასე გამრავლდნენ. ამათ ჩინელები მიემატნენ და მოიწყეს ცხოვრება ამ ბარაქიან მიწაზე. ჩვენი ხალხი მონებად აიყვანეს, ტყავს აძრობენ შრომით და კაპიკებს უხდიან. საშინელი მდგომარეობაა, ეს იცის ყველამ, მათ შორის ხელისუფლებამ, რა თქმა უნდა, მაგრამ ეგენი არიან, ვინც არიან. წნორში, კომუნისტების დროს აშენდა ე.წ. „ზაგოზერნო“, იგივე ხორბლის გადამამუშავებელი დიდი საწარმო, რომელიც სახელმწიფოს ეკუთვნოდა.მერე ის ვიღაც ქართველმა შეისყიდა. ინდოელები რომ ჩამოვიდნენ, თავიდან ამ საწარმოში დაიწყეს მუშაობა, ისწავლეს როგორი პრონციპით მუშაობდა და ბოლოს მთელი საწარმო იყიდეს. ახლა ,,ზაგოზერნო“ მათი საკუთრებაა. მერე სახნავ-სათესი მიწებიც შეისყიდეს, ქართულ მიწაზე მოყვანილი ხორბლისგან ფქვილს აკეთებენ და ყიდიან. წნორიდან ლაგოდეხამდე რაც სახნავ-სათესი მიწაა, უმეტესობა უკვე მათი საკუთრებაა. ასეულობით ჰექტარი აქვთ, კიდევ ყიდულობენ და ზრდიან ქონებას.

_ მხოლოდ ის ერთი ჯგუფი აკეთებს ამას, რომლებიც პირველად ჩამოვიდნენ?

_ არა, რას ამბობთ. უკვე იმდენი არიან, ერთი დიდი სოფელი გაივსება. ჩამოჰყავთ და ჩამოჰყავთ ინდოელები. ამბობენ, რაც ჩვენს ქვეყანაში 1 ჰექტარ მიწაში უნდა გადავიხადოთ, აქ 100 ჰექტარი მოგვდისო. სახლებსაც ყიდულობენ. წნორის გვერდით არის სოფელი საქობო. წნორში და საქობოში ათეულობით სახლი გაიყიდა ინდოელებზე. რომ იყიდიან სახლს, მერე ანგრევენ და როგორც თავად სურთ ისეთ სახლს იშენებენ. პირველ რიგში სამლოცველო ოთახს იწყობენ. გაწამებულები ჰყავთ მშენებლები, რა თქმა უნდა, ქართველები. ააშენებენ ესენი, იმათ არ მოეწონებათ და ისევ ანგრევინებენ. შენობებს გარედან საოცარ ფერებად ღებავენ. ერთ სახლში უამრავი ინდოელი ცხოვრობს. რამდენიმე ინდოელი ქალიც ჰყავთ ჩამოყვანილი, მაგრამ ძირითადად კაცები არიან. ალბათ, თქვენც მიხვდებოდით, მათ აქვთ გარკვეული გეგმა.
_ რა გეგმა?

