Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, სამცხე, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

მიმართვა ქართველ ემიგრანტებს

Posted by iberiana on იანვარი 19, 2019


 

zarquaვახტანგ ზარქუა – მიმართვა ქართველ ემიგრანტებს

თქვენი ქვეყანა, სამშობლო მთლიანად წუმპეშია, უზნეობაშია, უღირსობაშია, ქვეყანა მაფიოზურ-კლანური ჯგუფების ხელშია, რასაც ვერ ვერევით და ვერც მოვერევით უცხოეთში გახიზნული ქართველების გარეშე!

დროულად არის ზომები მისაღები, თორემ, ვატყობ, ნელ-ნელა ეს ქვეყანა საგიჟეთს ემსგავსება, სადაც ადმინისტრაცია მაფიოზებია, ხოლო პაციენტები კი დანარჩენი საზოგადოება… ეს ქვეყანა და ხალხი მეტს ვეღარ გაუძლებს…

ადამიანები ზღვარზე არიან, ზოგი თვითმკვლელობაზე ფიქრობს, ზოგი გაქცევაზეა, ზოგი კი მზად არის თვითმკვლელობის მაგივრად თავი გაწიროს ღირსეულ და აზრიან ბრძოლაში, თუმცა, ასეთები ცოტანი არიან, ამას გარდა, აზრიან გეგმას ვერც თვითონ ადგენენ და ვერც სხვა ვინმე სთავაზობს მათ….

ქვეყანა და საზოგადოება კვდომის პროცესშია და ამას ყველანი ვგრძნობთ, ყველანი ვამჩნევთ, თუმცა, ვერაფერს ვცვლით და ვერც შევცვლით ძალაგამოკლებული საზოგადოება…. წარმოიდგინეთ, ქვეყნის მოსახლეობის 35%-მდე გასულია ქვეყნიდან, ეს ყველაზე შრომისუნარიანი, აქტიური და ინტელექტუალური ნაწილია ქვეყნისა… მოსახლეობის მესამედი, ნაღები საზოგადოება რომ რომელიმე განვითარებულ ქვეყანას მოაკლდეს, ის მალევე ჩამოიშლება… ჰოდა, საკვირველია, თუ კიდევ რითი სულდგმულობს ჩვენი გაპარტახებული ქვეყანა, რისი იმედი უნდა გვქონდეს, როცა ქვეყნის დატოვების ტენდენცია არ წყდება….

ქ ა რ თ ვ ე ლ ო  ე მ ი გ რ ა ნ ტ ე ბ ო, თუ თქვენი ქვეყანა და ხალხი გიყვართ, თუ გინდათ შეინარჩუნოთ სამშობლო, თუ აპირებთ, რომ თქვენს შვილებს მხოლოდ აგარაკად არ შერჩეს ეს ქვეყანა, მიიღეთ მონაწილეობა საქართველოს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში, შეიტანეთ თქვენი წვლილი მაფიოზურ-კლანური სახელმწიფოდან ნორმალური და ღირსეული, თანამედროვე ქართული სახელმწიფოს მშენებლობაში! არავინ გთხოვთ თავგანწირვას, უბრალოდ, თქვენი დროის მცირე ნაწილი დაუთმეთ თქვენი ქვეყნის გადარჩენის და მომავალი კეთილდღეობის საქმეს!

ძ ვ ი რ ფ ა ს ო  ე მ ი გ რ ა ნ ტ ე ბ ო, არ ვიცი, თუ სხვანაირად როგორ აღვწერო მდგომარეობის სიმძიმე, როგორ გამოვხატო ჩემი და ალბათ ბევრი აქ დარჩენილი ქართველის თხოვნა, მხოლოდ ვიტყვი იმას, რომ თქვენს გარდა ამ ქვეყანას ჭირისუფალი და პატრონი არ ჰყავს და არც ეყოლება და თუ თქვენ, ჩვენთან ერთად, არ იზრუნეთ საქართველოში მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის, მაშინ ეს ქვეყანა განწირულია დაღუპვისთვის…..

მომიტევეთ ასეთი პირდაპირობისთვის, მაგრამ, დიპლომატიის და მორიდების დრო უკვე აღარ დარჩა….ღრმად ვარ დარწმუნებული და მინდა თქვენც გაიაზროთ, რომ თქვენს გარეშე ამ ქვეყანას და მის საზოგადოებას პერსპექტივა არა აქვს!…

19 იანვარი, 2019

https://iberiana.wordpress.com/mamulishvilebs/

***

ვახტანგ ზარქუა – ჩემს მიმართვაზე ასხნა-განმარტებები და ჩემი პასუხები ქართველ ემიგრანტებს! 22.01.2019

https://iberiana.wordpress.com/2019/01/23/zarqua-2/

 

 

20 Responses to “მიმართვა ქართველ ემიგრანტებს”

  1. ნატალია said

    გამარჯობათ ბატონო ვახტანგ.მინდა მივიღო მონაწილეობა ,წავიკიყხე სტატუსი და გთხოვთ მომწეროთ და დამაკვალიანოთ

