Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, სამცხე, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

კახა კუკავა – ზუსტად 28 წლის წინ

Posted by iberiana on დეკემბერი 22, 2019


kakha kukavaკახა კუკავა – ზუსტად 28 წლის წინ თბილისში დამოუკიდებელი საქართველოს კანონიერ ხელისუფლებას ქვემეხები დაუშინეს

1. მიუხედავად იმისა, რომ დღემდე ცდილობენ გააყალბონ ისტორია სხვადასხვა ტერმინებით, როგორიცაა მაგ. „სამოქალაქო ომი“ ან „გამსახურდიას შეცდომებმა ერი შუაზე გაყო“, რეალურად ამბოხებას ქონდა ორი ძირითადი მიზეზი:

– საგარეო (გადამწყვეტი) ფაქტორი: გამსახურდიამ უარი თქვა ელცინის ულტიმატუმზე: 22 დეკემბერს ალმა-ატაში ხელი მოეწერა დსთ-ს დამფუძნებელ ხელშეკრულებაზე.

– საშინაო ფაქტორი: გამსახურდია არ აღიარებდა წითელი ელიტის არცერთი პრივილეგირებულ ჯგუფის განსაკუთრებულ უფლებებს თანამდებობებზე, სახელმწიფო ქონებაზე, ბიუჯეტის ფლანგვაზე, „ვოლგებზე“, „პაეზდკებზე“, „დაჩებზე“ და ა.შ. ამ მიზეზით დაუპირისპირდნენ მას რაიკომის მდივნები, წითელი ინტელიგენცია და წითელი დირექტორები, კანონიერი ქურდები და მხედრიონი;

2. სახელმწიფო გადატრიალების შედეგი იყო არა მხოლოდ გამსახურდიას განდევნა, არამედ ქართული სახელმწიფოს თანმიმდევრული ნგრევა, რაც დღემდე გრძელდება, მ.შ:

– კანონიერების, სამართლიანობის, კონსტიტუციის უზენაესობის როგორც პრინციპის უგულებელყოფა;
– სახელმწიფო სტრუქტურები ხელში ჩაიგდო პრივილეგირებულმა ელიტამ, რომლებიც ინარჩუნებდნენ და ინარჩუნებენ გავლენას შევარდნაძის, სააკაშვილის და ივანიშვილის რეჟიმის პირობებში;

– საქართველომ დაკარგა კონტროლი ჯერ ცხინვალის რეგიონში, შემდეგ – აფხაზეთზე;

– ათობით მილიარდის ღირებულების სახელმწიფო ქონება კაპიკებში (კუპონებში) ხელში ჩაიგდო რამდენიმე ათეულმა ოჯახმა (როგორც ახლა იტყვიან წარმატებულმა ბიზნესმენებმა);

– 1990-91 წლების შემდეგ აღარ ჩატარებულა არჩევნები სადაც გადამწყვეტი არ იქნებოდა ფული და ადმინისტრაციული რესურსები;

– 1992-1995 წლებში ჩატარდა უმაგალითო მასშტაბის მხეცური რეპრესიები, მომიტინგეთა ადგილზე დახვრეტები თბილისში, მთლიანი სოფლების გადაწვა სამეგრელოში, ცოცხალი ადამიანისთვის ხელის მოკვეთა ხობში და ა.შ. (ამ ფაქტების დიდი ნაწილი ფართო საზოგადოებისთვის დღემდე უცნობია);

3. სახელმწიფო გადატრიალების თემა დღემდე ტაბუირებულია მმართველი ელიტის და ე.წ. „ცენტრალური“ არხების თუ „სამოქალაქო“ სექტორის მიერ;

არ ჩატარებულა სახელმწიფო გადატრიალების გამოძიება არც შევარდნაძის, არც სააკაშვილის და არც ივანიშვილის რეჟიმის პირობებში (ბოლო 2 მთავრობას/ პროკურატურას მივმართე პირადად, წერილობით, კანონით გათვალისწინებული ფორმალობების დაცვით, შესაბამისად 2007 და 2013 წლებში).

4. იმ პირობებში როდესაც ყველა მაროდიორი, რომელიც ესროდა თბილისს და სამეგრელოს ატარებს „ვეტერანის“ საპატიო მოწმობას, დღემდე არ არის აღიარებული ფიცის ერთგული გვარდიელების სტატუსი: არ არსებობს თბილისის და სამეგრელოს დაცვისას ბრძოლაში დაღუპულთა არცერთი მემორიალი (სოციალურ გარანტიებზე საუბარიც ზედმეტია);

5. მიმაჩნია, რომ როგორც 1921 წლის 25 თებერვლის შეფასების გარეშე შეუძლებელი იქნებოდა 1991 წლის 9 აპრილს დამოუკიდებლობის გამოცხადება, ასევე შეუძლებელია 1991 წლის 22 დეკემბრის სწორი შეფასების გარეშე თანამედროვე, დამოუკიდებელი, ეროვნული სახელმწიფოს ჩამოყალიბება.

ვნახოთ ქართული ტელევიზიები გაიხსენებენ თუ არა ამ თარიღს.

PS: დაინტერესებული საზოგადოებისთვის – რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან 22 დეკემბერს 15:00 საათზე გაიმართება საპროტესტო აქცია “დაისაჯონ დამნაშავეები.

კახა კუკავა
პარტია “თავისუფალი საქართველო”-ს თავმჯდომარე
22.12.2019

2 Responses to “კახა კუკავა – ზუსტად 28 წლის წინ”

  1. ირმა said

    ის ხალხი პოლიტიკაშია ,ვინც ეს დანაშაული ჩაიდინა და თავის თავს ხომ არ გაასამართლებენ

    Like

    • Givi said

      Sruli simartlea. Is privilegirebuli elita romelits saxelmtsipho struqturebshi darcha im dros mati umravlesoba dghesats rcheba gavlenis matareblad dghevandel realobashi. Amitom rogorts bolos iyo aghnishnuli, tu ar moxda stsori shephaseba 1991-93 tslebshi momxdari gadatrialebis ratqmaunda ar moxdeba erovnuli damoukidebeli saxelmtsiphos sheqmna. Ra gvishlis xels? Isev chvenshi arsebuli problema rom dghemde ver movitsilet is xalxi romlebits erovnuli interesis tsinaaghmdeg moqmedebdnen da dghesats igives aketeben da isev rchebian saxelmtsiphoze gavlenis spheroshi.

      Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s