_ საქართველოს, კერძოდ კახეთის დაპყრობა სურთ ბრძოლის გარეშე, რაშიც ხელისუფლებაც ეხმარებათ. ბანკში რომ მივდივართ და რიგია, ქართველები ვდგებით რიგში. ისინი რიგში არ დგებიან. რომ დაინახავენ ბანკის თანამშრომლები მაშინვე უთავისუფლებენ ადგილ ს და ურიგოდ ემსახურებიან. რამდენჯერმე ვიჩხუბეთ ამის გამო და ბანკის მესვეურებმა გვითხრეს, ,,ზემოდან“ გვაქვს ბრძანება მიღებული, ეს ხალხი რიგში არ უნდა ჩავაყენოთო. ჯიპებით დაიბღინძებიან ინდოელები კახეთში, როგორც ფეოდალები ისე ცხოვრობენ. რამდენჯერმე ავარია მოახდინეს, მაგრამ პატრულმა მაშინვე გაუშვა და მეორე ავტომანქანის მძღოლს დააბრალა ყველაფერი. რაც უნდა დააშავონ, არავინ ეუბნება რამეს და გათავხედებულები არიან.
ერთი წლის წინ, წნორში მაცხოვრებელი ინდოელი გარდაიცვალა დანარჩებმა მიცვალებული წაიღეს წნორის ცენტრში, გზაჯვარედინზე, პოლიციის შენობის წინ და იქ უნდოდათ დაეწვათ. იძახდნენ, რომ მათთან ასეთი წესია, სოფლის ცენტრში წვავენ გარდაცვლილს და აქაც მოინდომეს ამის გაკეთება. ხალხი გამოცვივდა, პატრული მოიყვანეს, ქვეყანა შეიყარა და ამჯერად არ მისცეს ამის უფლება. გარკვეული დროის შემდეგ, როცა უფრო მეტნი იქნებიან, ალბათ, ამასაც გააკეთებენ და ქართულ სოფლებსა და ქალაქებში, ცენტრში დაწვავენ თავის მიცვალებულებს.
_ ხალხი რატომ ყიდის უცხოელებზე ბინებს? მხოლოდ ხელისუფლებას რომ ადანაშაულებთ, ადგილობრივების დანაშაულს ამაში ვერ ხედავთ?
_ ძალიან უჭირს ხალხს. გლეხის შრომა დაფასებული არ არის ჩვენს ქვეყანაში. შრომობენ სულის ამოხდამდე, მერე ან სეტყვა ანადგურებს ყველაფერს, ანდაც ვერ ყიდიან მოწეულ პროდუქტს. ბობოლა ქართველებს უცხოეთიდან შემოაქვთ სუპერმარკეტებში ბოსტნეული, ხილი და იაფად ყიდიან. ადგილობრივი გლეხები კი იძულებულნი არიან იმაზე ნაკლებად გაყიდონ. ჯამში, დახარჯულ თანხასაც ვერ იღებენ. მოკლედ, იძულებულნი არიან გაყიდონ და წავიდნენ ქალაქში ლუკმაპურის საშოვნელად. კახეთში უამრავი სახლი იყიდება, რომ იტყვიან, ჩალის ფასად.
_ და რა ფასში იყიდება სახლები?
_ 1500 დოლარად იყიდეს ამას წინათ ინდოელებმა სოფელ საქობოში სახლი, გზის პირზე, რომელიც მაშინვე დაშალეს და ახალი ააშენეს.
_ რას მეუბნებით? რატომ ყიდიან ასე იაფად სახლებს კახელები?
_ ხომ გითხარით რატომაც ყიდიან. ჰოდა, ის უცხოტომელები სარგებლობენ ჩვენი ხალხის გასაჭირით. კანონიც არ უკრძალავთ მიწების ყიდვას და ყიდულობენ. მთავრობამ უნდა აკრძალოს ქართული მიწის გაყიდვა და ვეღარ იყიდიან.
_ მთავრობა თუ არ კრძალავს, გლეხებიც ვეღარ მოახერხებენ მათთვის მიწების მიყიდვას. ასეთი რამ როგორ შეიძლება, ჩვენ თუ არ გავუფრთხილდით ჩვენს სიმდიდრეს, ჩვენს ქვეყანას, უცხო რატომ გაუფრთხილდება?
_ რა ქნას ხალხმა, ზოგს ბანკის ვალი აქვს და იმის გამო, რომ გადაიხადოს, სულ არ დაკარგოს ყველაფერი და ღია ცისქვეშ არ დარჩეს, თავად ყიდის იაფად. ბანკს ვალს უსტუმრებს და ზოგჯერ თავადაც რჩება. ასეთებიც ხდება… ხელისუფლებამ უნდა შეაჩეროს ეს პროცესი და უცხოელზე მიწა არავის გააყიდინოს. ზოგი ამბობს, ინვესტიციას დებენ უცხოელები ჩვენს ქვეყანაში, რას ერჩითო? რად გვინდა ისეთი ინვესტიცია, თუ ტეროტორიებს დავკარგავთ? გეუბნებით, ვკარგავთ, თან შუაგულ კახეთში. ბარაქიანი მიწა გვეცლება ხელიდან ქართველებს და ხმას ვერ ვიღებთ.
_ ხმას ვერ იღებთ კი არა, ხელს უწყობთ…
_ ჩვენი ბრალი არ არის. ყველაფერს ხალხს ნუ დააბრალებთ, ხელისუფლებას უნდა მოვთხოვოთ პასუხი. მათ უნდა მოვთხოვოთ კანონის მიღება, რომ აიკრძალოს უცხოელებზე მიწის გაყიდვა, სხვანაირად დავიღუპებით. ქართული მიწა ქართველებს აღარ გვექნება.