    Liked by 1 person

    • მადლობა ნატალია! სჯობს ცალკე გავისაუბროთ vakhtang.zarqua@gmail.com,
      https://www.facebook.com/eef.georgia

      Like

    • ქეთევანი said

      სხვათაშორის ამ ადამიანებმა ზუსტად იმ “გაფურჩქვნის” პერიოდში დატოვეს საქართველო, როცა მხოლოდ წინა ხელისუფლება და მისი მცირერიცხოვანი ამალა მდიდრდებოდა. ეხლა ემიგრანტების ჯიბეების გასუფთავებასაც არ ერიდებიან და ქვეყნის აშენება კი არა, არევა უნდათ. არ მოტყუვდეთ, მერამდენედ მოტყუებულო თანამემამულენო და თქვენი ოფლით ნაშოვნი ფულით დემაგოგების ჯიბეები არ ამოავსოთ… საქართველოს ერთსულოვნება და სიყვარული, გვერდში დგომა და გაკეთებულის დაფასება გადაარჩენს! ესენი ხელს რომ არ უშლიდნენ და მართლა საქართველოს გულშემატკივრები იყვნენ – დიდი ხანია ყველაფერი თავის ადგილებზე დალაგდებოდა და ქვეყანაც ბევრად წინ იქნებოდა… ჩვეულებრივი ქართული სკამთასიყვარული და პირველობისარდათმობა ამოძრავებს ამ ურცხვ ადამიანებს…. საქართველო ხომ ოდითგანვე შიგნიდან ტყდებოდა… ნუ გავახარებთ მტერს, გვიყვარდეს ერთმანეთი და სხვისი გაკეთებულის დანახვა გვქონოდეს და გქონოდეთ, ბატონო ვახტანგ.

      Like

    • ნატალია, იხ. ჩემი პასუხები და ახსნა-განმარტებები ქართველ ემიგრანტებს: https://iberiana.wordpress.com/2019/01/23/zarqua-2/

      Like

  2. მაია said

    იქნებ გამოაფხიზლოთ დაბეჩავებული და გასაცოდავებული ჩვენი ხალხი, თქვენს გარეშე ეს მართლაც შეუძლებელია, უფალი და დედაღვთიშობელი იყოს ჩვენი წინამძღოლი! უფალი ფარავდეს საქართველოს და მის ერთგულ შვილებს..

    Liked by 1 person

  3. ელი said

    ემიგრანტების იმედი ნუ გექნებათ-ეს ის კატეგორიაა, რომელიც მხოლოდ საკუთარ კეთილდღეობას და ოჯახების გადარჩენაზე ზრუნავდა-თუ გადარჩენა გინდა შენც უნდა დაითმინო გასაჭირი , ისე როგორც სხვამ და ეძებო გამოსავალი შენს ქვეყანაში-ეს ხალხი რომ არ გასულიყო, ეხლა ბევრად უკეთესი ქვეყანა გვექნებოდა-ადამიანი , მით უფრო ასეთი რისკიანი, ვინც უცხოეთში მიდის და წარმატებას აღწევს-აქაც მიაღწევდა და შეცვლიდა თავისსა და სხვის ბედს, მაგრამ სამწუხაროდ ესაა ეგოისტი, საკუთარ ჯამში მზირალი საზოგადოება…ტყუილად გაქვთ მათი იმედი- აქამდეც დაბრუნდებოდნენ ან იქიდან იდეებს და ფულს მაინც გამოუგზავნიდნენ ქვეყანას-მხოლიდ წყევლა კრულვას და ლანძღვას გვიგზავნიან აქ საქართველოს შესანარჩუნებლად დარჩენილებს…

    Like

    • ელი, მესმის თქვენი გულისტკივილის, თუმცა, მოდით, სხვა მხრიდან შევხედოთ საკითხს. ბევრმა ჩვენმა თანამემამულემ ვერ გაუძლო უსამართლობას, ღირსების შელახვას, სიდუხჭირეს, ბევრი დადგა არჩევანის წინაშე – ან იარაღი უნდა აეღო ხელში, რაც, დამეთანხმებით, მაინცა და მაინც კარგი აზრი არ არის, ან თვითმკვლელობით უნდა მოეღო ბოლო თავის ტანჯვას, ან უნდა ეცადა და წასულიყო საზღვარგარეთ იმის იმედით, რომ გადაერჩინა ოჯახი (ქვეყნის გადარჩენას ვერ მოვთხოვთ ყველას…..). ამ სამი შესაძლებლობიდან ბევრმა ლოგიკურად აირჩია მესამე, ყველაზე უმტკივნეულო და შედარებით იმედიანი ვარიანტი. მე მკაცრად ვერ განვსჯი მათ…
      ისიც ხომ ფაქტია, რომ ბევრი ნატრულობს სამშობლოში დაბრუნებას, უბრალოდ, აქ პერსპექტივას ვერ ხედავს, ბევრი ამჯობინებს თავის ქვეყანაში ღირსეულ საქმიანობას და ცხოვრებას… მათ საზღვარგარეთ დააგროვეს გამოცდილება, მცირე ან ზომიერი კაპიტალი, ზოგმა მიიღო განათლება, ზოგმა აიმაღლა კვალიფიკაცია, ეს არის მათი სამშობლოსთვის ძვირფასი კაპიტალი, რომელსაც გონივრულად გამოყენება სჭირდება…. ჰოდა, ჩემი აზრით, შესაძლებელია, რომ ეს კაპიტალი გონივრულად იქნას გამოყენებული საქმის სწორი ორგანიზების შემთხვევაში. 1,5 მილიონი ემიგრანტი ქართველებიდან ნამდვილად მოიძებნება რამდენიმე ათეული ქართველი, რომლებიც კარგად გაიაზრებენ მდგომარეობის სიმძიმეს, შესაძლებლობებს და საქართველოში მყოფ ნორმალურ ქართველებთან ერთად ეცდებიან საქართველოში მდგომარეობის გამოსწორებას. ეს რეალურად არის შესაძლებელი.

