Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, სამცხე, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

“თავისუფალი საქართველო”-ს განცხადება

Posted by iberiana on ივლისი 2, 2019


berdzenishviliპარტია “თავისუფალი საქართველო”-ს განცხადება

კომედიად გადაიქცა საქართველოში ყველაფერი: КГБ-ს სტაჟიანი ვეტერანები პრო-დასავლურობას იჩემებენ და ჩვენ გვაბრალებენ პრო-რუსულობას.

ბერძენიშვილებს შევახსენებ, რომ მისი ლიდერის – სააკაშვილის მთავრობამ არა – მე, არამედ მათ პარტიას წაუყენა ბრალი რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში და გამოუქვეყნა ჩანაწერები ყოველდღიურად რეპორტებს როგორ აბარებდნენ რუსეთის საელჩოს რომელიღაც კლერკს.

მანამდე 1992 წელს რუსეთის მიერ ინსპირირებული სახელმწიფო გადატრიალების დროს, ძმები ბერძენიშვილები ერთგულად იდგნენ გენერალ ბეპაევის და ადმირალ ბალტინის ბანაკში.

უახლოეს დღეებში მივმართავთ პროკურატურას: დაიწყოს სისხლის სამართლის საქმის ძიება რუსეთის სპეც-სამსახურების და სამხედრო შენაერთების საქართველოს საშინაო საქმეებში ჩარევის ყველა ფაქტზე, მ.ათ შორის: 1991-93 და 2007 წლის მოვლენებთან კავშირში, აგრეთვე 2020 წლის მოწვევის პარლამენტში შევიტანთ ინიციატივას ამავე მიზნით საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ.

ვნახოთ აბა “პრო-პრო-პრო-დასავლური პარტიები” დაგვეთანხმებიან თუ არა

შეგახსენებთ, რომ “თავისუფალი საქართველო არის ეროვნულ ინტერესებზე დაფუძნებული პოლიტიკური ძალა, რომელიც ერთგულია იმ საშინაო და საგარეო პოლიტიკური კურსისა, რომელსაც სათავე დაუდო საქართველოს პირველმა პრეზიდენტმა – ზვიად გამსახურდიამ. პარტია დაფუძნდა 2010 წელს.

“თავისუფალი საქართველო” განსხვავდება ყველა დანარჩენი პარტიისაგან იმით, რომ ჩვენს გუნდში არ არის შევარდნაძის, სააკაშვილის ან ივანიშვილის რეჟიმის არცერთი ყოფილი მაღალჩინოსანი.

პარტიის ლიდერი – კახა კუკავა, იურისტი.
2.07.2019

დატოვე კომენტარი