წყარო: ევრონიუსი

***

2მიწათმოქმედების იაფფასიანი სამოთხე

გიორგი ჭეიშვილი

ინდოელთა რიცხვი კახეთი სულ უფრო და უფრო იზრდება, ინდოეთის მთავარ ქალაქებში კი აგენტები მიწებისა და საქართველოში ბიზნესის წარმოების რეკლამირებას ეწევიან.

საქართველოში არსებულ სასოფლო-სამეურნო მიწებს კომპანიები და ცალკეული პირები კლიენტებს სხვადასხვა ფასად ვებ-გვერდების (http://chandigarh.indialist.com, http://real-estate.vivastreet.co.in , http://www.clickindia.com, http://www.alibaba.com … ) მეშვეობითაც სთავაზობენ.

ერთ-ერთ განცხადებაში, ინდოელი აგენტი ფერმერებს საქართველოში ათასობით ჰექტარი მიწის ნაკვეთს სთავაზობს, თითო ჰექტარს კი, მათი მდებარეობის მიხედვით, 2500-დან 3000; სოფლებთან ახლომდებარე მიწებს კი 3500-დან 4500-მდე აშშ დოლარს აფასებს.

ამავე განცხადების მიხედვით, გარკვეული საფასურის სანაცვლოდ კომპანია კლიენტებს კონსულტაციას, ვიზითა და საცხოვრებლით უზრუნველყოფასაც სთავაზობს. აქვე კომპანიებისა თუ მათი წარმომადგენლების საკონტაქტო ინფორმაციაა მითითებული – როგორც ინდოეთში.

***

მართლა ფლობენ თუ არა ინდოელები კახეთში დიდ მიწებს?!

 

111

ამ ბოლო დროს გაჩნდა სტატიები, სადაც შეშფოთებაა გამოთქმული ინდოელების კახეთში მომრავლებასთან დაკავშირებით, ასახელებენ მათ რაოდენობას – 2000-2500, ძირითადად კაცებს.

balrah

სტატიებში მოყვანილი ინფორმაციების გადასამოწმებლად რეესტრს მივმართეთ (https://naprweb.reestri.gov.ge/#/search). წნორში ამ ბოლო დროს  გაყიდული უძრავი ქონების პირველივე გვერდზე ვნახეთ ჩვენთვის უცხო სახელის პიროვნება  და დავინტერესდით, სადაური იყო და რა ქონება ჰქონდა შეძენილი,

მოლოდინმა გაგვაოცა. ინდოეთის მოქალაქე ბალრაჯ გარგის (პირადი ნომერი H8705074, 01994001386) სიღნაღის რაიონში მის სახელზე რიცხული ქონება რეესტრში 5 გვერდზეა განთავსებული.

2012 წელიდან მის ან მისი შპს-ეების სახელზე:

შპს BHUMIN INTERNATIONAL (404405461);

შპს საკ ოილ (440393049);

შპს ალფა ლენდზ (440389839);

რომლის 100% წილის მფლობელი თვითონაა, საკუთრებაშია ათეულობით ჰექტარი  მიწა და უძრავი ქონება.

