Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, სამცხე, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

ესპანეთში იბერიული პერიოდის ტაძარში არქეოლოგებმა ქართული ასომთავრული ასო-ნიშანი აღმოაჩინეს

Posted by iberiana on ოქტომბერი 29, 2019


ესპანეთში იბერიული პერიოდის ტაძარში არქეოლოგებმა ქართული ასომთავრული ასო-ნიშანი აღმოაჩინეს

Cancho Roano

იბერიის ნახევარკუნძულზე, ესპანეთში ზალამეა დე ლა სერენას (Zalamea de la Serena) მუნიციპალიტეტში, ბადახოზის პროვინციაში, აღმოაჩინეს ძვ.წ. 550 წლისთვის აშენებული იბერიული სატაძრო კომპლექსი. მაშინ ამ ტერიტორიაზე ჯერ კიდევ არ ჰქონდა მოღწეული ინდო-ევროპულ ტომებს და ეს ტერიტორია ჯერ კიდევ დომინანტურად იბერო-კავკასიელებს ეკუთვნოდათ. სატაძრო კომპლექსს კანჩო როანო (Cancho Roano) უწოდეს, თუმცა მისი თავდაპირველი სახელი უცნობია. ტაძარი ცეცხლმა გაანადგურა ძვ.წ. 370 წელს. როგორც ჩანს ხანძარი ხელოვნურად, განგებ იქნა გამოწვეული და შემდეგ დამწვარი ტაძარი მიწით დაფარეს, ზუსტად ისე, როგორც ეტრუსკებს სჩვეოდათ განსაკუთრებული რელიგიური ცერემონიების დროს.

ტაძრის არქეოლოგიური შესწავლა დაიწყო 1978 წელს ჯონ მალუკიე დე მოტემ, შემდეგ სამუშაოები შეწყდა და გაგრძელდა 2001 წელს. ის ესპანეთმა ეროვნულ მონუმენტთა სიაში შეიტანა 1986 წელს. დღეს ის ღიაა დამთვალიერებელთათვის.

მკვლევარი რიჩარდ ფლოინდის აზრით კანჩო როანო იყო “მემორიალური ქალაქი”, რომელიც იყო აგებული იმისთვის, რომ რელიგიური ფუნქცია შეესრულებინა ძველი ტარტესიული ქალაქისთვის. ამ კომპლექსის მთავარი ტაძრის იატაკზე აღმოჩნდა დიდი ზომის გამოსახულება ქართული ასომთავრული ანბანის ერთ-ერთი ასოსი – “დონის”. ცნობილია, რომ ეს ნიშანი იყო ასევე მზის ნიშანი კოლხი და იბერიელი ხალხისთვის. მას ხშირად გამოსახავდნენ იბერიის ნახევარკუნძულზე მცხოვრებლებიც ფარებზე

საინტერესოა ისიც, რომ მკვლევარი რამაზ პატარიძე, შესანიშნავი დამწერლობათმცოდნე, რომელმაც მთელი ცხოვრება შეალია მსოფლიო დამწერლობათა ისტორიის, ჩამოყალიბების და სპეციფიკის შესწავლას, აცხადებს, რომ ძველ საქართველოში დასრულდა მთვარის კალენდარული დრო-ჟამი და დაიწყო მზის კალენდარული დრო-ჟამი ძვ.წ. 540 წელს. ქართულ ანბანში მზე და მისი ნიშანი “დონი” მეოთხე ადგილზეა განთავსებული, ვინაიდან ცნობილია ძველი ბაბილონური მნათობთა განლაგება: მთვარე, მერკური, ვენერა და მზე. სწორედ ამის მიხედვითაა ის განლაგებული ქართულ ანბანშიც

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s