      მთელ მსოფლიოში გაფანტულმა ებრაელებმა 26 საუკუნის შემდეგ შეძლეს თავიანთ უდაბურ მიწაზე დაბრუნება და განვითარებული სახელმწიფოს შექმნა, ეს უპრეცედენტო მოვლენაა! ჩვენ კი, ჩვენს დალოცვილ მდიდარ მიწაზე გვიდგას ფეხი და აქაურმა და იქაურმა ქართველებმა როგორ ვერ უნდა მოვახერხოთ ქვეყნის განვითარების ნორმალურ გზაზე გაყვანა?! დიახ, ეს შესაძლებელია და ჩვენ უნდა მოვინდომოთ და ცდა, თანაც არაერთი ცდა არ უნდა დავაკლოთ ამ საქმეს. იმედების გადაწურვა კარგი საქმე არ მეგობარო… მე იმედიანად ვარ და ყველანი იმედიანად უნდა ვიყოთ!

      Like

  4. Inna said

    Mzad var davudge gverdze chems kvekanas .rom gaicminfos aseti sibincurisagan.

    Liked by 1 person

  5. Khatuna Iagorashvili said

    გახლავართ ემიგრანტი გერმანიიდან. გთხოვთ დამიკავშირდით….

    Liked by 1 person

  6. arqua said

    ზარქუს ტვინშია წუმპე

    Like

  7. სიმართლე said

    მიშა რამე რომ დანგრიო უნდა არსებობდეს რაც არ არსებობდა ვერც დანგრევდი დემოკრატია იყო შენი სადისტი რაჟიმის დროს ქვეყანაში და დღეს შეექმნა საფრთხე ადამიანის უფლებები გქონდა დაცული განსხვავებული აზრის გამო ადამიანებს კრიმინაკლებად და აგენტებად რო აცხადებდი მიშა მაგარიას ძახილით რომ სისხლავდი ვინც შენს წინააღმდეგ გამოვიდოდა ადამიანის უფლებები გქონდა დაცული და დღეს შეექმნა საფრთხე კერძო საკუთრება იყო ქვეყანაში დაცული ვის საიმედოებაშიც ეჭვი შეგეპარებოდათ პროკურატურის ჯურღმულებში მუქარის და წამებით ქონებას რომ ართმევდი და ქმნიდი მიშა მილიარდერ კეზერაშვილებს მიშა მედიამაგნატ ჯოზეფ ქეის ქიბარ ხალვაშს კერძო საკუთრება გქონდა დაცული და დღეს შეექმნასაფრთხე სამართალი იყო ქვეყანაში პროკურატურის მონა მოსამართლეები დაბეჭტილ ბრალდებებს რომ კითხულოდნენ სიტყვის თავისუფლება 3 მიშა tv მიშა ზღაპრებით სიტყვის თავისუფლება იყო ქვეყანაში და დღეს შეექმნა საფრთხე აღარაფერს ვამბობ ბელადის სახელის სკანდირებით დარბეულ მოსახლეობაზე ციხეში ნაწამებ ადამიანებზე პირადი ცხოვრების ამსახველ უკანონო ფირებზე დახვრეტილ ბიწებზე კი იყო დემოკრატია უფრო სწორად მიშაკრატია ამ მონობას თუ აქებ ადიდებდი იცხოვრებდი კიდეც ბედნიერად მიშაკრატიაში ეს ნამდვილად არ უნდა დაბრუნდეს დაეტიე სადაც ხარ მიშიკო შენი ზღაპრებით

    Like

  8. Liza said

    Cota garkvevit rom tkvat risi gaketeba shegvidlia

    Like

  9. Shalva said

    თვითონ ეს პიროვნება რას აკეთებს? გახსოვთ ცოტა ხნის წინ ერთი აფერისტი(დავითი ერქვა და სახელი არ მახსოვს) რომ გამოჩნდა და სამეგრელოდან კიდევ 300000 ლარი რომ წაიღო? რისი ამყვავებელია საქართველოს ემიგრაცია, რომელთა 90% ყველაზე არაკვალიფიციურ სამუშაოს ასრულებს? როგორც ლათინური ამერიკის ემიგრანტებმა ააყვავეს თვიანთ ქვეყნები ისე ააყვავებენ ამბიციური ქართველებიც

    Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s