Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, მესხეთი, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

კოკოითი – „ოსეთის საზღვრები უნდა გადაიხედოს“. 2013

Posted by iberiana on აგვისტო 8, 2017


ამათი გამოსწორება არ იქნება!

17ba6becac3b2e5b5f5ac92f79dc1e8c[1]კოკოითი – „ოსეთის საზღვრები უნდა გადაიხედოს“

2013 წლის აგვისტოში ოკუპირებული ე.წ. სამხრეთ ოსეთის ყოფილმა დე ფაქტო ლიდერმა ედუარდ კოკოითმა რუსულ ინტერნეტ–გამოცემა „expert.ru”-ს ინტერვიუ მისცა.
გთავაზობთ ამონარიდს:

– თავის დროზე თქვენ განაცხადეთ პრეტენზია ყაზბეგის რაიონში მდებარე კობის ქვაბულზე, თრუსოს ხეობაზე, რომელიც, როგორც განაცხადეთ, საქართველოს შემადგემლობაში 1920 წელს აღმოჩნდა. ხომ არ შეიცვალა თქვენი პოზიცია ამ საკითხში?

– დღესაც ვიმეორებ, რომ თრუსოს, გუდას ხეობები და კობის ქვაბული ჩვენი მიწებია. იქ ოსური სოფლები მდებარეობს, ოსური სიწმინდეებით, წინაპრების საფლავებით. ეს საკითხი ქვაკუთხედი უნდა გახდეს საქართველოსთან მოლაპარაკების პროცესში. ჩვენი პრეტენზიები ისტორიული დოკუმენტებით არის გამყარებული. სააკაშვილის მთავრობამ ეს სოფლები საძოვრებად და სამხედრო პოლიგონად აქცია. ოსებს დღეს არ შეუძლიათ ყაზბეგის რაიონის სოფლებში, საკუთარ სახლებში მოხვედრა. თავის დროზე, როდესაც მე წამოვწიე ეს საკითხი, მახსოვს ვაშინგტონის პირველი რეაქცია. მან მტკივნეულად აღიქვა ჩვენი გაცხადება. მაშინდელმა სახელმწიფო მდივანმა კონდოლიზა რაისმა დარეკა რუსეთის სააგარეო საქმეთა სამინისტროში და თქვა, „ოსები ტერიტორიულ პრეტინზიებს აცხადებენო“. დიახ, ჩვენ გვაქვს ეს პრეტენზიები და დღესაც ვადასტურებთ მათ! და დღეს, როდესაც საქართველო მსოფლიოს უცხადებს, თითქოს რუსეთი და სამხრეთ ოსეთი რუსი მესაზღვრეების მეშვეობით ცდილობენ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის 10 მეტრით გადაწევას, ეს არის ტყუილი, რადგან არავითარი ქართული ტერიტორია იქ არ არის! სამწუხაროდ, ცხინვალის რეგიონის რამდენიმე სოფელი მოწყვეტილია სამხრეთ ოსეთისგან. თუმცა ჩვენ არა მარტო ამაზე, არამედ ქართული მხარის მიერ მისაკუთრებულ თრუსოს ხეობის სოფლებზეც უნდა ვისაუბროთ. რატომ არ შეიძლება, დავაყენოთ ეს საკითხი და მსოფლიოს განვუცხადოთ, რომ საქართველომ მიისაკუთრა ჩვენი მიწები?! რუსეთის მთავრობას რომ 2008 წლის ომი ასეთ მოკლე დროში არ დაესრულებინა, მე მზად მყავდა ჯგუფი, რომელიც თრუსოს ხეობაში ყაზბეგამდე შესვლას და სამხრეთ ოსეთისთვის აღნიშნული მიწების ლენინგორთან ერთად დაბრუნებას გეგმავდა. თუმცა ამ ოპერაციის ჩასატარებლად დრო არ მეყო, დაახლოებით ორი დღე. დღეს ამ ტერიტორიებზე ქართული ლაბორატორიები, რადიოლოკაციური დანადგარებია განთავსებული. არადა, ეს ჩვენი მიწაა და მასზე მუშაობს ქართული სამხედრო ობიექტები ჩვენი ხალხისა და რუსეთის წინააღმდეგ!

– როგორ უნდა აღმოიფხვრეს ეს პრობლემა?

– მე ომისკენ არ მოვუწოდებ. ეს მოლაპარაკებების რეალური თემაა.საქართველოსა და სამხრეთ ოსეთს შორის უნდა გაიმართოს მოლაპარაკებები, რომ ჩვენმა ძმებმა და დებმა შეძლონ, თავისუფლად მივიდნენ საკუთარ სახლებში, რომ მათ სახლებს არავინ ესროლოს. ვფიქრობ, საქართველოში მოვა ისეთი მთავრობა, რომელიც შესძლებს, ნორმალური და ცივილური დიალოგი წარმართოს. იგივეს ვუსურვებ ამჟამინდელ მთავრობასაც, რომლის ინიციატივები ჯერ მხოლოდ სიტყვებად რჩება. მოხარული ვიქნებოდი, თუ ეს ინიციატივები კონტაქტის დამყარებას შეუწყობდა ხელს, ოღონდ თავდაპირველად – რუსეთის. ფედერაციასთან.

სრულად: http://soa.gov.ge/geo/kokoiti-osetis-sazghvrebi-unda-gadaixedos–1917/

 

 

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s