Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, სამცხე, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

ჩვენ საქართველოს სიყვარულისთვის გვესროდნენ

Posted by iberiana on იანვარი 23, 2020


guliko chkhaidze2გულიკო ჩხაიძე – ჩვენ საქართველოს სიყვარულისთვის გვესროდნენ

1992 წლის 2 თებერვალი

… თამარის ხიდს რომ მივუახლოვდით, ფერდობებზე, ცირკის მხარეს და მოპირდაპირე მხარეს შევნიშნე ახალგაზრდები, რომლებსაც შავი ნაქსოვი ქუდები ეხურათ (ასეთი ქუდები ეხურა მაშინ თბილისში ახალგაზრდების გარკვეულ კატეგორიას) და ნიღბები ეკეთათ. თვალში მომხვდა, რომ ქურთუკები გამობერილი ჰქონდათ. ავტომატები ხელში არ უჩანდათ. ქურთუკის ქვეშ მალავდნენ? ჯერ წყნარად იყვნენ. გაგვატარეს, გვაცალეს, უფრო ბევრი შევსულიყავით ამ სასაკლაოში. ბევრი სამიზნე, ხალხის არევ-დარევა, ჭყლეტა_ როგორც ჩანს გათვლილი ჰქონდათ. უეცრად რაღაც ტკაცანი გაისმა. გავირინდე… ცოტა ხანიც და ატყდა ავტომატების კაკანი, ეს შავქუდიანი ბიჭები ადგილებს იცვლიდნენ. იქით-აქეთ დარბოდნენ. გაისმა ხმები: დაჭრილები არიანო. გამოჰყავდათ. ჩვენ უკან დავიხიეთ, ისევ სადგურისაკენ ვაპირებდით წასვლას…

სადგურის მოედნისკენ აღარ გაგვიშვეს. აღმაშენებლის გამზირისკენ მეტროს მიმართულებით გაგვიხსნეს გზა. და, აი, იქ კი თურმე უარესი გველოდა. მანიფესტანტები ტირილგარეული ხმით ხმამაღლა უგზავნიდნენ წყევლა-კრულვას იმას, ვინც ამ დღეში ჩაგვყარა.

– მკვლელებო, მკვლელებო! შევარდნაძე იუდა!

ამ შეძახილებით ჩავიარეთ გამზირი და როცა მარჯანიშვილის მეტროს მივუახლოვდით, ერთბაშად აკაკანდა ასობით ავტომატი. ისევ გადაგვიფრინეს თავზე ტყვიებმა. ზოგს ასცდა, ზოგი დაიჭრა…ისროდნენ ყველა სახლის სახურავიდან, ისროდნენ დამიზნებით, პირდაპირ ხალხში… აშკარა იყო, ელოდებოდნენ მომენტს, როცა ბევრი მოვგროვდებოდით. ამიტომ გვიან იწყებდნენ სროლას. ასე იყო ცირკთან, ასე იყო აქაც. აქ შეიძლებოდა თავშესაფრის პოვნა და ხალხი ეზოებსა და სადარბაზოებში შეცვივდა. მე და ჩემი და რამდენიმე ადამიანთან ერთად მარჯანიშვილისა და აღმაშენებლის კვეთაში მეტროს წინ მდებარე ერთი სახლის ეზოში შევედით. უკანა მხრიდან მივადექით ამ სახლს და ჩვენ თვალწინ ბინის პატრონმა, მოხუცმა რუსმა კაცმა აკანკალებული ხელით კარი ჩაკეტა, უკან ცოლი ედგა, ის მთლად ცახცახებდა შიშისაგან. შუშაბანდი ჰქონდათ და იმიტომ ვხედავდით ყველაფერს. ქართველები გვხოცავდნენ და რუსს კარი ჩაეკეტა, გასაკვირი იყო? იმ ადგილას, სადაც ახლა მაკლდონალდსია, ერთი სახლი იდგა. ვიწრო კიბე ადიოდა ზევით, სხვენისაკენ. ამ კიბეს მივაშურეთ. თითქმის ბნელოდა. ავედით ყველაზე მაღლა და საფეხურებზე ჩამოვსხედით. არც ერთი ჩვენგანი ხმას არ იღებდა, ერთმანეთსაც არ ვუყურებდით. ვისხედით განადგურებულები, გაოგნებულები… იმ დღის სისასტიკემ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. ეს დღე 9 აპრილზე უარესი იყო— ქართველები გვესროდნენ, ჩვენი ძმები და შვილები გვესროდნენ….

სრულად: https://iberiana2.wordpress.com/segm/1992-2/#2

One Response to “ჩვენ საქართველოს სიყვარულისთვის გვესროდნენ”

  1. ბიძინა said

    ჰოდა მაგათ რომ უნგრევდა ცხვირ-პირს ხელისუფლებაში მყოფი ნაციონალები, მაშინ მე ვიყავი გახარებული, რათა აღსრულდა უფლის სიტყვა; შურისძიება და სამაგიერო ჩემზეაო რომ ამბობს.

    Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s