Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, სამცხე, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

უზენაესი საბჭოს წევრებსა და ჭეშმარიტი ეროვნული მოძრაობის წარმომადგენლებს

Posted by iberiana on ნოემბერი 7, 2019


shavtvaladzeუზენაესი საბჭოს წევრებსა და ჭეშმარიტი ეროვნული მოძრაობის წარმომადგენლებს

მეგობრებო, ძმებო, დებო, ძვირფასო თანამებრძოლებო!

ჩვენ, უზენაესი საბჭოს დეპუტატებს, ბედმა გვარგუნა ვყოფილიყავით თანამებრძოლნი, ეროვნული მოძრაობის პატრიარქის, ბ-ნ ზვიად გამსახურდიასი! გვქონდა პატივი მასთან ერთად, მისი თაოსნობით და უშუალო ხელმძღვანელობით, მოგვეპოვებინა უდიდესი გამარჯვება – ყოფილი სსსრ-ს სივრცეში პირველად ჩვენ ჩაგვეტარებინა მრავალპარტიული, უაღრესად დემოკრატიული, არჩევნები; საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ჩაგვეტარებინა რეფერენდუმი, რომლის შედეგებზე დაყრდნობითაც გამოცხადდა საქართველოს სახელმწიფოებრიობის აღდგენა, ეს კი გახდა საფუძველი იმისა, რომ საქართველო გახდა მსოფლიო თანამეგობრობის სრულუფლებიანი წარმომადგენელი!

ჩვენ ბევრი სასიკეთო გეგმები გვქონდა, მაგრამ მტერმა არ გვაცალა მათი განხორციელება, როდესაც ჩვენში მრავლად არსებული მოღალატის მეშვეობით შექმნა კრიმინალური ბანდები, სათანადოდ აღჭურვა იგი, დაეხმარა ცოცხალი ძალით და დაამხო კანონიერი ხელისუფლება – მოკლა რჩეული პრეზიდენტი.

მტერმა ეს ყოველივე არ გვაკმარა და იმისათვის რომ მაქსიმალურად გაახანგრძლივოს ძალით თავსმოხვეული მარიონეტული საოკუპაციო რეჟიმის არსებობა, უზენაესი საბჭოს წევრებს (ისევე როგორც ეროვნული მოძრაობის თვალსაჩინო წარმომადგენლებს) კიდევ ერთი გოლგოთა გამოგვატარა (პოლიტიკური და ეკონომიური რეპრესიები, დევნა, ემიგრაცია). შემდგომში კი ჭორების გავრცელების მეთოდის ეფექტური გამოყენებით გაგვათითოკაცა.

საჭიროა წინ აღვუდგეთ ყოველივე ამას, რათა მტერმა სულ უფრო მეტად არ გადააგვაროს ქართველი ერი! სამწუხაროდ ჩვენ დავივიწყეთ მთავარი, რომ ყოველი ჩვენგანი ცალკე აღებული (ლაპარაკი არაა ამბიციურ პიროვნებებზე) არავითარ ძალას არ წარმოვადგენთ, რომ ჩვენი ძალა ჩვენი ერთად ყოფნაა – უზენაესი საბჭოს როგორც უძლიერესი სამართლებრივი ბერკეტის არსებობა!!!

მოგიწოდებთ ყველას! დავძლიოთ ჩვენში არსებული გაუგებრობანი, უთანხმოებანი (თუ ასეთი არსებობს) შევიკრიბოთ ერთად, და გადავწყვიტოთ რა გზა ავირჩიოთ ჩვენს სამშობლოში კანონმემკვიდრეობის აღდგენისა და ჩვენი ქვეყნის წინსვლისთვის ბრძოლაში.

მივმართავთ უზენაესი საბჭოს წევრებსა და ჭეშმარიტი ეროვნული მოძრაობის წარმომადგენლებს – შევკავშირდეთ! ჩვენ არ უნდა ვეძებოთ ჩვენი იდეების რეალიზაცია სხვადასხვა ფსევდო „პატრიოტულ პარტიებთან“ შეკავშირებით. გავითავისოთ, რომ დღეს საქართველოში სამართლებრივი თვალსაზრისით არ არსებობს უფრო ძლიერი ძალა ვიდრე უზენაესი საბჭო!!! შევკავშირდეთ ერთად, გვერდში დავიყენოთ დღეს არსებული კანონიერი სტრუქტურები და შევიმუშაოთ მოქმედების გეგმა.

ვიმეორებთ, ჩვენი პატრიოტული მიზნების განსახორციელებლად ჩვენ კი არ უნდა დავრბოდეთ აქეთ-იქით სხვადასხვა „პატრიოტულ“ მოძრაობებსა და პარტიებში, არამედ ისინი თავად უნდა ეძებდნენ გზებს ჩვენთან მოსასვლელად.

ამ საკითხების განსახილველად ა. წ. 14 ნოემბერს 16:30 საათზე, გთხოვთ, შევიკრიბოთ ეროვნული ბიბლიოთეკის სააქტო დარბაზში, და მონაწილეობა მივიღოთ ამ დღისადმი მიძღვნილ კონფერენციაში!

უზენაესი საბჭოს წევრი
ნუგზარ შავთვალაძე

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s