Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, სამცხე, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

საქართველოს ეკლესიის იურისდიქცია ჩრდილოეთ კავკასიაში

Posted by iberiana on იანვარი 20, 2020


anania japaridze2

მანგლელი მიტროპოლიტი ანანია (ჯაფარიძე)

საქართველოს ეკლესიის იურისდიქცია ჩრდილოეთ კავკასიაში – შესავალი

ჩრდილოეთ კავკასიის ვრცელი რეგიონი, გადაშლილი შავი ზღვიდან კასპიის ზღვამდე, ქართული წყაროებისა და იქ აღმოჩენილი მატერიალური კულტურის მასალათა მიხედვით, თემურ-ლენგის ლაშქრობამდე, საქართველოს ეკლესიის იურისდიქციაში შედიოდა. ამიტომაც, XXს. საქართველოს ეკლესიის მართვა-გამგეობის ყველა ძველ დებულებაში ჩრდილოეთ კავკასიის ოლქები ცალკეულ ეპარქიათა სამწყსოში შედიოდა, მაგალითად დვალეთი – ნიქოზის სამღვდელმთავროში, „დიდოეთ-დურძუკეთი, თერგისა და დაღესტნის მხარე“ – ალავერდისა, ჰერეთი, რანი, შაქი და წუქეთი, „ოლქები ზაქათალისა, სამურისა, ნუხისა, არეშისა, განჯისა და ყაზახისა“ – ბოდბეს ეპარქიაში, ყოფილი ქვემო ქართლი – ბამბაკის ხეობა, თბილელს ექვემდებარებოდა, ტაო-კლარჯეთი ანის-ვალაშკერტის ჩათვლით – მაწყვერელს. ზღვისპირეთი ტრაპეზუნტიდან ჭოროხამდე – ბათომ-შემოქმედის იურისდიქციას განეკუთვნებოდა.

თემურ-ლენგის ეპოქიდან შეიცვალა ჩრდილოეთ კავკასიის ეთნიკური სახე, ის იქამდე, ძირითადად, ქართველთა მონათესავე ტომებით იყო დასახლებული. იბერებისა და ჩრდილო კავკასიელების ეთნიკურ ნათესაობას მიუთითებდნენ სტრაბონი და ქართული წყაროები.

„ქართლის ცხოვრების“ მიხედვით, ჩრდილო-დასავლეთ კავკასია დასახლებული იყო იბერიული ხალხების ეთნარქების – ეგროსის, ჩრდილო-აღმოსავლეთ კავკასია – ლეკოსის, ხოლო ცენტრალური ნაწილი – „კავკასოსის“ შთამომავლებით. ეს იყო სუბსტრაქტი, რომელსაც ამჟამად უწოდებენ „იბერიულ-კავკასიურ ხალხებს“. მონღოლთა შემოსევების დროისათვის ეს ხალხები უკვე ქრისტიანები იყვნენ. გერმანული წარმოშობის ცნობილი რუსი მეცნიერის ვ. მილერის კვლევით, თემურ-ლენგთან დამარცხების შემდეგ ჩრდილო კავკასიური ხალხები ასიმილირდნენ სტეპებიდან მთებში ასულ წარმართ – ნომადურ, მომთაბარე ტომებში. ამის შედეგად ისინი თავდაპირველად გაწარმართდნენ (თუმცა შეინაჩუნეს ქრისტიანული სარწმუნოებრივი ელემენტები), შემდეგ კი გამუსლიმანდნენ და ჩამოყალიბდნენ სხვადასხვა ეთნიკურ ჯგუფებად. ეკლესიურად, „ქართლის ცხოვრების“ ცნობით, მე-6 მსოფლიო-საეკლესიო კრებამ (მე-7 საუკუნეში) ჩრდილოეთ კავკასია გადასცა საქართველოს საეკლესიო იურისდიქციას… ეს ნიშნავს, რომ იმჟამად ჩრდილო-კავკასიელები ქართულ ენაზე ლოცულობდნენ და მათი წირვა-ლოცვის ენა ქართული იყო…

თემურ ლენგის შემოსევათა შემდეგ საქართველოს ეკლესიამ დაკარგა ჩრდილოეთ კავკასიის ბარი, შემდგომ – მთისწინეთი და საეკლესიო საზღვარმა გადაინაცვლა კავკასიის მთავარი ქედის პარალელურ ქედზე, რომელსაც რუსები „სკალისტიი ხრებეტს“ (კლდოვანი ქედი) უწოდებდნენ. ეს „სკალისტიი ხრებეტი“ ამჟამინდელი საქართველოს საზღვრის ჩრდილოეთით, 20-30 კილომეტრში მდებარეობს.

სრულად: https://iberiana2.wordpress.com/georgia/anania_japaridze/

 

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s