Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, სამცხე, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

ეროვნული გვარდიის ვეტერანთა განცხადება

Posted by iberiana on ნოემბერი 8, 2019


gvaediaსაქართველოს რესპუბლიკის ეროვნული გვარდიის ვეტერანთა პრესცენტრის
გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

როგორც ცნობილია უზენაესი საბჭოს წევრების ინიციატივით ა. წ. 14 ნოემბერს ეწყობა, 1990 წლის 14 ნოემბერს გამართული პირველ სხდომისადმი მიძღვნილი კონფერენცია.

ჩვენ მივესალმებით უზენაესი საბჭოს წევრების ასეთ მამულიშვილურ ინიციატივას და სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ მათ, რამეთუ მტკიცედ გვწამს და გვჯერა აუცილებლობა ბ-ნ ზვიად გამსახურდიას მიერ უზენაესი საბჭოსადმი დასახული მიზნისა:

„ჩვენმა მოძრაობამ მიაღწია ჭეშმარიტად მრავალპარტიული პარლამენტის არჩევას, რომელიც იქნება არა მხოლოდ უზენაესი საკანონმდებლო ორგანო ჩვენი ქვეყნისა, არამედ იქნება ეროვნულ გამანთავისუფლებელი მოძრაობის ხელმძღვანელი და კორდინატორი და ამავე დროს ეროვნული დაუმორჩილებლობის განხორციელების ძირითადი სამართლებრივი ინსტიტუტი!“ /ზ. გამსახურდია, 1990 წლის 14 ნოემბერი, უზ. საბჭო/

დიახ ბატონებო! უზენაესი საბჭოს წევრები კი არ უნდა დარბოდნენ აქეთ-იქით სხვადასხვა ვითომ ეროვნულ ნიადაგზე მდგომ პარტიებსა და გაერთიანებებში გარკვეული მიზნების მისაღწევად, არამედ თავად უზენაესი საბჭო უნდა იყოს ეროვნულ გამანთავისუფლებელი მოძრაობის ხელმძღვანელი და კორდინატორი!!! ჩვენ ამ საკითხში ყველანაირად გვერდში დავუდგებით მათ!

მოვუწოდებთ ყველას! დავძლიოთ ჩვენში არსებული უთანხმოებანი, თუ გაუგებრობანი გავერთიანდეთ უზენაესი საბჭოს ირგვლივ, რაც საწინდარი იქნება ჩვენი ქვეყნის გადარჩენისა და გაბრწყინებისთვის ბრძოლაში!
გვფარავდეს ღმერთი ჩვენს სამართლიან ბრძოლაში!

საქართველოს რესპუბლიკის ეროვნული
გვარდიის ვეტერანთა პრესცენტრის სახელით:

გია ჩუთლაშვილი

08.11.2019

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s