ეს არის არასრული ჩამონათვალი ინდოეთის მოქალაქის ქონებისა საქართველოში:

ქ. წნორი რუსთაველის N17, ქ. წნორი, 9 აპრილის 2ა,

ქ. წნორი დავით აღმაშენებლზე (3200 კვ.მ.), “ბროწლიანში”, წნორის ალაზნის მიწები (210 000 კვ.მ.), წნორში (53 700 და 14 001 კვ,მ),  სიღნაღის რაიონის სოფელ საქობოში (5000, 38900 და 50000 კვ.მ), ქვემო მაჩხაანში (16 787 და 21 409 კვ.მ), გზატკეცილი წნორი-სიღნაღი (600 კვ.მ.), 2014 წლანდე მის საკუთრებაში იყო  აგრეთვე სოფელ საქობოში (146 883 კვ.მ)

ბალრაჯი სხვა ინდოელებსაც ეხმარება შპს-ების სახელზე უძრავი ქონების ყიდვაში, ქართველებს კი იპოთეკით “ეხმარება”.

ამჟამად ბალრაჯის ინტერესის სფეროა სიღნაღის რაიონის სოფელ ძველი ანაგის მიწები!

ეს არის მხოლოდ ერთ ადამიანზე მოპოვებული არასრული ინფორმაცია, როგორი მდგომარეობაა ზოგადად კახეთში და მთლიანად საქართველოში უცხოელებზე გაყიდული მიწების მხრივ,  რთული წარმოსადგენია.

31 Responses to “ინდოელები კახეთში, კახელები კი “მახეში””

  1. თამილა said

    ნეტა ვის რას ვაბრალებთ, სიმსუქნისგან დასიებულ ჩვენ კაცებს დააბრალეთ. ღიპები სად წაიონ აღარ იციან. ესეა უპატრონო ეკლესიას ეშმაკები ეპატრონებიან :(((((((

    Like

  2. ნინო said

    ძალიან სამწუხარო ფაქტია,მაგრამ მაინც ისევ ჩვენ ვართ დამნაშავე ამ ყველაფერში…ხომ ხედავთ იმათ მუშაობა არ ეზარებათ,ჩვენ კი …მიტოვებულ ფარას მგელი დაეპატრონაო-ხომ გაგიგონიათ,ჰოდა ესეა მალე ყველანი უცხოელი ბატონების ყმებად გადავიქცევით ღირსიც ვიქნებით!
    უცხოელმა არ იყიდოს,ივანიშვილი რატომ ყიდულობსო და აბა თვითონ რას ვაკეთებთ?!

    Like

    • ეს იმისბრალია რო მიწის დამუშავება ეზარებთ

      Like

    • ზაზა said

      იმათ მუშაობა არ ეზარებათ? ქართველებს ამუშავებენ მონებივით და რახან ქართველი სხვის მონად მუშაობს საკუთარ მიწაზე მოწყდება წელი მაინც და მაინც? უბრალოდ პოლიტიკაა ასეთი ამ ქვეყანაში, ერის მიზანმიმართული გენოციდი ხორციელდება.

      Like

    • MIXA said

      ყველამ წაიკითხოს მათ ისეთი გადასახადები არააქვს როგორც ქართველებს გვთხოვენ,იცით ქართველ ფერმერებს კრედიტები რომ დარჩა გადასახადი? ჰა? ამის შემდეგ ვინ მოკიდებს მიწას ხელს?????

      Like

  3. სოსო said

    ყველანაირი საინფორმაციო არხებით უნდა გავაგებინოთ ჩამოთესლილ უცხოტომელებს, რომ კონსტიტუციურ დანაშაულს ჩადიან მყიდველებიც და გამყიდველებიც! რომ მოვა ხელისუფლება, რომელიც უსასყიდლო კონფისკაციას მოახდენს. დაეკარგებათ თავისი ფული და მიეცემიან პასუხისგებაში!

    Like

  4. დიანა said

    ხო,ქართველი კაცები ნარდის და დომინოს თამაშს ხომ ვერ მოცდებიან და…..

