Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, სამცხე, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

ისა კოძოევი ქართველებს მიმართავს

Posted by iberiana on თებერვალი 23, 2019


isa kodzoev

ინგუშების ეროვნული ლიდერი, ცნობილი მწერალი – ისა
კოძოევი (კოაძოი) ქართველებს მიმართავს

„მე არ მინდა, რომ ქართველები გავდნენ  ე ვ რ ო პ ე ლ ე ბ ს! ვისურვებდი, რომ ქართველები გავდნენ – ქართველებს! დიდი ხანია მე ეს გულში ლურსმანივით მჩხვლეტავს! მე არ მინდა, რომ ქართველები გაევროპელდნენ, ქართველები უნდა იყვნენ – ქ ა რ თ ვ ე ლ ე ბ ი! ჩვენ სხვა რასა ვართ, ჩვენ კავკასიელები ვართ, ჩვენ ჩვენი განსაკუთრებული მენტალიტეტი გვაქვს. ქართველო კაცებო და ქალებო, ჩვენ უნდა ვიყოთ შესაბამისად შემოსილნი, სიმპატიურნი, სალმიანნი, სტუმართმოყვარენნი და მამაცნი. როგორ შეიძლება ჩვენ ერთმანეთის გარეშე ვიცხოვროთ? ეს იგივეა რაც ძმის დაკარგვა, დამარხე ძმა და აღარ გყავს. დადიხარ მის ცარიელ სახლში და ბალახი იზრდება, სადღაც ღობეზე კატა კნავის. ცოტა ხნის წინ კახეთში ვიყავი, და ვიარე სოფლები და ქუჩების გასწვრივ მიტოვებული ცარიელი ფანჯრები მიყურებდნენ. ვიკითხე რა ხდება მეთქი? – მითხრეს, რომ ხალხი საკუთარ სახლებს ტოვებს და ევროპაში მიდის. ჩემთვის ეს ძალიან ძნელი სანახავი იყო, მთელი ღამე ვფიქრობდი და ძილი არ მეკარებოდა. ახლა ყველა ქართველს მინდა ვთხოვო: ღვთის გულისათვის, ნუ წახვალთ, არ არის ბედნიერება უცხო მიწაზე!

ორი მონათესავე ერის, ქართველებისა და ინგუშების კულტურა ძალიან ჰგავს ერთმანეთს, იმდენად, რომ ქართველების დახმარებით ინგუშური კულტურის დაკარგული ელემენტების აღდგენა შეიძლება! თქვენი საგუნდო სიმღერები, საერთოდ თქვენი სიმღერები, მუსიკა – ისეთია, როგორც ჩვენი, თქვენი კულტურაც, ხელოვნებაც და ტრადიციებიც. ჩვენ თქვენგან უნდა გავიხსენოთ, აღვიდგინოთ ის რაც დავკარგეთ, რაც დაგვაკარგვინეს და ეს ნიშნავს, რომ ჩვენ, ჩვენი სულით თქვენ სულთან მოვდივართ და გეუბნებით, რომ დაგვეხმაროთ აი ასეთ დროს. თქვენიდან ავიღებთ იმას, რაც ჩვენთან გაქრა, თქვენ შემოგხედავთ და მოგბაძავთ, ამიტომ თქვენ ძალიან კარგები უნდა იყოთ.

კავკასიაში ყველაზე ახლო ხალხები ჩვენ ვართ, ქართველები და ინგუშები! ჩვენ ერთნაირად გამოვიყურებით, ჩვენ ერთნაირი ტრადიციები გვაქვს, ერთნაირი თვისებები, ერთნაირი მენტალიტეტი და ჩვენ ძარღვებში ერთი და იგივე სისხლი სჩქეფს, ალბათ ღმერთმა, როცა ჩვენ გვქმნიდა, იცოდა, რასაც აკეთებდა, ამიტომ ჩვენ ეს არ უნდა გადავაკეთოთ! აი, რა მინდოდა თქვენთვის მეთქვა, ქართველებო“.

წყარო: http://www.mediacity.ge/

3 Responses to “ისა კოძოევი ქართველებს მიმართავს”

  1. nona said

    Ingushebi kargi xalxia stumartmoyvare mkonda urtietobá msoflio gviyurebs ába rogor gardaikmneba da gaevropeldeba kartveli gmertma ar inebos chveni gadasheneba amin

    Like

  2. ვალერი ზურაბიანი said

    ძალიან სასიამოვნო სიტყვებია. ინგუშები ლამაზი და ვაჟკაცი ხალხია.

    Like

    • manana said

      გაიხარეტ ,რა ლამაზი სიტყვები წავიკიტხე ,<3 ინგუშები ძალიან მიყვარს ,ვაჯკაცობით და ერტგულობიტ განტქმულები არიან, დარდის გამო რაც დესვიცი საქარტველო უყვარტ ,და არასოდეს უგალატიატ ქარტველებისტვის ,ტქვენმა სიტყვება ამატირა , ვიტირე სიხარულიტ და ვიტირე იმ დარდის გამო რაც დგჰეს საქარტველოში ხდება 😥 დიდი მადლობა ბატონო ისა ასეტი ტბილი და მარტალი სიტყვებისტვის ❤

      Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s