რუსეთის მთავრობა გადადგა!
Posted by iberiana on იანვარი 15, 2020
რუსეთის მთავრობა გადადგა!
რუსეთის მთავრობის ხელმძღვანელი, პრემიერმინისტრი დიმიტრი მედვედევი უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილედ დაინიშნება, თვითონ საბჭოს ვლადიმერ პუტინი ხელმძღვანელობს.
რუსეთის მთავრობა გადადგა, განაცხადება ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, დიმიტრი მედვედევმა გააკეთა.
რუსული მედიის ცნობით, ვლადიმერ პუტინის მიერ დაანონსებული საკონსტიტუციო ცვლილებების ფონზე, დიმიტრი მედვედევი მთავრობის მოქმედი შემადგენლობის გადადგომას სწორად მიიჩნევს. ამის შესახებ მან რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან შეხვედრისას განაცხადა.
„აღნიშნული ცვლილებები არსებითად შეცვლის არა მხოლოდ კონსტიტუციის მუხლების მთელ რიგს, არამედ მთლიანად აღმასრულებელი, საკანონმდებლო, სასამართლო ხელისუფლების ბალანსს. ამ კონტექსტში აშკარაა, რომ რუსეთის ფედერაციის მთავრობამ უნდა მისცეს ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტს საშუალება, მიიღოს აუცილებელი გადაწყვეტილებები და ამ პირობებში, სწორად მიმაჩნია, რომ რუსეთის ფედერაციის კონსტიტუციის 117-ე მუხლის შესაბამისად, მთავრობა ამჟამინდელი შემადგენლობით გადადგეს“, – განაცხადა მედვედევმა.
კომენტარის დატოვება