    Like

  5. Malxazi said

    სასწრაფოდ უნდა შეწყდეს მიწების გაყიდვა უცხოელებზე.და მთავრობამ ცოტა ტვინი გაანძრიოს ხალხის დასახმარებლად.ბანკებმა დაბალ პროცენტიანი და გრძელვადიანი სესხი უნდა მისცენ ხალხს.მე ვფიქრობ ამ გზით ეშველება ამ პრობლემას

    Like

  6. meri said

    წყეულიმც იყოს ის ქართველი ვინც არაქრისტიანს და უცხო ტომს მიწას მიყიდის.თუ ერთხელ მაინც წაუკითხია საქართველოს ისტორია რა სისხლის ფასად იცავდა ჩვენი წინაპარი ერთ გოჯ მიწას.ყიდიან იაფად და მთავრობას აბრალებს.თუ ინდოელი მუშაობს თვითონ რათომ არ მუშაობს.რატომ .

    Like

  7. edo said

    იმ ხალხს მოეკითხოს მთელიდღე ბირჟაზე უხარისხო სასმელით გამობლურწულები რომ ყრიან და მათ აღმზრდელებს ხელის განძრევას სხვის სამათხოვროდ ყოფა რომ ურჩევნიათ და მოხუცი მშობლების კისერზერომ ცხოვრობენ სავსეა დაუმუშავებელ მიუხედავი მიწა მამული ისეთი რომლის დამუშავება აზეათაც კი არ გაუვლია პატრონს იმ ხალხს მივხედოთ შემოუძახოთ შემოვარტყათ შვარცხვინოთ არ ვიცი როგორმე გამოვაფხიზლოთ სამწუხაროდ ცოტანი არ არიან შემწეობა უნდა მოეხსნას 50 წლამდე ყველა ჯანმრთელ ადამიანს ვისაც ხელის განძრევა ეზარება და პარაზიტივით ცხოვრობს სხის ხარჯზე

    Like

  8. nini said

    yvela rom brdzenad iqcevit xolme,ratom miyides ucxoels,rogor ugalates samshoblos…aravin ar icit vis ojaxshi ra xdeba…3 wlis win chems meugles biznesi da ca ertad chamoengra tavze,bankidan konkretuli raodenobis tanxa gamovitanet,iqneb gvshveleboda rame,magram uaresi dagvemarta…gadavwyvitet wnorshi binis gayidva.vapasebdit 10 000 dolars,xalxshi puli ar iyo,cota davakelit,magram mainc gvevachrebodnen…mere indoelebi movidnen da chemma qmarma kinagam cema suyvela,ise gayara daulaparakeblad.mere sxvistvis daubarebiat 25 000 dolars gadavuxdito,mainc uari utxra chemma qmarma.is bina isev gasayidi gvaqvs,7000 vapasebt da mainc ver gavyidet. chemtvis rom daejerebina mashin chems qmars da im indoelebistvis migveyida saxli,biznessac gadaarchenda da bankis valic ar gveqneboda. neta exla gamochndebodnen ucxoelebi an tundac ucxoplanetelebi da sul agar mainteresebs samshoblo da qartveloba imis mere,roca bankidan sms momdis,an uares shemtxvevashi roca kreditopicrebi mirekaven…………vyidi binas indoelebze,aprikelebze da vinc mets gadaixdis da bankis valebs mogvashorebs yvelazeeeeeeeee

    Like

  9. ნინო said

    მეტის ღირსები ვართ !!!! ზემოდან რომ არის ისე ეს ,სამწუხაროდ ,მაგასაც წყალი არ გაუვა 😦 გაუგონარი და სულელური ლოიალობაა !! აჭარაში ქართულს არ გაცეკვებენ ,თურქს ეწყინებაო, შუა ქიზიყში მკვდარ ინდოელს გიწვავენ ,რიგში არ აყენებენ, ჯარიმას არ უწერენ ,პირადობას ან ბინადრობას უპრობლოდ აძლევენ ,ქართულ სოფელს სათავისო იერსახეს აძლევენ ,გროშებად ყიდულობენ ჰექტრობით მიწებს ,მათ კომპანიებს ბანკი დისტანციურად ემსახურება არიქა და ღირებული კლიენტიაო ,აქეთ ჩინელები თეთქვავენ ქართველ თანამშრომლებს და პასუხის გამცემი არავინაა..სადამდე მივა ეს ყველაფერი, ვიღაცამ ხომ უნდა გაიაზროს ?!!

