Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, სამცხე, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

„რისკი ცალსახად არსებობს“ – ინტერვიუ ანდერს ფოგ რასმუსენთან

Posted by iberiana on სექტემბერი 11, 2019


e18390e1839ce18393e18394e183a0e183a1e18390

„რისკი ცალსახად არსებობს“ – ინტერვიუ ანდერს ფოგ რასმუსენთან

ანდერს ფოგ რასმუსენი, ნატოს ყოფილი გენერალური მდივანი 2009-2014 წლებში, ამბობს, რომ საქართველოს ნატოში სწრაფად გასაწევრიანებლად შეუძლია, დროებით უარი თქვას ალიანსის მეხუთე პუნქტის მის ოკუპირებულ რეგიონებზე გავრცელებაზე. რასმუსენმა გვითხრა, რომ რისკი ნამდვილად არსებობს, რუსეთმა საქართველოს ნატოში გაწევრიანების შეჩერება კვლავაც სამხედრო აგრესიით სცადოს. თუმცა, ყოფილი გენერალური მდივანი მიიჩნევს, რომ ამ რისკის აწონ-დაწონვა მაინც ღირს. რასმუსენი იმასაც ამბობს, რომ ამ გადაწყვეტილების მიღებამდე საქართველოს მოუწევს ქვეყნის შიგნით საკითხზე კონსენსუსს მიაღწიოს. რასმუსენის განცხადებაზე გუშინდელმა გამოხმაურებებმაც ნათლად აჩვენა, რომ ყოფილი გენერალური მდივანი, ამ მხრივ, მართალს ამბობს.

რასმუსენის გუშინდელ გამოსვლას თბილისის საერთაშორისო კონფერენციაზე ქართულ მედიაში წინააღმდეგობრივი გამოხმაურება მოჰყვა. რასმუსენის სიტყვის არაზუსტ ქართულ ვერსიაზე საუბრისას „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა გია ვოლსკიმ განაცხადა, რომ საქართველოს გაწევრიანება ნებისმიერ ორგანიზაციაში მისი ოკუპირებული ტერიტორიების გარეშე „ისტორიისა და სახელმწიფოს წინააღმდეგ წასვლა“ იქნებოდა…

„ვაჟა თავბერიძე /„სამოქალაქო საქართველო“: კონფერენციას საკმაოდ დამაფიქრებელი სახელი შეურჩიეს – “Now What?” – და მინდა, თქვენც ამავე კითხვით მოგმართოთ: რას უნდა ველოდოთ საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების კუთხით? სად ვართ და საით მივდივართ?

ანდერს ფოგ რასმუსენი: ვიტყოდი, რომ შემდეგი ნაბიჯი უნდა იყოს საქართველოს მთავრობისა და ხალხის მიერ კონკრეტული გადაწყვეტილების მიღება: უღირს თუ არა საქართველოს გახდეს ნატოს წევრი, მაგრამ იმ დათქმით, რომ დროებით, ნატოს ქარტიის მეხუთე მუხლი, კოლექტიური თავდაცვის შესახებ, თქვენს დე-ფაქტო ოკუპირებულ რეგიონებზე არ გავრცელდეს. ეს გულისხმობს, რომ კოლექტიური თავდაცვის მექანიზმი გავრცელდება მხოლოდ იმ ტერიტორიაზე, რომელსაც დღესდღეობით აკონტროლებს საქართველოს მთავრობა. ეს ბევრს შეიძლება ჩახლართულ საკითხად მოეჩვენოს, მაგრამ მსგავსი პრეცედენტი უკვე გვაქვს ნატოში – 1955 წელს აღმოსავლეთ გერმანიას (გდრ) ნატოში გაწევრების უფლება არ მიეცა, მაშინ როცა დასავლეთ გერმანია გახდა ნატოს წევრი. მეხუთე მუხლი არ ვრცელდებოდა აღმოსავლეთ გერმანიაზე, სანამ გერმანია არ გაერთიანდა. ზუსტად იგივე შეიძლება გაკეთდეს საქართველოს შემთხვევაში, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთის რეგიონებთან მიმართებაში. ვფიქრობ, ეს საკითხი დიდი კამათის საგანი გახდება საქართველოში, ამიტომ აჯობებს მსგავსი გადაწყვეტილება თვითონვე მიიღოთ, და თუ გადაწყვეტთ, რომ ეს გსურთ, მერე უნდა „მიხვიდეთ“ ნატოსთან და უთხრათ: „აი, ჩვენ მზად ვართ, ახლა რას იტყვით?“

Q: როგორ ფიქრობთ, როგორი იქნება ნატოს პასუხი? იზიარებენ თქვენი ყოფილი კოლეგები თქვენს მიდგომას?

A: დღეს, არამგონია, დღეს კონსენსუსის გარანტიას ვერ მოგცემდით, მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს არის სწორი პირველი ნაბიჯი ამ პროცესის დასაძვრელად. ამ შემთხვევაში, ალიანსის წევრ ქვეყნებს მოუწევთ დაიწყონ უფრო რეალისტური დისკუსია იმაზე, ეთანხმებიან თუ არა ნატოში საქართველოს მიღებას, რადგან ფაქტია, რომ საქართველო ყველა საჭირო კრიტერიუმს აკმაყოფილებს ამისთვის: თქვენ ნატოს ერთ-ერთი უახლოესი პარტნიორი ხართ, დიდი წვლილი შეგაქვთ ავღანეთის სამშვიდობო მისიაში და თქვენი სამხედროები საჭირო სტანდარტებს აკმაყოფილებენ.

Q: გააქარწყლებს თუ არა ეს თქვენი მოდელი იმ სკეპტიციზმს, რომელიც დასავლეთ ევროპის რიგ ქვეყნებს აქვთ საქართველოს ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით?

A: დაუყოვნებლივ არა, მაგრამ ვფიქრობ საჭიროა ამ ნაბიჯის გადადგმა იმისთვის, რომ ეს პროცესი, ასე ვთქვათ, გადავტვირთოთ. რადგან ახლა სკეპტიკოსებისთვის ძალიან ადვილია, ამ დისკუსიას თავი აარიდონ და უბრალოდ ხელი გაიშვირონ გადაუჭრელი ტერიტორიული კონფლიქტებისკენ, მაგრამ ამ ნაბიჯის გადადგმით, ეს პრობლემა, ასე ვთქვათ, განტოლებიდან გაქრება. შესაბამისად, ნატოს წევრ ქვეყნებს მოუწევთ იმაზე მსჯელობა, რომ საქართველო ყველა საჭირო კრიტერიუმს აკმაყოფილებს.

Q: გერმანიის მაგალითი ახსენეთ. ზედმეტ სკეპტიციზმში ნუ ჩამომართმევთ, მაგრამ გულწრფელად გჯერათ, რომ დასავლეთისთვის საქართველოსაც ის გეოპოლიტიკური წონა აქვს, რაც მაშინ გერმანიას ჰქონდა?

სრულად: https://iberiana.wordpress.com/iberiana/nato/

 

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s