Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, სამცხე, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

საქართველოში მცხოვრებ ოსებს

Posted by iberiana on ნოემბერი 19, 2019


gaprindashvili

საქართველოში მცხოვრებ ოსებს გაქვთ საუკეთესო შესაძლებლობა, რომ სოლიდარობა გამოუცხადოთ უდანაშაულო ექიმს

საქართველო ისტორიულად ტოლერანტული ქვეყანაა და ეს საამაყოა ჩვენთვის. აქ ერთმანეთის გვერდიგვერდ ცხოვრობნენ და ვითარდებოდნენ განსხვავებული ეთნოსის, კულტურისა და რელიგიის ადამიანები. ქართველი ყოველთვის იყო შემწყნარებელი, გულღია მასპინძელი, ჩაგრულის მფარველი, მაგრამ ამავე დროს თავდაუზოგადავად იგერიებდა მტრის შემოსევებს და არასოდეს ცნობდა დამპყრობლის რეჟიმებს.

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შედეგებსაც ვერასოდეს შეეგუება ქართველი ერი, მაგრამ ისტორიული სამართლიანობის აღსადგენად მხოლოდ მშვიდობიან გზებს მიმართავს.
მთელი ცივილიზებული მსოფლიო აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და გმობს საოკუპაციო ხაზის მიღმა პერიოდულად განვითარებულ ექსცესებს და უკანონო ბორდერიზაციას.

ამ ფაქტმა კი ყოველგვარ ზღვარს გადააჭარბა! ექიმი, რომელიც ერთგულია ჰიპოკრატის ფიცის, ვალდებულია, დახმარება გაუწიოს გაჭირვებაში მყოფ ადამიანს, რომელიც შველას მისგან ითხოვს. ექიმის საქმიანობა ხელშეუხებელია საომარი მოქმედებების დროსაც კი! რუსეთის სამხედროები კი საზღვრის დარღვევის მოტივით აკავებენ ექიმს, ვაჟა გაფრინდაშვილს და ავრცელებენ ინფორმაციას, თითქოს, ის მონაწილეობას იღებდა 2008 წლის საომარ მოქმედებებში.

საქართველოში მცხოვრებ ოსებს გაქვთ საუკეთესო შესაძლებლობა, რომ სოლიდარობა გამოუცხადოთ უდანაშაულო ექიმს და ღია წერილით გააპროტესტოთ მისი დაპატიმრება და მოითხოვოთ, რომ დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ უკანონოდ დაკავებული ვაჟა გაფრინდაშვილი. მსოფლიოს უნდა გააგებინოთ, რომ ოკუპანტი რუსეთის მიერ გავრცელებული ბრალდებები ქართულ-ოსურ ურთიერთობებზე მტკნარი სიცრუეა.

იმედს ვიტოვებთ, საქართველოში მცხოვრები ოსი ეროვნების მოქალაქეები გამოიჩენენ თანაგრძნობას და დაუყოვნებლივ გააკეთებენ მიმართვას ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით.

სამეფო კლუბის სახელით
ანა მიქაუტაძე

19.11.2019

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s