    Like

  10. pikria said

    es bina sadac isini cxovroben! ipotekarma qartvels waartva da indoelebze gayida!!!!

    Like

  11. Ramazi said

    ჩვენები ვისაც შეუძლია ევროპაში გარბის. აქ კი ჩვენს მიწა-წყალს უცხოტომელები ეპატრონებიან. რად გინდა აფხაზეთი და სამაჩაბლო დაიბრუნო თუ იქ ქართველი არ იცხოვრებს? დემოგრაფიუალადაც კატასროფის პირას ვართ.

    Like

  12. ნინო said

    რატომ უკვირთ.ყველას დედაქსლაქში ნებსვს ცხოვრება.ვიცი ერთი ოჯახი შვილები თბილისში დამკვიდრდნენ, სოფელი აღარ უნდათ(თუმცა თბილისში დამკვიდტებას ადრევე შეუეყვეს მათმა მშობლებმაც ხელი)სანამ ახალგაშრდები იყვნენ მშობლები, შრომობდნენ, ახლა ჯამი აღარ აქვთ და ყიდიან ბატონო სოფლის მიეას და სახლ-,კარს ჩალის ფასად. ხოლო ის ახალგაძრდები რომლებიც ცხოვრობენ სოფლად ზარმაცები არიან და მიტომ არ აქვთ მიწის მოვლის თავი. მამაცხონებულო პენჯაბიდან ჩამოსული უვლის, რომელმაც არაფერი იცის აქსურობის, და შენ, სადაც კენჭიც კი მშობლიჯრი გაქვს, ათასი სისულელით იმართლებ თავს? უცხოელი რომ ქართულ მიწას ესაჭუთრება, ერთადერთი მიზეზი აქვს ამ ფაქტს-ქართველი კაცის სიზარმაცე.

    Like

  13. ხოდა გავაძევოთ ყველანი. ახლაა მაგის დრო., მერე გვიანი იქნენება. ვიღონოთ რამე …:(

    Like

  14. 123 said

    მერე თბილისელები ჩამოვლენ და აქციას ჩაგიტარებენ? კახელები უნდა შეიკრიბოთ და აქცია ჩაატაროთ. ჩაატარეთ ქართული მარში კახეთშიც. ადგილობრივები ატარბენ ყველგან აქციებს , ისე ცნობისთვის რომ იცოდეთ…. ერთეულები რომ გამოთქვამენ პროტესტს , კახელები უნდა გამოვიდნენ და ჩაატარონ ქართული მარში კახეთში….

    Like

  15. nato said

    მართალია ჩვენი ბრალიცაა რომ ვყიდით მიწებს,მაგრამ რომ დავამუშავეთ და მოვიყვანეთ მოსავალი,მივედით და ასაღები აღარაფერი დგვხვდა,რადგან ჩვენს გარშემო მცხოვრებმა მოსახლეობამ მოისურვა და მოგვპარა,ის კი არა და ხეები დაგვიჭრეს გვცივა და აბა როგორ გავთბეთო და ცულიც კი მოგვიღერეს.გამოდის რომ სხვისთვის ვშრომობთ და სჯობია აღარ დავამუშავოთ.

    Like

  16. ამ მიწებს ისევ ჩვენი ხალხი არ ყიდის? რადგან უცხოელები 200 დოლარით მეტს იხდიან 1 ჰა-ში და მანქანებს ყიდულობენ. გაიარეთ ქიზიყში და ნახეთ რამდენი სახნავია გაყამირებული, დაუმუშავებელი და კალიების საბუდრად ქცეული. იმისათვის, რომ არ დაამუშაონ იჯარით საძოვრებად აძლევენ მესაქონლეებს. მესაქონლეებიც ძირითადად აზერბეიჯანელები არიან, იმიტომ რომ რთული სამუშაოა და ჩვენს ქართველებს ეზარებათ, იოლი ფული ურჩავნიათ. ნუ გაყიდიან მიწებს, დაამუშაონ და შრომაში შეეჯიბრონ უცხოელებს. მაშინ არც მიწები გასხვისდება, თორემ უპატრონო ეკლესიას ეშმაკები ეპატრონებიან.

