Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, სამცხე, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

მერაბ კოსტავას გახსენება

Posted by iberiana on ოქტომბერი 13, 2019


43823183_10215989434105214_8926952592588668928_n1

აქცია კინოს სახლთან. ანა მიქაუტაძის ფოტო

მერაბ კოსტავას გახსენება

არასდროს დამავიწყდება 1989 წლის 11 ოქტომბრის მიტინგი კინოს სახლთან… ჩამოსული იყვნენ დელეგაციები ბალტიისპირეთიდან, მოლდოვიდან, უკრაინიდან. პირველად თბილისში იწყებოდა აქცია იმპერიულ ჯარში ახალგაზრდათა მსახურების წინააღმდეგ. მერაბი ასე ბედნიერი, ასეთი ჩაცმულიც კი არასოდეს გვენახა. მისი ნათქვამი ყველა სიტყვა დამამახსოვრდა. მიტინგზე ბატონმა ზვიადმა გამოაცხადა, რომ იწყებოდა აქცია: – ახალგაზრდები უარს ამბობენ იმპერიულ ჯარში მსახურებაზე, ეს კავშირის მასშტაბით იქყება და ამ აქციას უხელმძღვანელებს თავად მერაბ კოსტავაო.

 სამი მეგობარი ერთად ვიდექით მიტინგზე – მე, მერი სხირტლაძე და ფერიდე ჯანგირაშვილი (9 აპრილს დაღუპული ნოდარ ჯანგირაშვილის და). ყველას შიშის და სიამაყის ჟრუანტელმა დაგვიარა შიშის იმისა, რომ იმპერია ამას არ გვაპატიებდა...

13 ოქტომბერს ნოდარ ჯანგირაშვილის დედამ დაგვირეკა და გვთხოვა მასთან მივსულიყავით. პატარა სუფრით ფერიდეს დაბადების დღე უნდა აღგვენიშნა. ნოდარი ჯავახიშვილის N3-ში ცხოვრობდა, მერაბი N1-ში.  ისინი ბავშვობის მეგობრები იყვნენ. რომ გამოვედით, მერაბის ეზოში რაღაც ჩოჩქოლი შევნიშნეთ. თურმე, მეზობლად ბიბლიოთეკაში დაერეკათ, მერაბი ავარიაში მოჰყვაო (მოგვიანებით, სტუმრად ვიყავი ჩასული ზესტაფონში და ზესტაფონელებისგან გავიგე, რომ იმ პერიოდში ზესტაფონში ყოფილა ჩასული  თავიანთივე  ქალაქელი სუკ-ის მაღალჩინოსანი მოსკოვიდან. თვითონ ზესტაფონელებსაც კი უკვირდათ, რაღა მერაბის დაღუპვის დროს დაუკავშირაო).

მისი დაღუპვა იმდენად თავზარდამცემი იყო ჩემთვის, რომ დიდხანს ხმამაღლა ვქვითინებდი. უცებ მოიყარეს თავი კინოს სახლთან ეროვნული მოზრაობის ლიდერებმა… ყველა ტიროდა…

გულიკო საბაძე

 

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s