Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, სამცხე, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

როლანდ თოფჩიშვილი – 100 წლის წინ 27 კომლი ეთნიკური ოსი ცხოვრობდა ცხინვალში

Posted by iberiana on აგვისტო 12, 2019


topchishvili

როლანდ თოფჩიშვილი

100 წლის წინ 27 კომლი ეთნიკური ოსი ცხოვრობდა ცხინვალში

ოსური პრობლემა, როგორც ჩანს, არცთუ მალე და ადვილად მოსაგვარებელია. მიუხედავად ამისა, ქართველებს ყოველი ღონე გვმართებს დღედაღამ გარჯისა, თუმცა დღევანდელ და მომავალ ხელისუფალთ ამ საკითხის მოგვარების არავითარი გეგმა არ გააჩნიათ (იმტომ, რომ ქვეყანაში ამ მიმართულებით მომქმედ ორიოდე მეცნიერს არავითარი მხარდაჭერა არ გააჩნია. არადა პრობლემის მოსაგვარებლად ანალიტიკური ცენტრები უნდა იყოს შექმნილი). მართალია დღევანდელი საერთაშორისო სამართალი ისტორიას არავითარ მნიშვნელობას არ ანიჭებს, მაგრამ ჭეშმარიტების დადგენა ხომ მაინც საჭიროა, თანაც იმ დროს, როდესაც მეზობელი დამპყრობელი ყოველდღიურად გვიყალბებს ისტორიას. დიდი მნიშვნელობა აქვს ზეპირ საისტორიო წყაროებსაც. გთავაზობთ ერთ-ერთ ასეთ წყაროს.

1991 წელს გორის მოქალაქეს, ძირძველ ცხინვალელს ივანე (ვალოდია) გელაძეს გაუხსენებია საბჭოთა წყობილების დამყარებამდე ცხინვალში მკვიდრი ეთნიკური ოსები. ხელნაწერის სათაურია „სია ცხინვალში მცხოვრები ოსებისა დაწყებული ნიკოლოზის დროიდან გასაბჭოებამდე“. დოკუმენტი ივანე გელაძეს ბატონ ზვიად გამსახურდიასათვის ფოსტით გაუგზავნია (კონვერტს აწერია: „ბატონ ზვიად გამსახურდიას. პირადათ“). საქართველოს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის წერილებისა და მოქალაქეთა მირების განყოფილებაში ბარათი 29 . 04. 91.-ში შესულა. ეს ბარათი კი საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს სამდივნომ უფრო დიდ კონვერტში ჩადებული ივანე ჯავახიშვილის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტში ჩვენთან გადმოაგზავნა.რამდენიმე დღის წინ ჩემი არქივის გადათვალიერებისას ბარათი ხელში მომხვდა. მიმაჩნია, რომ ოსურ პრობლემასთან დაკავშირებით დიდი და პატარა საკითხები არ არსებობს, ამიტომაც გთავაზობთ ამ ბარათს:

***

„სია ცხინვალში მცხოვრები ოსებისა დაწყებული ნიკოლოზის დროიდან გასაბჭოებამდე:
1.ლექსა ჯიოევი (მედუქნე);
2. დანელა ხანიგაევი (მედუქნე);
3.ზალიკა ცხოვრებოვი (მედუქნე);
4. გიჰკაშვილი იოსები (ფარჩით მოვაჭრე მედუქნე);
5. კოჩიევი გულა („–“ „—“ „—-“);
6. ნიკო კარსანოვი (მედუქნე);
7. ზასოხოვი გაბო
8. აბაევი გიგო;
9. ცხოვრებოვი სტოპა;
10. კოჩიევი ბიძინა მასწავლებელი (მღდელი);
11. ქელეხსაევი საჩინო (ლუდსა ხდიდა);
12 ჯიოევი გრიგოლა;
13. კულაევი გრიგოლა მიკიტანი;
14. თიბილაშვილი გიგო „——-“;
15 მიშუა გვარი არ მახსოვს;
16 ქუმარიტოვი გიგო შვილი შაქრო მენშევიკების დროს მილიციი უფროსი;
17. გასიევი ედუარდა სტრაჟნიკი
18. ფარასტაევი საგია კაპიტალისტი ტყით მოვაჭრე ჯავახიშვილს რომ ჰყავს მოხსენიებული ჯაყოს ხიზნებში;
19. გალავანოვი სოლომონი;
20. ზასიევი ტატო;
21. გაგლოევი მათე;
22. სანაკოევი მუხტარა;
23. დათე გვარი არ მახსოვს;
24. კულაევი სადულა;
25. ჯიოევი ნიკო;
26. სანაკოევი გაბო;
27.კულუმბეგოვი ფადო კბილის ექიმი

სულ ესენი იყვნენ ცხინვალის მცხოვრები ოსები. ოც წელში მენშევიკების დროს ორი ოჯახი იყო დატოვილი ზასოხოვი და ქუმარიტოვი.

გახლავართ წარმოშობით ცხინვალელი. ვცხოვრობ გორში 83 წლის გახლავარ. გიგზავნით ამ სიას იქნებ სადმე ვინმემ იდაოს ცხინვალში ბევრი ვიყავით ოსებიო და წაუკითხეთ ეს სია. თუ სჭირი იქნება მე ცოცხალი კარიკარ დავატარებ ყველა სახლთან…

პატივის ცემით გელაძე ივანე (ვალოდია).
ჩემი მისამართია ქ. გორი, მშვიდობის გამზირი #4 ბინა 3“

***

სულ ეს არის! 100 წლის წინ 27 კომლი ეთნიკური ოსი ცხოვრობდა ცხინვალში. დღეს ეს ქალაქი ჩვენი აღარაა. ყველაფერი კი რუსეთის იმპერიამ დაგვმართა. სამწუხაროდ, იმპერიის მზაკვრული ჩანაფიქრები ვერც ერთმა ქართველმა „პოლიტიკოსმა“ ვერ გამოიცნო. ანდა დღეს ვინმე ფიქრობს, ხვალისათვის და ზეგისათვის რას გვიმზადებს იმპერია? და შესაბამისად რომელიმე ქართველი პოლიტიკოსი რეალურად აზროვნებს?

2016

https://iberiana.wordpress.com/samachablo/topchishvili/

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s