Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, სამცხე, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

ბიძინა სავანელი – ვინ არის სააკაშვილი და მისი გუნდი ?

Posted by iberiana on ივლისი 22, 2019


„მტერიას შინა ყოლასა, ლომიას გზასა ზედა წოლა სჯობია“.

savaneli

ბიძინა სავანელი – ვინ არის სააკაშვილი და მისი გუნდი ?

(მხოლოდ ფაქტები)

აბა სულითა და ხორცით ქართველმა თითეულ შეკითხვას პასუხი გასცეს:

_ ვინ გადასცა რუსეთს ერის კუთვნილი ბუნებრივი რესურსებისა და ენერგეტიკული ობიექტების უმეტესობა?
_ ვინ შეიტანა საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებები, რის შედეგად საქართველოში ტირანული, ნეკროფილიის ელემენტებით გაჯერებული სადისტური და მჩაგვრელი რეჟიმი ჩამოყალიბდა?
_ ვინ აღადგინა ეროვნული ხელისუფლების მიერ გაუქმებული სამხრეთ ოსეთი, და მას ახალგორი, ხოლო აფხაზეთს კოდორის ხეობა ვინ მიუერთა?
_ ვინ მოაწყო კოდორის ხეობაზე შეიარაღებული თავდასხმა და ხეობის დამცველი სვანები ვინ განაიარაღა?
_ ვისი ბრძანებით დაიბომბა ცხინვალი, ანუ ვინ შეუწყო ხელი რუსეთს რათა მას აფხაზეთისა და ჩრდილო ქართლის ოკუპაცია მოეხდინა?
_ ვინ აღადგინა და დაამკვიდრა პირველყოფილი ადამიანის ველური პრინციპი “ნულოვანი ტოლერანტობა” და “ყველანი ციხეში”?
_ ვინ შემოიღო და დაამკვიდრა ციხეებში პატიმართა სისტემატური წამება, მკვლელობა და გაუპატიურება, ხოლო ქუჩებში მომიტინგეთა ცემა და ახალგაზრდების მკვლელობა? (მე ვეკითხები დასავლელ პარტნიორებს: დამნაშავეების დაუსჯელობას ანუ მათ თავისუფალ ბოგინს თქვენს ქვეყნებში დაუშვებთ?)
_ ვინ გადაიტანა ქუთაისში პარლამენტი, დედაქალაქის იქ გადატანის პერსპექტივით, და რომელი მეზობლის ინტერესში შედიოდა ასეთი? და რატომ შეიყვანა მოსკოვის სომხურმა ვებ-გვერდმა სააკაშვილი გამოჩენილ სომეხთა ოცეულში?
_ ვინ აღვივებდა და აღვივებს ფარულად რუსეთზე ორიენტირებულ კუთხურ სეპარატიზმს სამეგრელოში?
_ ვინ მიაჩუმათა თვითაღიარებულ აფხაზეთსა და რუსეთს შორის დღევანდელ „ხელშეკრულებასთან“ შედარებით 2012 წლამდე საქართველოსათვის გაცილებით საშიში ათეულობით უარესი „ხელშეკრულება“?
_ ვინ მიანიჭა არამართლმადიდებელ რელიგიურ ორგანიზაციებს უფლება გახდნენ საქართველოს ავტოკეფალური ეკლესიის თანაბარი საჯარო სამართლის იურიდიული პირი?
_ ვინ ჩამოართვა სახელმწიფო უნივერსიტეტებს საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსი და სხვა კერძო უნივერსიტეტების სტატუსს ვინ გაუთანაბრა?
_ ვინ გააუქმა ან სამართლებრივი სტატუსის გარეშე დატოვა მსოფლიოში ცნობილი სამეცნიერო სკოლები და ინსტიტუტები?
_ ვინ დაარბია და გაყარა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლებისა და მეცნიერების 500-ზე მეტი ცნობილი მოღვაწე, და მათგან 70-ს სიცოცხლე ვინ მოუსწრაფა?
_ ვინ შეუწყო ხელი ჭარბმოსახლეობიანი ქვეყნებიდან ხალხის შემოსახლება-დასახლებას მათთვის მოქალაქეობის მინიჭებას და დემოგრაფიული სიტუაციის მკვეთრ გაუარესებას?
_ ვინ შემოასახლა აჭარაში 47 ათასი თურქი, რომელთაგან 38 ათასს საქართველოს ორმაგი მოქალაქეობა ვინ მიანიჭა? (მაშინ როდესაც საქართველოს კონსტიტუციის ძალით: ორმაგი მოქალაქეობა ენიჭება მხოლო იმ პირს, რომელსაც განსაკუთრებული ღვაწლი მიუძღვის საქართველოს წინაშე).