    Like

  17. სამხარაძე მარინე said

    მთავრობის ბრალია როგორ შეიძლებოდა ქართული მიწების უცხოელებზე დარეგისტრირება გინდ ინდიელი იყოს და გინდ ჩინელი.ამისთვის იბრძოდნენ ჩვენი მამა-პაპანი და ღვრიდნენ სისხლს.კბილებით იცავდნენ მიწებს.50 წელში საქართველო აღარ იქნება.მრავლდებიან ამ მადლიან ქვეყანაში და ვინ უწყობს ხელს?მთავრობა.წაეთრიოს ყველა თავის ქვეყანაში.დაგვანებონ თავი.ცოტა მაქვს თუ ბევრი ჩემ ქვეყანაში ვცხოვრობ და 1 შემთხვევაც კი არ უნდა დაეშვათ რომ უცხოელებზე მიეყიდათ არც მიწა და არც ბინა.ვითომ ტურისტებად მოდიან და მერე რჩებიან.

    Like

  18. თამუნა said

    დროულად უნდა გავაძევოდ ! ამაზე არავინ არ უნდა გაჩუმდეს, ის რაც დავკარგეთ ჩვენი სულელური ტოლერანტობის ბრალია, უნდა ვისწავლოთ ვის უნდა გავუხსნათ კარი და ვის არა !

    Like

  19. იცი რა არ მესმის თვითონ ყიდით და სხვას აბრალებთ, სად ნახეთ საქობოში ან წნორში სახლი 1500- ლარად რო იგონებთ? ან იმას რო იძახით ზაგოზერნოში მუშაობდნენო 1-წელიო საიდან იგონებ? რამდენი წელი არ მუშაობდა ზაგოზერნო გახსოვს მაინც? იცი რატო ყიდით მიწებს ინდოელებზე? იმიტო რო ქართველები მაგდენს არ გაძლევენ და მაგათ ორმაგ ფასში აძლევთ, თქვენ ნუ გაყიდით და ყველაფერი კარგად იქნება

    Like

  20. giorgi said

    ჯერ იმათ უნდა მოუტყნა დედა ვინც მიყიდა და მერე იმათ ვინც იმათზე მუშაობს, კახელების წინაპრები ბრძოლებში იხოცებოდენ რომ ინდოელების ნაირების არ გამხდარიყო კახეთის მიწები და დღევანდელი… რეებს აკეთებენ. ამდენმა ლოთობამ მიიყვანა ხალხი ამ მდგომარეობამდე, უზომო ჭამა სმაში ვფუჭდებით და თან უნამუსოდ ქართულ ტრადიციას ვეძახით. ვითომ ჩვენი წ
    ინაპრებიც ესე ცხოვრობდენ

    Like

  21. nana said

    bevrs bevri problemebi aqvs da im micis gayidvit tavs da ojaxs ixsnis yvelanairi gasajirisgan mere ra xalxo tu shemovidnen da investiciebi chades ty ar unda glexs nu cava mastan samushoad visac ar gindat nu gayidit da visac unda gayidva miecit ufleba rom icocxlon im micis fulit icocxlon da amovidnen problemebidan zalian cudi kna ertmxriv rom akrzala mtavrobam gakidvebi ,es soplis xalxi chamokidebulia am zroixs zuzuebze da zlivs gaaqt tavi codoebi arian namdvilad mtavrobam unda misces archevnis sahualeba glexs

    Like

    • ნინო said

      თავის დროზე სამაჩაბლიში ქართველებს მასიურად რომ არ მიეყიდათ მიწა ოსებისთვის დღეს დაკარგული არ იქნებოდა ეს ტერიტორია, ახლა უცხოელებზე ყიდიან მიწას ისინი ჩვენნაირები არ არიან , როგირც კი მოძლიერდებიან ყველა ქართველს მოიშორებენ გვერდიდან,
      ჯობია ქალაქიდან წავიდეს ხალხი სოფელში და ქართული მიწა ქართველებით დაასახლონ, ისე კაცს თუ მუშაობა ეზარება რა მნიშვნელობა აქვს სად იცხოვრებს.

