Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, სამცხე, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

ვახტანგ ზარქუა – პასუხი ქართველ ემიგრანტებს!

Posted by iberiana on იანვარი 23, 2019


ვახტანგ ზარქუა – ჩემს მიმართვაზე ასხნა-განმარტებები და ჩემი პასუხები ქართველ ემიგრანტებს!

zarqua

კომენტარების უმეტესობა პოზიტიურია და ეს მახარებს, თუმცა, ნაწილი კომენტარებისა აგრესიული და შეურაცხმყოფელია, როცა არაფერი დამიშავებია, პირიქით, ვეცადე გამომეწვია დისკუსია და ერთად მიგვეგნო საუკეთესო გამოსავლისთვის. იმედია, ამ გამოსავალს ვიპოვით…
აი, თქვენ კი, ვინც მე, თქვენთვის სრულიად უცნობ ადამიანს, ტალახი მესროლეთ, ნამდვილად არაფერს გთხოვთ, არც გვჭირდება თქვენი არაფერი, იყავით სადაც ხართ ბედნიერად! პირადად მე შეურაცხყოფისთვის შემინდვია თქვენთვის, უფალი და საკუთარი თავი თუ შეგინდობთ, ეგ უკვე აღარ ვიცი….

ჩემს მიმართვაში არსად წერია, რომ ემიგრანტებს დაბრუნებას ვთხოვ, რადგან ვისაც სურვილი ექნება, მაქედანაც შეიძლება საქართველოში დარჩენილი ნორმალური საზოგადოებისთვის მხარში დადგომა, როგორც მორალურად, ისე ფიზიკურად და მატერიალურადაც.

ძალიან გთხოვთ, ნუ დაგვამადლით იმას, რომ ქართველი ემიგრანტები საქართველოში ფულს აგზავნით საკუთარი ოჯახებისთვის და ახლობლებისთვის…. ეს არ არის ნორმალური ვითარება…. თქვენს გამოგზავნილ ფულებზე ისევ ჩვენი მაფიოზები და ყაჩაღები ითბობენ ხელს, სახელმწიფოს სოციალური დახმარებისა და უცხოეთიდან გამოგზავნილი დახმარებების წყალობით ქვეყანაში გასაკეთებელი უამრავი საქმე არ კეთდება… საქართველოში დარჩენილ პასიურ საზგადოებას ადვილად წამოასხდნენ თავზე ყაჩაღები და მაფიოზები და დღემდე სისხლს სწოვენ ამ საზოგადოებას….

კიდევ ერთხელ განვმარტავ, მე არაფერს ვითხოვთ იმ ემიგრანტებისგან, რომლებმაც კარგად ვერ გააცნობიერეს, თუ რა პრობლემასთან გვაქვს საქმე, რომლებიც თვლიან, რომ არაფერი გამოვა, ან კიდევ, რომლებმაც საბოლოოდ ჩაიქნიეს ხელი თავიანთ ხალხსა და ქვეყანაზე (ასეთი კომენტარიც იყო ჩემ მიმართვაზე)… მე მივმართავ იმ ემიგრანტებს, რომლებსაც კარგად ესმით პრობლემის არსი, რომლებისთვისაც ოჯახისა და ახლობლების გარდა, მნიშვნელოვანია თავიანთი ქვეყნის მომავალი, რომლებსაც გააჩნიათ ორგანიზაციული, ინტელექტუალური, ფინანსური და სხვა საჭირო უნარები, შესაძლებლობები და გამოკვეთილი სურვილი ქვეყნის ნორმალური განვითარებისკენ შემობრუნების საქმეში.

კითხულობთ, თუ რისი გაკეთება შეიძლება და გპასუხობთ:

1. ჩემი აზრით, უმნიშვნელოვანესია, რომ ქართველმა ემიგრანტებმა თავიანთი მტკიცე პოზიციით მხარი დაუჭირონ სასამართლო სისტემის გაჯანსაღებას, რადგან, თუ სასამართლო სისტემა არ გაჯანსაღდა, შეუძლებელია ქვეყნის განვითარება და საზოგადოების კეთილდღება;

2. მეორე, რაშიც ემიგრანტების მხარდაჭერაა საჭირო, არის საარჩევნო სისტემის იმ დონემდე დახვეწა, რომ ვერავინ შეძლოს არჩევნების გაყალბება. ეს მოგვცემს ნორმალური ხელისუფლების მიღების საშუალებას, რაც შემდგომში უზრუნველყოფს ქვეყნის ნორმალურ განვითარებას.

როგორ უნდა დაუჭირონ ემიგრანტებმა მხარი სასამართლო და საარჩევნო სისტემების გაჯანსაღებას? უამრავი გზა და საშუალება არსებობს მხარდაჭერისა. ამიტომ, პირველ რიგში, საჭირო იქნება ემიგრანტების ერთობის შექმნა, რომელიც იზრუნებს სწორედ ზემოხსენებული საკითხების გადაწყვეტისთვის საქართველოში დარჩენილ შესაბამის საზოგადოებასთან ერთად.

ყველაფერზე აქ ვერ ვისაუბრებ, უბრალოდ, საჭიროა, ემიგრანტებს შორის გამოჩნდეს რამდენიმე დაინტერესებული და ზემოთ ნახსენები სათანადო შესაძლებლობებისა და სურვილის მქონე ადამიანები, გაიმართოს ჩვენსა და ემიგრანტების აღნიშნულ საზოგადოებას შორის კომუნიკაცია და შემუშავდეს მხარდაჭერის სამოქმედო გეგმა. აი, ზოგადად რისი თქმაც აქ შემიძლია…

ყველას სიკეთე მოგცეთ ღმერთმა!

22.01.2019

One Response to “ვახტანგ ზარქუა – პასუხი ქართველ ემიგრანტებს!”

  1. ტარიელი said

    ვეთანხმები.ბატონ.ვახტანგს.ემიგრანტების.გვერდში.დგომაა.საჭირო.ეს.ქვეყანა.ისევ.წინსვლის.რელსებზე.რომ.დადგეს.

    Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s