მსოფლიოს ისტორიაში უპრეცედენტო თავისი ქვეყნის წინააღმდეგ მიმართული ყველა ზემოაღნიშნული დანაშაული ჩაიდინა სამი ბატონის მსახურმა სააკაშვილმა და მის მიერ ორგანიზებულმა ბანდამ.

ბიძინა სავანელი

”ფარისეველნო, გაუტანელნო,
სხვასთან თავმხრელნო,
შინ ორმოს მთხრელნო,
ნაგავის მყრელნო,
თქვე ჭრელო გველნო,
რამ შეგაძულათ,
სთქვით, საქართველო?!”
აკაკი

24 ნოემბერი, 2014

https://iberiana2.wordpress.com/georgia/saakashvili/

 

 

 

7 Responses to “ბიძინა სავანელი – ვინ არის სააკაშვილი და მისი გუნდი ?”

  1. თინიკო said

    გაიხარეთ!
    რაც ჩამოთვალეთ( და კიდევ სხვა მრავალი ბოროტება),ყველაფერი უჯიშო სააკიანის და მისი ასევე უჯიშო ხროვის ნამოქმედარია!
    წაბილწეს ჩვენი ქვეყანა მაგრამ დღემდე სავარძლებს იკავებენ და აქეთ გვიკითხავენ მორალს,რაც ყოვლად აღმაშფოთებელია!

    Like

  2. Teimuraz Tsimakuridze said

    უსაზიზღრესი და ვერაგი სომეხი მტერი,რომელმაც საქართველო მოსპო თავისნაირი ბოროტი და ღვარძლიანი ქართველების ხელით.
    არცერთ მტარვალ დამპყრობელს არ გაუკეთებია ისეთი ბოროტება საქართველოსა და ქართველებისათვის,როგორიც გაუკეთა ამ ზნედაცემულმა,ყოვლად თახსირმა და უკიდეგანოდ აღვირახსნილმა,მრავალი მამისაგან შექმნილმა არსება-სუბიექტმა მიხეილ სააკოვ-სააკიან-სააკაშვილმა !!!

    Like

  3. ir izoria..... said

    Akakixe bevri vitiret chven emigrantebma….

    Like

  4. Akakixe bevri vitiret chven emigrantebma…ramxela tkivilia gmertoooooooo……

    Like

  5. Qeti. said

    mware simartle da zaan mtkivneuli. am yvelafers ar gaitvaliswinebs da ar dainaxavs mxolod metri. yvelas vinc saqartvis cudi gaaketa 90-ani wlebidan moyolebuli ar unda sherchet. magati adgili mxolod cixeshia. dges RAC xdeba am xelisuflebis bralia ase ro atareshebs mogalateebs.

    Like

  6. garbo said

    როგორც ფაშისტები გასაამარლეს,ისეე უნდა გაასამართლონ სადისტი გნაცები!
    წერტილი!

    Like

  7. გორძამაშვილი ლალი said

    არ გცხვენიათ ამხელა კაცს?ცალი ფეხი სამარეში გიდგას და აფრქვევ ასეთ ცრუპენტელა აზრებს..სირცხვილია მართლა და მართლა..ფუუ შეგაძულებენ ქართველად ყოფნას ეს უჯიშოები

    Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s