      Like

  22. აფხაზი said

    აი ხუნტის ნამდვილი-ოკუპანტური სახე….. ბოიკოტი ხუნტის უკანონო „არჩევნებს„…

    Like

    • სოფიო said

      თავის დროზე სამაჩაბლიში ქართველებს მასიურად რომ არ მიეყიდათ მიწა ოსებისთვის დღეს დაკარგული არ იქნებოდა ეს ტერიტორია, ახლა უცხოელებზე ყიდიან მიწას ისინი ჩვენნაირები არ არიან , როგირც კი მოძლიერდებიან ყველა ქართველს მოიშორებენ გვერდიდან,
      ჯობია ქალაქიდან წავიდეს ხალხი სოფელში და ქართული მიწა ქართველებით დაასახლონ, ისე კაცს თუ მუშაობა ეზარება რა მნიშვნელობა აქვს სად იცხოვრებს.

      Like

  23. LaLi Laluka Metreveli said

    ზოგიერთმა კახელმა არჩია კოჯორში, მანგლისში აგარაკების შეძენა და თავს ფულიან კახელებად თვლიან. გადიდგულებულები ზემოდან უყურებენ მათ ვინც მართლა გაჭირვების და ავადმყოფობის გამო ვერ შეძლო მიწის დამუშავება. ისინი კი ვისაც ქიზიყში მიწის ნაკვეთები და სახლები მიტოვებული აქვთ. კოჯრის და მანგლისის ტყის მონაბერი ნიავით ნებივრობენ… მასეთ ხალხს რად უნდა ან მამა პაპისეული სახლ კარი ან ის მიწის ნაკვეთები..? მთავრობა ბევრ რამეში ტყუის მარა თვითონ ხალხი? ხალხმა უნდა დაიცვას ის სიწმინდეები
    რაც საუკუნეები სისხლით და ომით შემოგვინახეს ჩვენმა დალოცვილმა წინაპარებმა. ქ ი ზ ი ყ ი უბატონო ქვეყანა იყო….. ახლა …. იმდოელები შემოესივნენ ამ წმინდა დალოცვილ, ბარაქიან მიწას და რა გველოდება არავინ იცის.იქნებ გამოფხიზლდეთ ქ ი ზ ი ყ ე ლ ე ბ ო და ხმა აიმაღლოთ სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს…. სანამ გვიანი არ იქნება მერე….

    Like

  24. თამარი said

    ჯაყოს ხიზნები თეიმურაზ ხევისთავების გარეშე არ არსებობენ

    Like

  25. ნათია said

    სახელმწიფო რა შუაშია ხალხს რო ეზარება მიწის დამუშავება და გაღორებულები არიან… 2000 დოლარიანი სახლები 40 000 დოლარად რო დაყიდეს და თბილიში ინები იყიდეს ან მანქანები და მანდქური ქალები ფულის გამო რო ინდოელებს დაედევნენ ეგეც მთავრობის ბრალია??? ღორები ვართ და მთავრობას ნუ ვაბრალებთ

    Like

  26. ნონა said

    ყურით ჩამოათრიეთ უცხოეთში წასული კახელები და კეთილი ინებონ და თავის ქვეყანაზე – თავის კუთხეზე ერთობლივად იზრუნონ, რამე გააკეთონ სამდობლოსთბის, თუ კიდევ აქვთ სამშობლის შეგრძნება. თორემ, შორიდან დამოძღვრა იოლია 😦

    Like

დატოვე კომენტარი